მთავარი,სიახლეები

დღეიდან აჭარაში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

04.01.2019
დღეიდან აჭარაში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 4 იანვარის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში თოვა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 2-7 ,დღისით 8-13 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

რაც შეეხება ზღვის სანაპირო ზოლს – იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. მოსალოდნელია წვიმა; ზღვაზე ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე 7-12დმ [2-3 ბალი],ზღვის წყლის ტემპერატურა 9.2 გრადუსი.

5 და 6 იანვარს სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი თოვა. წინასწარი პროგნოზით აჭარის მაღალმთიანეთში 6 იანვარს დღისით გამოიდარებს, თუმცა 7 იანვარს ისევ გათოვდება.

სინოპტიკოსები, გაძლიერებული ანტიციკლონების გამო, უახლოეს დღეებში სანაპირო ზოლში თოვლს არ ელოდებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: