მთავარი,სიახლეები

დადასტურდა 5 381 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

15.01.2022
დადასტურდა 5 381 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

15 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 30 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 381 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 990 183 , ბოლო 24 საათში – 5 381
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 925 137 , ბოლო 24 საათში – 1 065
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 425 , ბოლო 24 საათში – 30
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 63 516, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 800, PCR ტესტით – 29 716
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,47%, ბოლო 14 დღის – 9,24%, ბოლო 7 დღის – 9,62%
  • სულ აცრილია – 2 603 603, დღიურად აცრილია – 5 631
  • კარანტინის რეჟიმში – 53
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 369
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 077

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა – 557, იმერეთი – 539, ქვემო ქართლი – 191, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 50 595 საიდანაც:

  • 4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 838, აჭარაში – 603, იმერეთში – 811.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 134, იმერეთში – 257.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი,  მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 50, იმერეთში – 24.

2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 279 – თბილისში, 557- აჭარაში.

44 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

17 იანვრიდან საქართველოში შემცირდება კოვიდინფიცირებულთა იზოლაციისა და კარანტინში ყოფნის ვადები.

ადამიანთა ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ მათ აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ ე.წ. სწრაფი ტესტი ვირუსის არსებობას არ ადასტურებს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სიმპტომები გვაქვს, მაგრამ კოვიდზე ტესტი უარყოფითია?

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: