Batumelebi | სკოლებს შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზონ – გაბუნია სკოლებს შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზონ – გაბუნია – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

სკოლებს შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზონ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები.

„სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ სასკოლო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, ჩვენი შეფასებით, მათ აქვთ მზაობაც, რადგან პანდემიური ტალღის არაერთი ეტაპი გაიარეს, იციან როგორ მოიქცნენ ინფიცირების გამოვლინების შემთხვევაში.

სკოლების უმრავლესობას კი ძალიან მარტივად შეუძლია გამოიყენოს მოქნილი მექანიზმი და შესთავაზონ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სკოლის პერსონალის 70 პროცენტზე მეტი  ვაქცინირებულია, „თუმცა ვაქცინაციის გაზრდის მიზნით მუშაობა გრძელდება.“

დღეს, 18 იანვარს, ქვეყანაში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. აქედან, ათასზე მეტი შემთხვევა კორონავირუსის ახალი შტამი – ომიკრონია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com