მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

28.06.2021
საქართველოში კოვიდის 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

stopcov.ge-ზე 28 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი.

28 ივნისის დილის მდგომარეობით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 363 874, ბოლო 24 საათში – 352
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 350 466, ბოლო 24 საათში – 808
  • მათ შორის გარდაცვლილი სულ – 5 275, ბოლო 24 საათში – 9

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 074 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6102, PCR ტესტით – 7972

  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%
  • სულ აცრილია – 254 737, დღიურად აცრილია – 604
  • კარანტინის რეჟიმშია – 40
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 602
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 598

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარაში – 21, იმერეთში – 23, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 23, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107, მათგან: 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 466, აჭარაში – 154, იმერეთში – 287.

მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 41, იმერეთში -127.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164  პირი, მათგან თბილისში – 109, აჭარაში – 9, იმერეთში – 11.

598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 361 – თბილისში, 232- აჭარაში.

4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

28 ივნისის დილის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 2 413, პირი, აჭარაში – 571, იმერეთში – 1 058.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: