მთავარი,სიახლეები

200 ლარს მიიღებს ყველა პენსიონერი, ვინც იანვრამდე აიცრება – ღარიბაშვილი

08.11.2021
200 ლარს მიიღებს ყველა პენსიონერი, ვინც იანვრამდე აიცრება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ  ვაქცინაციის წახალისების  გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ფულადი წახალისება პენსიონერი მოქალაქეებისთვის.

„დღეიდან 200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს.

დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო დღეებში საქართველოში კოვიდის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვაქცინაციის დონე კი იკლებს. იზრდება კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობაც – დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოში 74 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: