Batumelebi | მისამართები აჭარაში, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება დაგროვებითი პენსიიდან გასვლაზე მისამართები აჭარაში, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება დაგროვებითი პენსიიდან გასვლაზე – Batumelebi

მისამართები აჭარაში, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება დაგროვებითი პენსიიდან გასვლაზე

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40  ან მეტი წლის. თუ პირს 40 წელი 2018 წლის 7 აგვისტოს ან შემდეგ შეუსრულდა, მას საპენსიო სქემიდან გამოსვლის უფლება კანონით აღარ აქვს. 

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია თბილისი, ყიფშიძის 7ბ, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: http://ssa.gov.ge/index.php სამუშაო საათებია: 9-დან 18 საათამდე.

აჭარაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალების მისამართები, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მივიდეს პირადად და დაწეროს განცხადება სქემიდან გამოსვლაზე:
  • სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი. მისამართი: ქალაქი ბათუმი, ტაბიძის ქ. N2ა. ტელ: (0422)  24 01 78; 24 01 85; 24 01 86; 24 01 75, ცხელი ხაზი: 1505
  • სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება. მისამართი: ქობულეთი, თავისუფლების ქ. №13; ტელ: (0 426) 26 69 25; 26 67 18; 26 67 16
  • სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილება. მისამართი: ბათუმი, დიდაჭარის 23; ტელ: 25 83 50; 25 83 51;
  • სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილება. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. №1; ტელ: (0 425) 25 00 24; 25 00 68.
  • სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილება. მისამართი: დაბა შუახევი,  რუსთაველის ქ. №25; ტელ: (0 424) 26 00 18; 26 00 87.
  • სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება. მისამართი: დაბა ხულო, ტბ. აბუსერიძის ქ. N5;

დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად [სქემის დატოვების თაობაზე] გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვებთ სქემას, რჩებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და ამ სქემიდან ვეღარ გამოხვალთ.

განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზეც.

როდის იწყება სამთვიანი პერიოდის ათვლა? დაგიბრუნდებათ თუ არა საპენსიო ანგარიშზე ამ სამ თვეში გადარიცხული თანხა და როგორ გავიგოთ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვისა და გასვლის თარიღები? – ამის გასაგებად გადადით ბმულზე:

როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com