მთავარი,სიახლეები

რა გახდა ბათუმში 25 წლის მეხანძრის დაღუპვის მიზეზი

12.02.2021
რა გახდა ბათუმში 25 წლის მეხანძრის დაღუპვის მიზეზი

გუშინ, 12 თებერვალს, ბათუმში 25 წლის მეხანძრე-მაშველი, თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

ოფიციალური ინფორმაციით, იგი გამოძახებაზე იმყოფებოდა და მისი გარდაცვალების მიზეზი სახანძრო კიბიდან გადმოვარდნა გახდა.

„მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა“ – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც  გუშინ გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

„ბათუმელებს“ სხვადასხვა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეხანძრის გარდაცვალების მიზეზი არა კიბიდან გადმოვარდნა, არამედ დენის დარტყმა გახდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოიძახეს, სადაც 25 წლის მეხანძრეს კიბით ელექტროგადამცემ ბოძზე ასვლა დაავალეს. სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით არ აზუსტებენ, რა გახდა 25 წლის მეხანძრის დაღუპვის მიზეზი. აქ გვითხრეს, რომ მეხანძრე კიბიდან ნამდვილად ჩამოვარდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ თქვან, რა გახდა ახალგაზრდა მეხანძრე-მაშველის სიკვდილის ზუსტი მიზეზი.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩატარდა ექსპერტიზაც, რომლის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

___________

ფოტოზე: თორნიკე კიპაროიძე. ფოტო ფეისბუქიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: