გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში იქნება:
- დღისით: 26 – 31 გრადუსი,
- ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში მოსალოდნელია:
- დღისით: 27 – 33 გრადუსი,
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო;
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-2 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.