მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურება

03.01.2019
ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურება

ხულოში, შუახევსა და ქედაში, შესაბამისად, 16, 17 და 18 იანვარს, გადასახადების გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის RS CAR [მიკროავტობუსი] ადგილზე მოემსახურება.

სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით, რითაც „გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება“.

აჭარის მაღალმთიანეთში RS CAR-ის სერვისით სარგებლობა შემდეგ დღეებსა და ადგილებში იქნება შესაძლებელი:

[checklist]

  • ხულო – 16.01.2019, გამგეობის შენობის წინ, 10:00-17:00 სთ.
  • შუახევი – 17.01.2019, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია, 10:00-17:00 სთ.
  • ქედა – 18.01.2019, დაბას ცენტრი, 10:00-17:00 სთ.

[/checklist]

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 – 31 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს ქვეყნის მასშტაბით 25 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

მთავარი ფოტო: მოძრავი სერვისცენტრი ქედაში /ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: