განათლება,მთავარი,სიახლეები

გამოცდაზე არ დაიშვებიან კოვიდით ინფიცირებული მაგისტრანტობის კანდიდატები – მინისტრის ბრძანება

29.06.2021
გამოცდაზე არ დაიშვებიან კოვიდით ინფიცირებული მაგისტრანტობის კანდიდატები – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის ბრძანებით, მაგისტრანტობის კანდიდატები, რომელთაც გამოცდის დღისთვის დადასტურებული ექნებათ COVID 19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან.

ამავე ბრძანებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მაგისტრანტობის კანდიდატებს დამატებით ჩაუტაროს ტესტირება საერთო სამაგისტრო გამოცდის იმ ნაწილში (ნაწილებში), რომელსაც ისინი ვერ დაესწრნენ COVID 19-ის ინფექციის დადასტურების გამო.

ცენტრი ასევე უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს მაგისტრანტობის კანდიდატთა თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

„საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია დაცული ფორმით ყოველდღიურად მიიღოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ მაგისტრანტობის კანდიდატს დაუდასტურდა COVID 19-ის ინფექცია საერთო სამაგისტრო გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში.

ცენტრი უზრუნველყოფს იმ მაგისტრანტობის კანდიდატის მონაწილეობას დამატებით გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე,  დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში წერია, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ცენტრში უნდა წარადგინოს შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

„თუ მაგისტრანტობის კანდიდატს კოვიდით ინფიცირებამდე ჩაბარებული აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მხოლოდ ნაწილი, ცენტრი უზრუნველყოფს მისთვის მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის დარჩენილი ნაწილის/ნაწილების ჩატარებას.

დამატებითი გამოცდისას გამოყენებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება“, – წერია მინისტრის ბრძანებაში.

ამავე წყაროს მიხედვით, მაგისტრანტობის კანდიდატისათვის COVID19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას.

„ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება“.

_______________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: