განათლება,მთავარი,სიახლეები

დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია და სტიპენდია

13.02.2021
დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია და სტიპენდია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია.  პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქეს.

გარდა პრემიისა, როგორც სამინისტრო აცხადებს, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, „ხოლო სტუდენტებისათვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება“.

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი იყო, ასევე არჩეული იყო ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად.

გამყრელიძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და მისი საპატიო პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრი.

„თამაზ გამყრელიძემ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განვითარების საქმეში, სწორედ მან მოაწერა ხელი 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: