მთავარი,სიახლეები

სამინისტრო: არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება და მიღება გაგრძელდება

04.01.2019
სამინისტრო: არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება და მიღება გაგრძელდება

ინფორმაციას, რომ აჭარაში არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან შეწყდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ ადასტურებენ. „არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება იმავე პირობებით, როგორც გასული წლის ბოლოს იყო, გაგრძელდება და პარალელურად მისი მიღება შეუზღუდავი რაოდენობით იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პროდუქტი არ ამოიწურება“, – განაცხადეს სამინისტროში.

რამდენიმე ფერმერმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შეწყვეტაზე გააფრთხილეს და, შესაბამისად იმაზეც, რომ საწარმო მანდარინს აღარ ჩაიბარებს: „ქობულეთში მდებარე საწარმოში კი კვლავ დიდი რიგია, მანდარინით დატვირთული მანქანების“.

„რიგები, ბუნებრივია იქნება, თუმცა ყველას მიეცემა შესაძლებლობა ჩააბაროს არასტანდარტული მანდარინი. ამ დროისთვის ასეთ მანდარინს იბარებს Giam group-ი, ხოლო უახლოეს დღეებში არასამეწარმეო მანდარინის მიღებას განაახლებს მეორე საწარმოც – TCF Georgia. 2019 წლის 4 იანვრის მდგომარეობით მიღებულია 10 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი, ხოლო 27 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინი ექსპორტირებულია“, – გვითხრეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.

———–

გასული წლის 29 დეკემბერს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „2018 წელს არასამეწარმეო ციტრუსი ამოიწურა“. ერთი დღით ადრე კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ „პრობლემა გადაჭრილია“,  მიუხედავად იმისა, ამ დრომდე ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების მსურველთა უწყვეტი რიგია და მეციტრუსეები დღეების განმავლობაში ელიან კილოგრამი მანდარინის 20 თეთრად ჩაბარებას.

ამ თემაზე:

რატომ ვერ ყიდიან ქობულეთელები მანდარინს

მთავარი ფოტო: ციტრუსის მიმღები საწარმო / 30.12.2018 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: