სოფელ ღურტაში მცხოვრებლები ღია წერილს ავრცელებენ, ისინი თვითმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.
ბათუმელები
სოფელ ღურტაში მცხოვრებლები ღია წერილს ავრცელებენ, ისინი თვითმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.
ბათუმის ახლად შემოერთებულ სხვადასხვა ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულები ეგრეთ წოდებულ 53 ბატალიონის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.
<!** Image 1 align="left" alt="ბათუმის მესამე საპყრობილის რეაბილიტაციისათვის სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა" sub="ბათუმის მესამე საპყრობილის რეაბილიტაციისათვის სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა" width="600" height="2848" >
ქედის #80 საარჩევნო ოლქის კომისია ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომიისიის 6 წევრის შესარჩევად სხდომას მართავს.
დღეს, 3 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის N3 დაწესებულებას გახსნის.
6 მაისს, 10:00–დან 16:00 საათამდე “მეზღვაურთა სამედიცინო ცნტრი 2010“ მსოფლიო ასთმის დღესთან დაკავშირებით ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტებისათვის ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს.
აჭარის ჩემპიონატი მძლეოსნობაში, რომელიც გუშინ დაიწყო დღეს 24 საპრიზო ადგილის გამოვლენით დასრულდა. შეჯიბრება დღეს 200 და 800 მეტრზე სირბილში გაიმართა. გოგონებში 200 მეტრი ყველაზე სწრაფად მარი გამგონეიშვილმა გაირბინა და ამით 100 და 200 გარბენაზე აჭარის პირველობა მოიპოვა. ვაჟებში კი 200 მეტრზე სირბილში ჩემპიონი დათო თითბერია გახდა. მან ორი სეკუნდით აჯობა თორნიკე კურტანიძეს. 800 მეტზე სირბილში ყველას ანა მიქაძემ და მალხაზ აბაშიძემ აჯობეს.
29 აპრილს, 3 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის N3 დაწესებულებას გახსნის. დაწესებულების გახსნას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ორი კვირის განმავლობაში საკურორტო რეაბილიტაციას ბორჯომსა და ურეკში უფასოდ გაივლიან.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენი მცხოვრები თორმეტსულიანი ოჯახი, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ჟუჟუნა საითაძე ამბობს, რომ მისი სახლს სახურავი აქვს დაზიანებული და სახლში წყალი ჩამოდის. ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობს. ჟუჟუნა საითაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია.
მუსიკალური ფესტივალი “ბათუმური გაზაფხული” მაისისამდე გაგრძელდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ბათუმს ლიტველი ტურისტები ესტუმრებიან. პრეს-ტურის ფარგლებში წამყვან ჟურნალისტებთან ერთად, ცნობილი ბლოგერები და ფოტოგრაფებიც ჩამოვლენ. ისინი ბათუმში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ამაღლების მიზნით, 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ გადამზადების მორიგ ეტაპს იწყებს.
ხვალ 29 აპრილს , ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დასაცავად, ბათუმში 13: 00 საათზე ვარდების სკვერში აქციას გამართავს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტი არ გაჩერებულა; აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, მშენებლობა ოთხ თვეში უნდა დაიწყოს; გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაგავსაყარის მშენებლობისთან საჭირო გეზშ-ს დასამტკიცებლად მათთვის ჯერ არ მიუმართიათ. სახელმწიფო აუდიტი კი პროექტის ფარგლებში მიღებული სესხის აუთვისებლობის გამო, სასესხო ვალდებულების დაფარვისთვის გადახდილი თანხის არამიზნობრიობაზე საუბრობს.
ბათუმის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი 30 პროცენტით გაიზრდება. დღეს სოფლის ექიმის თვიური ანაზღაურება 500 ლარია, რომლის 33 პროცენტი სამედიცინო დოკუმენტაციის შეძენაზე, 10 პროცენტი კი კომუნალური ხარჯების დაფარვაზე იხარჯება.
ბათუმის მერიამ 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით რესტორინის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
„მოსამართლის შპარგალკა“, „მოსამართლის კონტროლის მექანიზმი“, „ეს მოსამართლის შეზღუდვაა“ – ასე აფასებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები და ყოფილი მოსამართლეები სახელმძღვანელოს, რომელიც უზენაეს სასამართლოში შექმნილმა საბჭომ შეადგინა და მოსამართლეებს რეკომენდაციის სახით დაეგზავნათ.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად დაასახელა. რას შესთავაზებს ის ბათუმელ ამომრჩეველს, როგორია მისი ხედვები ქალაქის განვითარებაზე და რატომ უნდა გააკეთოს ბათუმელმა ამომრჩეველმა არჩევანი მასზე – გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.
100-კაციანი იახტა – “Variety Voyager” ტრაპიზონის ნავსადგურიდან ბათუმის პორტში დღეს, 27 აპრილს, დილის შვიდ საათზე შემოვიდა. იახტაზე 62 მგზავრი იმყოფება. ისინი ორი დღის განმვლობაში ბათუმისა და ქუთაისის ღირსშესანიშაობებს დაათვალირებენ.
რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი წარადგინა.
<!** Image 2 align="left" alt="გიორგი ერმაკოვი" sub="გიორგი ერმაკოვი" width="300" height="768" >
ხვალ, 27 აპრილს, დილის 7 საათზე, ბათუმის პორტს 2014 წლის სეზონის პირველი საკრუიზო ხომალდი ეწვევა.
დღეს, ბათუმში დრამატული თეატრის წინ ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სოლიდარობის აქცია გამართეს. მათი განცხადებით ხელვაჩაურის საჯარო რეესტრის შვიდ თანამშრომელზე სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონოდ მიმდინარეობს, მათ შორის ერთი ქალია.
მოქალაქეები ბათუმში, ღამის საათებში გაადგილების პრობლემას უჩივიან. საღამოს ათი საათის შემდეგ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. შემოერთებულ ტერიტორიებზე კი ხშირად უფრო ადრე, ცხრა საათზე, ასრულებენ მუშაობას. ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის ხარისხსა და სამომავლო გეგმებზე „ბათუმელებს“ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი პაატა დუმბაძე ესაუბრა.
1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმელი სტუდენტები აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივაა.“
„საკრებულოს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია აქვს, ყველაფერი ცენტრში წყდება,“ – ამ პრეტენზიას ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხშირად უყენებდა. თვითმმართველობის უფუნქციობით შეწუხებული უმცირესობა ამჯერად ხელისუფლებაშია და თავს თვითმმართველობის ახალი კოდექსით იწონებს. არის თუ არა ამ კოდექსში ის მექანიზმი ჩადებული, რომელიც საკრებულოს ცენტრის ჩარევისგან დაიცავს. „ბათუმელებს“ კოდექსის ერთ-ერთი ავტორი დავით ლოსაბერიძე ესაუბრა.
2014 წლის მარტში ქვეყანაში 4 723 ერთეული ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მათ შორის 96,9 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3,1 – არასამეწარმეო.
27 აპრილს ბათუმში „კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელის“ მოხალისეები პოლიეთილენისა და ე.წ პლასტმასის ბოთლებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ აქციას გამართავენ.
2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 15 აპრილამდე ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი 262-ჯერ გამოაცხადა. აქედან 29 შემთხვევაში ტენდერი არ შედგა, 9 შემთხვევაში კი, სატენდერო კომისიამ ტენდერი სხვადასხვა მიზეზის გამო შეწყვიტა. შვიდჯერ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ანუ კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. გაფორმდა 199 ხელშეკრულება – აქედან 91 შემთხვევაში ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა. არადა, კონკურენტული გარემოს შექმნა სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
ფესტივალი რეზო კიკნაძის ლექციით გაიხსნა. ლექციის თემა იყო „კომპროვიზაცია” – “იმპროვიზაცია კომპოზიციაში და კომპოზიცია იმპროვიზაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი მიროტაძემ შეცვალა და ბრალდებულ ამზომველებს ხელვაჩურიდან გირაოს სახით თანხის გადახდა დააკისრა. ადვოკატის ირაკლი შავაძის ინფორმაციით, შვიდი ბრალდებულიდან ნაწილს 3-ათასლარიანი, ნაწილს კი 2-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს.
„ენერგოპრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის ინფორმაციით უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ბათუმის რამდენიმე უბანს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების
საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკით, ხვალ 26 მაისს:
ცესკომ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს უბნებზე დაკვირვების მიზნით დაინტერესებული მხარეებისთვის რეგისტრაციისა და აკრედიტაციის ვადები და პირობები გამოაცხადა.
ჯიფონის კინოფესტივალში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპზე გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულის იტალიაში გამგზავრებისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტს სამინისტრო უზრუნველყოფს.