გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.
სამშაბათს, 25 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი,
- ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო;
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი,
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო.
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსი; ტალღის სიმაღლე კი, 7-12 დმ (2-3 ბალი) იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 26 და 27 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.