მთავარი,სიახლეები

კორონავირუსით კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 357 ახალი შემთხვევა

14.02.2021 • 822
კორონავირუსით კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 357 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 652 პაციენტი, ხოლო ვირუსი დაუდასტურდა 357 პირს.

stopcov.ge-ს 14 თებერვლის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამში არის 265 557; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 258 093, ხოლო პანდემიის მთელ პერიოდში საქართველოში კორონავირუსისგან სულ 3 352 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12173, PCR ტესტით – 7172.

ამ დროისთვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი არის: დღიური – 1,85%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,76%.

14 თებერვლის მდგომარეობით ქვეყანაში:

  • კარანტინის რეჟიმშია – 212 პირი,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 1 943 პაციენტი,
  • კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 238 პირი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყანაში არის 4 086, აქედან მძიმე პაციენტია 435 პირი; ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი. 1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: