ბათუმი,სიახლეები

ბათუმის მერია ქობულეთს მეორად ავტობუსებს აჩუქებს

26.02.2025
ბათუმის მერია ქობულეთს მეორად ავტობუსებს აჩუქებს

ბათუმის მერია ქობულეთის მუნიციპალიტეტს მეორად ავტობუსებს აჩუქებს.

ბათუმი ქობულეთს ორ ერთეულ BOGDAN-ის ტიპის ავტობუსს და ამავე მოდელის ავტობუსების სათადარიგო ნაწილებს გადასცემს.

ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში გადასცეს სხვა მუნიციპალიტეტს, ამიტომ, ავტობუსებს ბათუმი საკუთრებაში გადასცემს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – შემდგომში ქობულეთზე გადასაცემად.

ქონების გაჩუქებაზე საკრებულოს თანხმობაა საჭირო. ბათუმის საკრებულო აღნიშნულ საკითხს 27 თებერვლის სხდომაზე განიხილავს.

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თანახმაა მეორადი ავტობუსები ბათუმისგან აჭარამ მიიღოს საკუთრებაში და გადასცეს ქობულეთს. მეორადი ავტობუსები და სათადარიგო ნაწილები საბოლოოდ შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებას“ გადაეცემა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ავტოპარკში 2020 წელს BOGDAN- ის ტიპის 13 ავტობუსი იყო, 2023 წელს კი – 6 ავტობუსი.

ბათუმს, ავტოპარკის არაერთხელ განახლების მიუხედავად, საკმარისი მუნიციპალური ავტობუსები არ აქვს. ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო კი, არაერთი ავტობუსის მარშრუტია შეცვლილი.

ამასთან, დიდთოვლობის მიზეზით ბათუმის მერიამ მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა უკვე მესამე დღეა საერთოდ შეაჩერა.

ამ თემაზე:

მუნიციპალური ავტობუსები დროებით აჩერებს მუშაობას – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

 

მთავარი ფოტო: „ბოგდანის“ ტიპის ავტობუსი. ფოტო არქივიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: