მთავარი,სიახლეები

აშშ: შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლების მანევრებმა ჩვენს ბომბდამშენს საფრთხე შეუქმნეს

30.08.2020
აშშ: შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლების მანევრებმა ჩვენს ბომბდამშენს საფრთხე შეუქმნეს

ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა პარასკევს, 28 აგვისტოს, შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო წყლებში, აშშ-ს საჰაერო ძალების B-52 ბომბდამშენი „არაუსაფრთხოდ, არაპროფესიონალურად“ გადაუღობა გზა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს, ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით. 

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსმა პილოტებმა B-52-ს  ორჯერ შეუქმნეს საავარიო სიტუაცია, რამაც ტურბულენტობა გამოიწვია და  B-52-ის პილოტებს შეუზღუდა მანევრირების საშუალება. 

„მსგავსი ქმედებები ზრდის შეჯახების რისკს, არ შეესაბამება საერთაშორისო ფრენების წესებს,“ –  ნათქვამია გენერალ ჯეფ ჰარიგანის განცხადებაში. 

„ჩვენ ველით, რომ ისინი მოიქცევიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინციდენტების პრევენციისათვის,” – ნათქვამია ჯეფ ჰარიგანის განცხადებაში. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: