მთავარი,სიახლეები

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ბინებს წლის ბოლომდე მიიღებენ – მთავრობა

24.01.2022
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ბინებს წლის ბოლომდე მიიღებენ – მთავრობა

„დევნილ ოჯახებს ორი ალტერნატივა აქვთ – ან თვითონ შეარჩიონ შესასყიდი საცხოვრებელი ბინა ქალაქის ტერიტორიაზე 500 დოლარის ეკვივალენტი ლარში ან დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და მანამდე მათ სააგენტო ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს – განაცხადა დღეს 24 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, სანატორიულ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ბინებს წელს, წლის ბოლომდე მიიღებენ.

ამავე სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, განაცხადა, რომ  სხვადასხვა ქალაქში შერჩეულია მიწები, სადაც დევნილებისთვის ბინები აშენდება.

„თბილისში, რუსთავში და ასევე სხვადასხვა ქალაქში შევარჩიეთ მიწები და  პარალელურად გვაქვს მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიებთან ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების კუთხით. რადგან „ქართლში“ ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ჩვენ მოვიძიეთ 200-მდე ბინა და წლის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ ამ მოსახლეობას“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, „დევნილების სააგენტომ“ მოიძია ბინები, სადაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ დევნილებს ქირით გასვლას შესთავაზებენ.

16 იანვარს “ქართლში” მცხოვრებმა 52 წლის კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა, თავი მოიკლა. ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ მან ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად გადადგა, რადგან „ქართლი“ ცხოვრებისთვის შეუსაბამოა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: