ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, დღეს, 1 მარტს, მუსიკალური ფესტივალის, “ბათუმური საღამოების” ფარგლებში ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
დასაწყისი 18:00 საათზე.
ბათუმელები
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, დღეს, 1 მარტს, მუსიკალური ფესტივალის, “ბათუმური საღამოების” ფარგლებში ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
დასაწყისი 18:00 საათზე.
ბათუმში დღეს გამართულ ყრილობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ გიორგი კირთაძე აირჩიეს.
„სტერეოტიპების დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები. რა გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე,“ – ამ თემაზე გაიმართა დღეს დისკუსია პრესკაფეში.
ამ წუთებში ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს. დელეგატებმა ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსის ფარგლებში განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები წარადგინეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სეზონური ობიექტების განსათავსებლად განსაზღვრული ტერიტორიების იჯარით გაცემას იწყებს.
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ახალი ხელმძღვანელი დაამტკიცეს. კლუბის ახალი დირექტორი სიმონ ზაქარაძე იქნება.
ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. სამი სოფლის, კირნათის, მარადიდისა და აჭარისწყლის 300 მდე მცხოვრები კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ ის ოფისის წინაა შეკრებილი. მოსახლეობა ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჰესების მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.
დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიას მოსახლეობას ხვდება.
ამ წუთებში ბათუმის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებასთან პალმა იწვის. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
თვითმმართველობის ბიუჯეტი ორი მილიონ 200 ათასი ლარით იზრდება. როგორც საკრებულოს სხდომაზე მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ განაცხადა, ბიუჯეტის ზრდა სპეციალური ტრანსფერებისა და ადგილობრივი შემოსავლების ხარჯზე გაიზარდა. თანხები მერიის სხვადასხვა პროგრამებში გადანაწილდება.
გია ლორია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე საკრებულომ გაათავისუფლა, თუმცა ის კონკურსის ჩატარებამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში დღეს აჭარის საზოგადოებრივის ცენტრი იმუნოპროფილაქტიკას ჩაატარებს.
დღეს ხელვაჩურის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა სასჯელისგან ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგის, ნათია შალიკაშვილის გათავისუფლებაზე, რომელიც ყაჩაღობის ბრალდებით 2008 წელს დააპატიმრეს.
დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ერმაკოვის ლეგიტიმაციის საკითხი დააყენა. მისი განცხადებით, გიორგი ერმაკოვი, რომელიც მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს, ამავდროულად მერის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელიცაა.
დღეს ბათუმში რეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „საზოგადოება პირველად იხილავს მუზეუმში დაცული საგანძურის იმ ნიმუშებს, რომლებიც დღემდე არასოდეს ყოფილა გამოფენილი. მათ შორისა ე.წ. „გონიოს განძის“, ფიჭვნარის, კაპანდიბის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები (ძვ. წ. V ს. – ახ. წ. II-I სს.)“
ხვალ, 28 თებერვალს, ხელვაჩურის რაიონული სასამართლო იმსჯელებს გაათავისუფლოს თუ არა სასჯელისგან ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგი ნათია შალიკაშვილი, რომელიც ყაჩაღობის ბრალდებით 2008 წელს დააპატიმრეს. მას 2009 წელს 11 წელი და 4 თვე პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ლევან თევზაძემ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გემურაულში მომხდარი ყაჩაღობისთვის. ნათია შალიკაშვილი წინასწარი პატიმრობიდან ფეხმძიმობის გამო გაათავისუფლეს.
ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები პროტესტს აგრძელებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია – ანსამბლის სამხატვრო ხლმძღვანელად თემურ ქორიძე დაბრუნდეს.
ბათუმის მერიაში ჯანმრთელობის დაცვის ახალიი პროგრამა – ახალშობილთა აუდიოლოგიური სქრინინგი ამოქმედდა, რომელიც ყველა ახალშობილის აუდიოლოგიურ კვლევას გულისხმობს, შემდგომში სხვადასხვა პათოლოგიების თავიდან აცილების მიზნით.
დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის „ელსას“ წარმომადგენლობა დაფუძნდა. იურიდიული ორგანიზაცია, უნივერისტეტის სამართალმცოდნეობის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მის საქმიანობაში ჩართვა მხოლოდ მათ შეუძიათ.
დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, სამინისტროს გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების წარმოდგენისას გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებს არაკომპეტენტური უწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.
როგორც ჩანაწერით ირკვევა, მინისტრი გამოეხმაურა გაზეთ „ბათუმელების“ 2013 წლის ნოემბერში მომზადებულ სტატიას – „სამთავრობო კომფორტი საბიუჯეტო პრობლემების ფონზე“, სადაც „ბათუმელები“ სამინისტროების მიერ ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტების თანახმად წერდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, სხვა მინისტრებთან შედარებით, ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი. თუმცა ნაწილობრივ.
ამ წუთებში აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვისცენტრში, ჰოლანდიური კომპანიების „ბილანსია“-სა და „ფრანსენ როუზის“ ხელმძღვანელები ფერმერებს ხვდებიან. ისინი ჰოლანდიაში მებაღეობისა და მეყვავილეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრებენ და ამ კუთხით აჭარაში არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N550).
აჭარის მთავრობამ, უმაღლესმა საბჭომ, ბათუმის მერიამ, საკრებულომ და აჭარის სამინისტროებმა ჟურნალ-გაზეთები 2014 წლის დასაწყისში გამოიწერეს. გამარტივებული შესყიდვების დოკუმენტაციის თანახმად, ყველაზე მეტი დასახელების ჟურნალ-გაზეთი აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვს გამოწერილი, ყველაზე ნაკლები – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რომან დ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
დღეს არქეოლოგიურ მუზეუმში წიგნის _ „აჭარა წარსული და თანამედროვეობა” _ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში ასახულია აჭარაში 2012 წელს განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები. წიგნის რედაქტორია ამირან კახიძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს რეგისტრაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სამინისტროს ვებგვერდის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, ობიექტურობისა და საჯარო ქცევის კულტურის გამომუშავებას.
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პრაიმერი მიმდინარეობს, რომლის შედეგებითაც პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის ვინაობა გამოვლინდება.
ბათუმელი ადვოკატების ჯგუფმა ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ბათუმში საკურას ხეივნის გაშენება დრამატული თეატრის უკან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე განიხილება – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, ეთერ მაჭუტაძემ მოაწოდა. მისივე თქმით, საკურას ხეივნის გაშენების ადგილად იგი თავდაპირველად „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიას განიხილავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას სხვა პროექტის განხორციელება იგეგმება.
პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდებში წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, თუმცა დაემატა სამი საგამოცდო საგანი: ქართული ენა, განკუთვნილი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლება სურთ, ბუნებისმეტყველება და უცხოური ენა-კომპიუტერი.
ბარცხანაში მცხოვრები შენგელიების ოჯახს წლისა და ორი თვის სამი ტყუპი ჰყავს. ოჯახი ექვსი თვის განმავლობაში ტყუპებისთვის დახმარებას კომპანია „ჰუმანასგან“ იღებდა. დღეიდან კი „წითელი ჯვრის“ შუამდგომლობით, მათი საკვები პროდუქტებით და ჰიგიენური საშუალებებით მომარაგებაზე, კომპანია „აჭარა ლაზური“ იზრუნებს.
ქედაში, სოფელ გობრონეთში, ავტომობილი სავალი გზიდან მდინარეში გადავარდა.
ბათუმის №3 დაწესებულების რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროცესი მარტის დასაწყისში დასრულდება და პატიმრებსაც ამ დროისთვის გადმოიყვანენ ბათუმში.
ქობულეთში საკონსერვო ქარხანა მანდარინს 5 თებერვლის შემდეგ აღარ იბარებს, ფერმერებს კი კომპანიისგან ჩაბარებული მანდარინის საფასური ამ დრომდე არ მიუღიათ.