მთავარი,სიახლეები

რა საკვები პროდუქტები დაურიგეს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აჭარაში

16.04.2020
რა საკვები პროდუქტები დაურიგეს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აჭარაში

აჭარაში ოთხი სკოლა-პანსიონი არსებობს, სადაც ამჟამად კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, მოსწავლეები კი, რომლებიც ამ პანსიონებში ცხოვრობდნენ, თავიანთ ოჯახებში იმყოფებიან.

„ბათუმელებმა“ ჰკითხა აჭარის განათლების სამინისტროს, ხომ არ აპირებდნენ პანსიონის მოსწავლეებისთვის სასურსათო კალათის სახლში გაგზავნას, რადგანაც სწავლა შეწყდა.

თავდაპირველად სამინისტროში გვითხრეს, რომ სკოლა-პანსიონებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები სწავლობენ და ეს ოჯახები ისედაც იღებენ სახელმწიფო შემწეობას, ამიტომ ისინი დამატებით სასურსათო დახმარებას ვერ მიიღებდნენ.

თუმცა დღეს, 16 აპრილს, აჭარის განათლების სამინისტრომ სკოლა-პანსიონებში რეგისტრირებულ მოსწავლეებს სასურსათო კალათა გადასცა.

სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული სასურსათო კალათას შემადგენლობა ერთ ბავშვზე ასეთია:

ხორბლის ფქვილი  – 10 კგ, კისელი (185გრ) – 4 ცალი, მანანის ბურღული – 1კგ, ზეთი – 1 ლიტრი, ბრინჯი, წიწიბურა,  მაკარონი – 1კგ და საკონდიტრო ნაწარმი – 1 კგ. ასევე, მარილი და შაქარი – 1 კგ, ერთი შეკვრა ჩაი და 3 ქილა (0,370გ) შესქელებული რძე.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში საპანსიონო მომსახურებით ამჟამად 253 მოსწავლე სარგებლობს. სასურსათო კალათაში არსებული პროდუქტი ორ თვეზეა გათვალისწინებული.

„ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ბავშვები მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ობლები და მარტოხელა დედის შვილები,“ – განაცხადეს სამინისტროში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: