საქართველოს მთვრობის მორიგი გადაწყვეტილებით „აჭარისწყალი ჯორჯიას“, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური ანაზღაურებით – 1 ლარად, 318 ათასი კვ/მ მიწის ფართობი გადაეცა.
ბათუმელები
საქართველოს მთვრობის მორიგი გადაწყვეტილებით „აჭარისწყალი ჯორჯიას“, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური ანაზღაურებით – 1 ლარად, 318 ათასი კვ/მ მიწის ფართობი გადაეცა.
აჭარის ტელევიზიის ორი წამყვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. თენგიზ აფხაზავას აჭარის ტელევიზიაზე ყოველკვირეული გადაცემა „ეკონომიკური სტრატეგია“ მიჰყავდა, ხოლო ნათია თავდგირიძეს „ერთი დღე სოფელში“.
თენგიზ აფხაზავა ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ იბრძოლებს, ნათია თავდგირიძე კი – პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზიდან“.
საერთაშორისო კამპანია “ევრომელანომის” ფარგლებში, კანის კიბოს და მელანომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით 19-დან 25 მაისამდე, საზღვაო ჰოსპიტალში ჩატარდება დერმატოლოგების და ონკოლოგების უფასო კონსულტაციები.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა მიეცა.
ბათუმში კინოთეატრ აპოლოში დღეს და ხვალ სამი ფილმის ნახვაა შესაძლებელი.
20 მაისს 13:00 საათზე, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ძმები ნობელების მუზეუმში უცნობი კოლექციის – „ბათუმის ისტორიის ახალი ჩარჩოები“, გამოფენას გეგმავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2007-2014 წლებში მუზეუმის მიერ შეძენილი თუ ნაჩუქარი ექსპონატები, რომლებიც მოგვითხრობენ ქალაქ ბათუმის, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.
„ეს ის მასალებია, რომლებიც უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, ამ კუთხით არის საინტერესო გამოფენა ბათუმის და ზოგადად, საქართველოს ისტორიის არაერთი საკითხის დაზუსტებისა და კვლევის თვალსაზრისით. ცალკეა წარმოდგენილი კომპანიების ,,ბრანობელისა’’ და ,,ატლას დიზელის’’ მოღვაწეობის ამსახველი ახალი მასალები, საგაზეთო თუ სხვა სახის რეკლამები“- აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
დღეს 19 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ, მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე განცხადება გააკეთა
დელეგაციას დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან ქორიძე უმასპინძლებს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ევგენი უდოდი, თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ პერეგუდოვი და თავმჯდომარის მრჩეველი ვალერია ბონდრენკო.
დღეს, 19 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კოალიციის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის და პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, კანდიდატები დამსახურების ნიშნით შეირჩა.
მაჟორიტარობის კანდიდატები:
ძველი ბათუმის უბანში კენჭს იყრის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი. რუსთაველის უბანზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი კობა ჩხეიძე იბრძოლებს, რომელიც ბოლოს აჭარის მთავრობაში მუშაობდა. ჯავახიშვილის უბანშიც „რესპუბლიკელი“ თემურ ყურაშვილია წარდგენილი. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. აღმაშენებლის ოლქში „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა სირაბიძეა წარდგენილი.
აეროპორტი-გონიო-კახაბერის ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიაზე კი ირაკლი მიქელაძე იბრძოლებს. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოლქში ვაჟა რამიშვილია წარდგენილი, ბაგრატიონის ოლქში – ექიმი თეიმურაზ ორაგველიძე, ბონი-გარადოკი-ბარცხანის ოლქში – იურისტი ლევან კინწურაშვილი, თამარის დასახლებაში კი „თავისუფალი დემოკრატების “ წევრი, ჯაბა ბერიძე. ურეხი-ხელვაჩაურის ბათუმზე შემოერთებულ ოლქში თემურ ბასილაძეა წარდგენილი.
ეს დაკითხვა გასულ კვირას გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას ისმენდა მოსამართლე დავით მამისეიშვილი, მონაწილეობდნენ: ადვოკატი – გიორგი ხიმშიაშვილი, პოლიციელი – თამაზ თეთრუაშვილი, განსასჯელი – ფირუზ წულუკიძე. სასამართლო სხდომას არ დასწრებია კიდევ ერთი განსასჯელი, რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი. მას რუსი სამართალდამცავები აფხაზეთში დიპლომატის მკვლელობისთვის ეძებენ. ლაკაევი, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოიპარა, ბათუმში პოლიციელის დაჭრას აღიარებს.
კოლხეთის ეროვნულ პარკში 40 ჰექტარი ბზის კორომია დაზიანებული, მტირალას ეროვნულ პარკში – 22 ჰექტარი, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე – 4 ჰექტარი, ხოლო იმერეთის მღვიმეთა დაცულ ტერიტორიაზე – 60 ჰექტარი. აღნიშნული მონაცემები „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს. კოლხური ბზა წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა, რომელიც ამ ეტაპზე ნადგურდება.
ამ წუთებში ხელვაჩაურში, 53 ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი ბათუმი-ხულოს მიმართულებით გზის გადაკეტვასაც აპირებენ
დღეს 17 მაისს, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ერმაკოვი, ფერიის ეკლესიაში წავიდა წირვაზე დასაწრებად. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალსტებს მერობის კანდიდატის თანაშემწემ მიაწოდა. დღის პირველი საათისთვის გიროგი ერმაკოვი ბათუმის საკათედრო ტაძარში მისვლასაც გეგმავს. მერობის კანდიდატს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა:
თვითმართველობის არჩევნებში მონაწილობისთვის, საარჩევნო სუბიექტებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაბამის საარჩევნო ოლქებში განაცხადის შეტანის ვადა ამოეწურათ.
აჭარის მაღალმთიანეთის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, გამგებლის კანდიდატები ამ დრომდე არ დარეგისტრირებულან.
18 მაისს, 13:00 საათზე, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განახლებული ექსპოზიციის გახსნა მოეწყობა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციამ პარტიული სიის ათეული წარადგინა.
17-18 მაისს, 14:00 საათზე ბათუმის დრამატული თეატრში ლიტერატურული კონკურსი – “ლექსების გამოფენა” გაიმართება.
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში აჭარაში ქირურგიული სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლის, ვალერიან მაქაცარიას დაბადებიდან 120 წლსთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო-სამეცნიერო სესია მიმდინარეობს.
ხვალ, ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება.
ახალი რესპულიკური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. პროექტის პირველადი მონაცემებით ახალი საავადმყოფო 160 საწოლიანი იქნება, პოლიკლინიკური ბლოკი კი ყოველდღიურად 800 ამბულატორიულ პაციენტზე იქნება გათვლილი.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილია, მეორე ნომრად კი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ჩაწერეს.
15 მაისს, ქედის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ხულოს, შუახევისა და ქედის შემოქმედებითი ჯგუფებისთვის, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მეორე ტურს გაიმართა.
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, აჭარაში არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის, საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობის კონკურსი გამოაცხადა.
დღეს ბათუმის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი დიასამიძე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის გადაცემას „შეუზღუდავ სივრცე“ სტუმრობდა. გადაცემაში ბათუმის მერობის კანდიდატმა თავის საარჩევნო პროგრამაზე, ქალაქში უნებართვოდ მშენებარე ეკლესიებზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაზე ისაუბრა.
ხვალ, 16 მაისს აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნიუს სკოტი ეწვევა. სკოტი გაეროს განვითარების პროგრამის სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნობა.
ბათუმში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამართა.
მახოს საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი სახელწოდებით „დავიწყებული წარსული“ გამართეს.
ბათუმში დღეს, 14 მაისს აბაშიძის ქუჩაზე ხე ცეცხლმა დააზიანა. ქალაქში ხეების დაწვის მიზეზებზე „ბათუმელები“ ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსს, ხუსეინ სირაბიძეს ესაუბრა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 91 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
მდინარე მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობამ საქართველო – საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე გაავრცელა.
ამ წუთებში ბათუმში, აბაშიძის გამზირზე ხეს ცეცხლი უკიდია.
2014 წლის 15 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები – ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოსა და ისრაელს შორის 2014 წლის 6 მარტიდან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში, ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ორი კი, მძიმედ დაშავდა. ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ ეკლესია უკანონოდ შენდებოდა. ვისთან უნდა შეთანხმებულიყო ეკლესიის მშენებლობა და ემორჩილებიან თუ არა სასულიერო პირები საპატრიარქოს მითითებებს? „ბათუმელების“ კითხვებს საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ კვანტალიანმა უპასუხა.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე, 69-ე კილომეტრიდან 77-ე კილომეტრამდე, გზის გაფართოებითი და მოასფალტებითი სამუშაოები მიმდინარეობს.