დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის გამოცდებისთვის სულ 80 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა.
მათ შორის:
- ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრატობის კანდიდატმა გაიარა;
- მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან.
10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრატობის კანდიდატები 21-22 ივლისს ჩააბარებენ.