Batumelebi | ბათუმში ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების 2 ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ბათუმში ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების 2 ფაქტზე გამოძიება დაწყებულია – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების 2 ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

ბათუმში 13 თებერვალს ქვეითებზე ავტომანქანის დაჯახების 2 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ბათუმში მომხდარ ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად, აქედან 45 ქვეითი იყო.

ამ თემაზე:

შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com