უსახლკაროთა თავშესაფრის პროექტი ბათუმში

 

ბათუმის საკრებულოს მცირე დარბაზში ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დონორებთან სოციალური სახლის მშენებლობის დაფინანსების საკითხს განიხლავენ.

ამცირებს თუ არა „პროკრედიტ ბანკი“ ბათუმში ფილიალებს

ინფორმაციას იმის შეახებ, რომ „პროკრედიტ ბანკი“ ბათუმში ფილიალებს ამცირებს, ბანკის წარმომადგენელი ნატო ბოჭორიშვილი არ ადასტურებს. ის ამბობს, რომ  ბანკი ფილიალების განახლების პროცესშია.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძეს პასუხობს

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის გუშინდელ ბრალდებას დღეს, 18 მარტს ოფიციალურად პასუხობს.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს და დოკუმენტად გაზეთ ”ბათუმელებში” ჟურნალისტ ნათია ზოიძის სტატია – ”ნაციონალური მოძრაობის”გამარჯვების ფორმულა” მოყავს. 

სტუდენტები ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ

 

ცოტა ხნის წინ ბათუმში “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო”  შეიქმნა. მისი დამფუძნებლები სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. სტუდენტები ამბობენ, რომ მათი არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა იდეის განხილვასა თუ წინადადების მიღებას ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან შეთანხმებით აპირებს. 

უმაღლეს საბჭოს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო პროცესი მოუგო

 

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თანამშრომლის, სოფიო კობალაძის სარჩელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სასამართლომ უმაღლეს საბჭოს სოფიო კობალაძის თანამდებობაზე აღდგებნა და ნაცდური ხელფასის გადახდა დაავალდებულა. 

 

ბათუმის უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამების მიხედვით მესამე ადგილზეა

 

ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული კვლევის შედეგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების  – Tempus და Erasmus mundus მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა.

ურნადქცეული “მწვანე ყუთი“ ბათუმის უნივერსიტეტში

 

რამდენიმე თვის წინ ბათუმის უნივერსიტეტში,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  სტუდენტების ინიციატივით „მწვანე ყუთი“ დაიდგა, ამ გზით სტუდენტებს მაკულატურის შეგროვება ჰქონდათ გადაწყვეტილი.  სტუდენტებს ყუთები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გადასცა. 

„ეკო პროექტი“ მოსწავლეებისთვის

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, 2014 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით, განახორციელებს პროექტს „ეკო პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს 13-დან 15 წლამდე მოზარდებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. პროექტი ხორციელდება საქართველოს ხუთი ქალაქში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი და ახალციხე. 

ახალი შეთავაზება ანსამბლის წევრებს

 

აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გაფიცულ მოცეკვავეებთან შეხვედრა გამართეს. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა აქციის წევრებს,  რომლებიც  ორი კვირაა პროტესტის ნიშნად შიმშილობენ,  ახალი შეთავაზება გააცნო. 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

 

დღეს საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან”,  გიორგი კირთაძემ  ბრიფინგი გამართა. იგი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს  წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა ახალშობილი ტყუპებისათვის

 

დღეს ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ახალშობილ ტყუპებს და მათ დედას სოციალური დაცვის პროგრამის „ახალშობილი ტყუპების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში 1000–1000 ლარი გადაეცემათ.  

გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად – აქცია

 

დღეს ბათუმში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად აქცია, „გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშის სიცოცხლე“, მიმდინარეობს.

„ბათუმის წყალი“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

 

„ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი ჯანი ვარშალომიძე 16 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

 

„გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ აგებენ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ასფალტს. წინასწარ მომზადებულ  ორმოში, სადაც  ასფალტი უნდა ჩაიგოს, დგას წყალი და შემსრულებელი წყლიან ორმოში აგებს ასფალტს. 

ბრალდებულს სასამართლოზე გული წაუვიდა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარების ექიმები 52 წლის  განსასჯელის დასახმარებლად გამოიძახეს. დაკავებული პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფაშია ბრალდებული, სასამართლო პროცესზე ის ჯერ შეუძლოდ გახდა, რის გამოც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, როცა დარბაზიდან ბრალდებული ბადრაგს გაჰყავდათ, მან გონება დაკარგა.    

