ხვალ, 25 თებერვალს, ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული, მუზეუმში დაცული მასალების გამოფენა გაიმართება.
მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ფონდებში დაცული მასალები და ფოტოები, არამედ გაზეთები და ექსპონატები. ჩატარდება ლექციები საბჭოთა ოკუპაციის შესახებ.
გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.