ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა. მაგალითად, ცენტრალურ ზონაში, ეს ფასი 22-23 პროცენტით მეტია ვიდრე გასულ, 2019 წელს. მაგალითად, თუ გასულ წელს 1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი, ცენტრალური ზონის I ქვეზონაში იყო 486 ლარი, წელს 594 ლარია. ქალაქის საკრებულომ მიწის ნორმატიული ფასის გაზრდის შესახებ დადგენილება 2020 წლის 25 თებერვალს მიიღო, რომელიც 28 თებერვლიდან …
Category Archives: მთიანი აჭარა
ქობულეთის 8 სოფელი, რომელთა გაზიფიცირებისთვის საჭირო ფასს ადგენენ
სკურა, ქაქუთი, აჭყვისთავი, ზენითი, მუხაესტატე, ალამბარი, წყავროკა და ლეღვა ქობულეთის იმ სოფლების ჩამონათვალია, რომელთა გაზიფიცირება იგეგმება. აღნიშნულ სოფლებში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო სამუშაოების სავარაუდო ფასის დასადგენად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ 2020 წლის 6 მარტის ჩათვლით, მიაწოდონ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. ამასთან, ამ სოფლების …
Continue reading “ქობულეთის 8 სოფელი, რომელთა გაზიფიცირებისთვის საჭირო ფასს ადგენენ”
კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი მოსაცდელს დაეცა და დაანგრია – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში
გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 29 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში. მოსახლეობის თქმით, მათ წლებია აწუხებთ კლდიდან ქვების ცვენა. მათივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, კლდიდან ჩამოვარდნილმა ქვამ, გზის პირას მდგარი მოსაცდელის შენობა დაანგრია. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაჩენილი ქვათაცვენის ახალი კერები კი, მთლიანად ხეობას უქმნის საფრთხეს. მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას, რათა მათ …
ქობულეთში მანქანა ტრაქტორს შეეჯახა, არიან დაშავებულები
დღეს, 29 თებერვალს, ქობულეთის სოფელ გვარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს ტრაქტორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ბათუმში ხვალ 22 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი აჭარაში
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 27 თებერვალს, ბათუმში და აჭარის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა +17-დან +22 გრადუსამდე მოიმატებს. 28-29 თებერვალს კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვაა მოსალოდნელი. დღეს, 26 თებერვალს, აჭარაში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 26 თებერვლის 21 საათიდან 27 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, …
Continue reading “ბათუმში ხვალ 22 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი აჭარაში”
1 კვადრატი 64 ლარად – სახელმწიფო ქობულეთში 2.5 ჰექტარ მიწას უპირობო აუქციონზე ყიდის
ქობულეთში, ზღვის სანაპიროდან 400 მეტრში მდებარე 25 547 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს სახელმწიფო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 1 630 000 ლარია [ანუ, 1 კვ/მ-ის ფასი დაახლოებით 64 ლარი], ხოლო ვაჭრობის ბიჯი – 2 ათასი ლარი. ქონების აღწერილობაში ნაკვეთის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილად მითითებულია – „სასტუმრო/დეველოპერული“. გასაყიდი ნაკვეთი ქალაქ ქობულეთში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებს …
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტების ნაწილზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხალა-გორგაძეები-როინიძეების მიმართულებით ახალი ხიდი აშენდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და პროექტის ღირებულება 24 180 ლარს შეადგენს. ასევე ქობულეთში ველისაძეები-ვანაძეები-ქაქუთის გზაზე 1,8 კმ იან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოებისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 780 780 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი …
Continue reading “აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”
გაუწმენდავი გზის გამო პაციენტი ციგით გადაჰყავთ – „აი, ეს არის ჩვენი მთავრობა“
აჭარის მაღალმთიან სოფლებში შიდა საუბნო გზებზე დიდთოვლობის გამო კვლავ პრობლემებია. ბოლო დღეებში იყო შემთხვევები, როცა პაციენტებამდე სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მივიდნენ და მოსახლეობამ მოქალაქეები სასწრაფომდე ხელით და ტრაქტორის დახმარებით მიიყვანა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის თითქმის ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და „ამ მხრივ პრობლემები არ არის“. „რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს …
Continue reading “გაუწმენდავი გზის გამო პაციენტი ციგით გადაჰყავთ – „აი, ეს არის ჩვენი მთავრობა“ “
ქობულეთში მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში დღეს, 23 თებერვალს, მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მთავარი ფოტო: სქრინი „ლეღვას“ ფეისბუქგვერდიდან
ვინ არის 33 წლის პედაგოგი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა ქობულეთში
მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. სწორედ მისი სახელობის მემორიალს მოაწყობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. მარიამი ამავე სოფლის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. მას 2 შვილი ჰყავდა. ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მარიამ კონცელიძე გასულ წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მან ბაღის ეზოსთან, ფერდობიდან დაგორებული ავტომანქანისგან ბავშვები …
აჭარაში 3 პროექტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება
„ოცნების ქალაქში“ კორპუსების, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლისა და ხულო-გოდერძის გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზედამხედველის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 824 000 ლარია. ამ თანხით სამინისტრო, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქში“] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, ბათუმში სახელოვნებო სკოლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის რევიზიის, ამავე ობიექტის …
რას ცვლის ახალი რეგულაციები ანუ მეთამბაქოების 2000 ლარით დაჯარიმება
ადგილობრივ თამბაქოზე რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, გლეხი თამბაქოს ვეღარ გაყიდის და ვალდებული იქნება მხოლოდ მეწარმეს ჩააბაროს. ასეთი მეწარმე კი, რომელსაც აქვს უფლება კანონიერად შეიძინოს თამბაქო, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთია. ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უკვე მივიდნენ მეთამბაქოებთან და გააფრთხილეს, რომ თუ აქციზის გარეშე ვაჭრობას გააგრძელებენ, თამბაქოსაც ჩამოართმევენ და 2000 ლარითაც დააჯარიმებენ. ახალი რეგულაციებით შეთავაზებული ფასი მეთამბაქოებისთვის …
Continue reading “რას ცვლის ახალი რეგულაციები ანუ მეთამბაქოების 2000 ლარით დაჯარიმება”
ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან 110-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან [„ტოდინთან“] გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. „მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან …
ქობულეთში, ციხისძირის ყოფილი რუსული სკოლის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე ყოფილი რუსული სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 17 თებერვალს შევიდა ძალაში. ბრძანების მიხედვით, ყოფილი რუსული სკოლის შენობა, რომელიც სოფელ ციხისძირში მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით [არქიტექტურულად] ღირებულ ობიექტად ჩაითვალა. შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ნაკვეთი [3303 კვ.მ …
Continue reading “ქობულეთში, ციხისძირის ყოფილი რუსული სკოლის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
რა შეცდომები დაუშვეს მდინარე აჭარისწყალთან დამცავი ჯებირების მოწყობისას
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის კასკადის მშენებლობის დროს გვირაბებიდან მიღებული ქანების სანაყაროების დამცავი ჯებირების რეაბილიტაციას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, დამცავი ჯებირების მოწყობისას დაშვებული იქნა ტექნოლოგიური შეცდომები. ხულოსა და შუახევის ტერიტორიებზე დაგეგმილია მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ 4 ადგილის გამაგრება, სადაც ეს ფუჭი ქანებია დაყრილი/განთავსებული. „აღნიშნული ფუჭი ქანების სანაყაროების პროექტები შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მაგრამ …
Continue reading “რა შეცდომები დაუშვეს მდინარე აჭარისწყალთან დამცავი ჯებირების მოწყობისას”
რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული განვითარებისა და …
დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოსა და შუახევს, შეფერხებაა ქედაშიც
დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიანად ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს. ხულოში დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. რა დრო დასჭირდება დაზიანების გამოსწორებას, უცნობია. „როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში გვითხრეს, უმოკლეს დროში აღადგენენ ელექტროენერგიას” – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა შუახევის მუნიციპალიტეტსაც. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური დილიდან მუშაობს ელექტროენერგიის აღდგენაზე. …
მეწყრის გამო მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ჩაიხერგა
ქედის სოფელ მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ წუთებში ჩახერგილია. გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება 9:00 საათზე შევიდა. „ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ამ წუთებში [9:40სთ.] ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას და დაიწყება გზის გაწმენდა,“ – გვითხრეს მერიაში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14 თებერვალს, „დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის …
Continue reading “მეწყრის გამო მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ჩაიხერგა”
ქედა-ხულოს მიმართულებით საავტომობილო გადაადგილებაში შეზღუდვებია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გადაადგილების კუთხით შეზღუდვაა ქედა-ხულოს მიმართულებით და მოძრაობა რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. ქედის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 60-80 სმ-მდეა, მაღალ სოფლებში კი – 1.5 მეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობაა შუახევსა და ხულოშიც. ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეწყდა
ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და დახმარების სხვა პროგრამები აჭარაში
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 30-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი, ჯამში, ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ნახეთ ინფორმაცია ვრცლად, სოციალური დაცვის რამდენიმე პროგრამის შესახებ: [gray_box]100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება[/gray_box] მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. [highlight color=”yellow”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: …
Continue reading “ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და დახმარების სხვა პროგრამები აჭარაში”
აჭარის მთიანეთში დენის მიწოდებაში შეზღუდვებია, აბონენტებს ეტაპობრივად ვრთავთ – კომპანია
აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად აღდგენილია დენის მიწოდება, შეზღუდვაა ხიხაძირისა და ღორჯომის ხეობებში, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. კომპანიის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტშიც უმეტეს ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ეტაპზე დაწყებულია ელექტროენერგიის მიწოდება შუახევში, სადაც, კომპანიის განცხადებით, ძლიერი თოვის გამო გადაადგილება გაძნელებულია. აქ დენის მიწოდებაში შეზღუდვებია დაბის ნაწილშიც. „მიუხედავად …
საჯარო ორგანიზაციები და პროგრამები აჭარაში, რომლებსაც აუდიტი 2020 წელს შეამოწმებს
აუდიტორული საქმიანობის 2020 წლის გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 39 შესაბამისობის [თემატური] აუდიტის ჩატარება განისაზღვრა, აქედან 6 აჭარაში: [checklist] ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარებისთვის“ 2019 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის“ პრიორიტეტისთვის 2019 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი; სსიპ …
ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია – დიდთოვლობა მთაში
აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობაა. დაბა ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე 80-სმ-მდეა, ხოლო ზოგიერთ სოფელში 1 მეტრს გადააჭარბა. ხულოში შექმნილი საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს. „ბათუმი-ხულოს ცენტრალური მაგისტრალი გაწმენდილია, იწმინდება გზა გოდერძის მიმართულებითაც, სადაც მაღალი გამავლობის ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება. იწმინდება შიდა გზებიც. გაწმენდა დილიდან დაიწყო და შუადღემდე ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდება. ზვავის შესახებ ინფორმაცია …
Continue reading “ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია – დიდთოვლობა მთაში”
859 კილოგრამი ოქრო და 18 ტონა ვერცხლი – საბადოზე ლიცენზიას 5 მილიონად ყიდიან
ქედისა და შუახევის ტერიტორიებზე მდებარე ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას წიაღის ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი – 5 მილიონი ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 500 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა კი – 1 მილიონ 200 ლარი. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 30 წელია, სალიცენზიო ფართობი კი – 11 ათას ჰექტარზე მეტი. ლიცენზიანტს უფლება ექნება მოიპოვოს …
Continue reading “859 კილოგრამი ოქრო და 18 ტონა ვერცხლი – საბადოზე ლიცენზიას 5 მილიონად ყიდიან”
ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, ბათუმში წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ; დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; დღის მეორე ნახევრიდან – დასავლეთის მიმართულების, ზოგან 17-22მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო; მთაში …
Continue reading “ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, ბათუმში წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი”
214 სკამში ქობულეთი 210 ათასამდე ლარს გადაიხდის
სანაპიროსთვის დეკორატიული საპარკე სკამების შესაძენად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. 214 სკამის შესაძენად 209 ათას 934 ლარია გამოყოფილი. გამარჯვებულმა საპარკე სკამები უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დადების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 11 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვალს შეწყდება. საპარკე სკამისთვის გამოყენებული მასალები და მახასიათებლები: გრანიტის ქვის გრანულების, სამშენებლო ინგრედიენტების, პლასტიფიკატორების, არმირების …
Continue reading “214 სკამში ქობულეთი 210 ათასამდე ლარს გადაიხდის”
თოვლის გამო აჭარის რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი ჩაიშალა
აჭარაში რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა, თუმცა თოვლის საფარის გამო ხულოს, ქედისა და შუახევის ზოგიერთ სოფელში შეფერხებულია გადაადგილება, რის გამოც მოსწავლეები ვერ გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის სკოლასა და საბავშვო ბაღში. მეორე დღეა ინტენსიურად წმენდენ გზებს, შეფერხდა სასწავლო პროცესი. ქედაში ამ დროისთვის მზიანი ამინდია, თუმცა ტემპერატურა -8 გრადუსია. თოვლის საფარი დაბაში 50 სმ-ია, მაღლობში კი – …
Continue reading “თოვლის გამო აჭარის რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი ჩაიშალა”
დენი ამ დროისთვის აჭარაში სრულად რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება – „ენერგო-პრო ჯორჯია“
აჭარის მთის სოფლებში თოვლის გამო რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 10 თებერვლის დღის 12 საათისთვის: „ელექტრომომარაგება პრაქტიკულად სრულად აღდგენილია მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ყველა აბონენტს მიწოდება ელექტროენერგია. ქედის მუნუციპალიტეტში კი, მცირე შეზღუდვებია, სოფელ ნამონასტრევში დენი არ მიეწოდება 3 ამბონენტს , სოფელ აგარაში 40 აბონენტს, ასევე მცირე შეზღუდვებია დოლოგნის ადმინისტრაციულ თემში, …
აჭარის ზღვისპირა ზოლში ღამით 0-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 10 თებერვლის 21 საათიდან 11 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით 2-7 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 7-12, დღისით 0- 5 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში – ღამით 15-20, დღისით 5-10 გრადუსი …
Continue reading “აჭარის ზღვისპირა ზოლში ღამით 0-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი”
ბათუმსა და აჭარის მთიანეთში სამშაბათიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 9 თებერვლის 21 საათიდან 10 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. დროგამოშვებით თოვა, ღამით ზოგან ძლიერი; მაღალ მთაში ზვავსაშიშროება, ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ღამით ზოგან ძლიერი: 20-25 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით 2-7 გრადუსი სითბო, …
Continue reading “ბათუმსა და აჭარის მთიანეთში სამშაბათიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი”
ქობულეთის მერიის სისუსტეები ბიუჯეტის დაგეგმვაში, ხარჯვასა და კონტროლში – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა 420 ათასი ლარი, თუმცა სრულად ვერ უზრუნველყო ამ თანხის ათვისება, „მაშინ როდესაც მოსაწყობია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას“. „2018 წელს მუნიციპალიტეტმა პროგრამული ბიუჯეტი დაგეგმა ისე, რომ ნათლად არ …
Continue reading “ქობულეთის მერიის სისუსტეები ბიუჯეტის დაგეგმვაში, ხარჯვასა და კონტროლში – აუდიტი”
ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1985 წელს დაბადებულ მ.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ – აცხადებს შსს. …
Continue reading “ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს”
2,3 მილიონი ლარი აქვთ, მაგრამ ახალშენში საბავშვო ბაღს მაინც ვერ აშენებენ
ხელვაჩაურის მერია მესამე წელია, რაც სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობას ვერ იწყებს. ბაღის მშენებლობაზე ტენდერი მერიამ ხელახლა გამოაცხადა – შეცვლილი პირობით და ნაკლებ ფასად. წინა ტენდერის შეწყვეტის მიზეზი კერძო კომპანიის საჩივარი გახდა, რომელიც დავების საბჭომ დააკმაყოფილა. შეწყვეტილ ტენდერში საწყისი ფასი 2 474 610 ლარი იყო, ერთ-ერთი პრეტენდენტი კი მერიას მშენებლობას 2 111 999 ლარად სთავაზობდა. …
Continue reading “2,3 მილიონი ლარი აქვთ, მაგრამ ახალშენში საბავშვო ბაღს მაინც ვერ აშენებენ”
ხუთი სოფლის გაზიფიცირებისთვის აჭარაში 3,2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
3 201 266 ლარია გამოყოფილი ხელვაჩაურის სოფლების: მახოს, სიმონეთის, ევგენიძეების, მაღლაკონის და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის გაზიფიცირებისთვის. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მახოსa და სიმონეთის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 700 688 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება კი 2020 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. …
Continue reading “ხუთი სოფლის გაზიფიცირებისთვის აჭარაში 3,2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება”
ღორჯომში სახლი დაიწვა
ხანძარი იყო დღეს, 6 თებერვალს, ხულოში, სოფელ ღორჯომში. დაიწვა ირემაძეების სახცოვრებელი ხის სახლი დამხმარე ნაგებობებთან ერთად. ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია და ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.
აჭარის მთაში გზებს მეორე დღეა თოვლისგან წმენდენ
აჭარის მაღალმთიანეთში გზებს მეორე დღეა თოვლის საფარისგან ასუფთავებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდაზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ყველა თემის გზა გახსნილია. შუახევში თოვლის საფარისგან გზებს 18 მიმართულებით ასუფთავებენ. ქედაში კი გაწმენდითი სამუშაოები 4 მიმართულებით მიმდინარეობს. აჭარის მაღალმთიანეთში გუშინწინ გათოვდა, გუშინ კი გამოიდარა, მაგრამ გზებზე დარჩენილი თოვლის საფარის გამო გზებზე …
Continue reading “აჭარის მთაში გზებს მეორე დღეა თოვლისგან წმენდენ”