გონიოს მოსახლეობა მიწების დაბრუნებას ითხოვს

 

გონიოში მცხოვრები ორასამდე მოქალაქე დღეს, 17 მარტს აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა. ისინი მოქმედ ხელისუფლებას  იმ მიწების დაბრუნებას სთხოვენ, რომელიც მათ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩამოართვა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან შეხვედრასაც ელოდებიან.

 

გზავნილი ყირიმში – ბათუმში უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

 

დღეს ბათუმში, სანაპიროსთან უკრაინის მხარადასაჭერი აქცია გაიმართა. 

სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში, უკრაინის საკონსულოსთან

 

დღეს ბათუმში, უკრაინის  საკონსულო სააგენტოსთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქცია ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად

 

დღეს, 17 საათზე, ბათუმის პორტთან (სანაპიროსთან) უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. 

ბათუმი დღეს – აფიშა

კინოთეატრი ,,აპოლო’’ ლეგო (საბავშვო) დასაწყისი: 12:00 ფასი: 7ლარი    იმპერიის აღზევება დასაწყისი: 14:00  19:00 22:00 ფასი: 7-9 ლარი   უსაზღვრო სიყვარული დასაწყისი: 16:30 ფასი: 7ლარი       დრამატული თეატრი სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი დასაწყისი: 17:00 ფასი: 10 ლარი     ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ზაირა ნადირაშვილის გამოფენა „ტყე“   არქეოლოგიური მუზეუმი ახალი აღმოჩენების დროებითი გამოფენა, არქეოლოგიური …

მოსწავლეები სკოლაში ძალადობის შესახებ

 

რამდენად ხშირია თქვენ ირგვლივ შემთხვევებიროდესაც თქვენი თანატოლი სხვა თანატოლების მიერ  ჩაგვრის ობიექტი ხდება? რა შემთხვევაში ხდება ეს და რა არის ამის მიზეზი?  ამ კითხვაზე სკოლის მოსწავლეები პასუხობენ

უბანი, სადაც ბავშვებს სუნის გამო გულისრევა აწუხებთ

 

ბათუმში, ბარცხანაში, ნავთობტერმინალის ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას წლებია ნავთის სუნი აწუხებს. ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადებით, ტერმინალმა ახალი, გამწმენდი ფილტრები ჯერ კიდევ სამი წლის წინ დააყენა, რომელიც ჰაერში ნავთობის სუნის გაფილტვრასაც უწყობს ხელს, თუმცა, მოსახლეობის თქმით, მდგომარეობა არ შეცვლილა. ნავთობის სუნი მოსახლეობის უმეტესობას ისევ აწუხებს.

ალიკა ინწკირველმა ბულვარში სამუშაოები დროებით შეაჩერა

 

ბათუმის ბულვარში, ყოფილი ბუნგალოს ტერიტორიაზე მშენებლობა და მწვანე საფარის დაზიანება  ადგილზე მისულმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა გააპროტესტეს. 

ტაქსის მძღოლის დაჭრაში ბრალდებული

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 25 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა, 3 წელი და ექვსი თვე პატიმრობა მიუსაჯა.   ბრალდების მიხედვით, გასული წლის 16 ოქტომბერს ბათუმში, აბუსერიძის 41 ნომერში, ორმა ახალგაზრდამ ტაქსი გააჩერა და სოფელ ახალშენში წაყვანა სთხოვა. ტაქსის მძღოლმა მგზავრებს 13 ლარი მოსთხოვა. ახალგაზრდებმა მძღოლს 8 ლარად აყვანა სთხოვეს, რაც გზაში შელაპარაკების მიზეზი გახდა. კამათი ფიზიკური შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა მგზავრმა ტაქსის მძღოლს დანით სხვადასხვა ჭრილობა მიაყენა (გულ-მკერდისა და ფეხის არეში).

ქობულეთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

 

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ნოდარ ხ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონის სოფელ ჭახათში დააკავეს.

„გაიღე სისხლი“ – ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად

 

 

აქცია 17 მარტს, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N2-ში, არსებულ პოლიკლინიკის შენობაში გაიმართება. აქციაში ჩაერთვებიან ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგები, ხელვაჩაურის საკრებულოს, ბათუმის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, პროკურატურის, საბაჟოს და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები. აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  

ბანკის ძარცვის მცდელობა ვალების გამო

 

ბათუმში 23 წლის მამაკაცი საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, რომელიც ზუბალაშვილის 18 ნომერში მდებარეობს.

სტიიქით შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თვითმმართველ ერთეულებში კომისიები შეიქმნა

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N5 დადგენილება თვითმართველ ერთეულებს გააცნეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი მამაკაცი დაიღუპა

 

ბათუმი ადიგენის გზატკეცილზე, სოფელ ერგესთან,  მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა ორი მამაკაცი -ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელებს” სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე აწვდის. 

30 ათას ლარიანი ჯარიმა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს 30 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უჩიოდა: „სააგენტო ედავება თეატრს, რომ არ არის დასრულებული სამუშაოები, პროექტის შესაბამისად. მას შემდეგ რაც ერთხელ უკვე სასამართლოს დადგენილებით დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი ლარი, ექვსი თვის გასვლის შემდეგ მოხდა დაკისრებული თანხის გასამმაგება“ – …

როცა ხელისუფლების არ სჯერათ

 

ჰესის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ადგილის აღწერა, ინფორმაციის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და ქართულენოვანი ვებ-გვერდის შექმნა. – 5 სოფლის თანხმობის შემთხვევაში აჭარის ხელისუფლება მზად არის ამ პირობების შესრულებაზე ვალდებულება აიღოს, იმ შემთხვევაში თუ კაშხლების აშენების გავლენით მოსახლეობა დაზარალდება. სოფელ გელაძეების რწმუნებული ემზარ გელაძე კი განმარტავს, რომ სახელმწიფო ვერ იქნება გარანტი ჩამოთვლილი პირობების შესრულების საქმეში, რადგან აჭარის მთავრობას ჯერაც არ დაუკმაყოფილებია ის ეკომიგრანტები, რომელიც სახელმწიფოს უკვე ჰყავს.

 

„უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის უხეშ დარღვევას“

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ  სტილისტ-რედაქტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა. კონკურსის შედეგები ერთმა კონკურსანტმა გაასაჩივრა, რის შემდეგაც  საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკუსის შედეგები ბათილად სცნო და აღნიშნულ ვაკანსიაზე მეორე ტური გამოაცხადა.  უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ პირველ კონკურსზე გამოცხადებული ვაკანსიები სხვა, ახალი ვაკანსიებით ჩაანაცვლა,  სტილისტ-რედაქტორის ვაკანსია  კი საერთოდ გააუქმა.   

 

კამპანია „ეს შენ გეხება!“ – ისევ გისმენენ

 

ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში დღეს, 14 მარტს, რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებას გააცნეს კამპანიის დაწყების შესახებ – „ეს შენ გეხება!“ კამპანიის მიზანია, საზოგადოების ყურადღება მიაქციოს იგივე პრობლემაზე, რაც ცოტა ხნის წინ ძალიან აქტუალური იყო – სამართალდამცავების მხრიდან უკანონო თვალთვალსა და მოსმენაზე. არასამთავრობოების ინფორმაციით, სამართალდამცავებს შეუძლიათ ერთდროულად 20 ათას ადამიანს მოუსმინონ.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="1798" >

შშმ პირები „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ პროექტებში ჩაერთვებიან

 

დღეს. დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ ხელმძღვანელმა გიგა ფარტენაძემ და ორგანიზაციის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისათვის“ თავჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტიით 1200–ზე მეტმა მოქალქემ ისარგებლა

 

ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, იმ პირებზე, რომლებმაც გაყალბებული დოკუმენტებით ან მისი მონაცემებით ისარგებლეს. ამ დრომდე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფრომაციით, ამნისტიით 1200-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. 

მურმან დუმბაძე საკანონმდებლო ცვლილებაზე

 

პარლამენტის ვიცე სპიკერმა მურმან დუმბაძემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებთან, სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.  მან ახალ საარჩევნო კოდექსზე ისაუბრა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების, თემებისა და მუნიციპალური ორგანოების მმართველების ხალხის მიერ არჩევას ითვალისწინებს. 

Exit mobile version