აჭარის მთის სოფლების უმეტესობას მეორე დღეა შუქი არ მიეწოდება

მეორე დღეა უშუქოდ არის დარჩენილი აჭარის მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აჭარის მთაში უმეტესობას ელექტროენერგიაუ უკვე მიეწოდება, თუმცა ადგილზე პირიქით გვითხრეს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შუქი ამ დრომდე არ აქვს. „ეტაპობრივად მიმდინარეობს ელექტროენერგიის ჩართვის სამუშაოები,“ – ამბობს ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე. ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხულოში დაახლოებით 5 ათას აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია [ხულოში …

ბათუმში შტორმმა პირსის ნაწილი წაიღო

ბათუმში ზღვამ პირსის ნაწილი დაშალა. პირსი ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა. შტორმის დროს პირსის შუა ნაწილი ჩაიშალა. დაზიანებულია იქვე მდებარე რესტორნის შენობაც. ბათუმში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. პირსი სწორედ შტორმის შედეგად ჩამოიშალა.   ბათუმში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებად წვიმდა.

„აქ ხალხს სცემენ“ – აქცია ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან

„აქ ხალხს სცემენ“, `არა პოლიციურ რეჟიმს“, „აქ არიან ჯალათები“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან საპროტესტო აქცია „ლელოს“ წევრებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ რეაგირებას პოლიციის შენობაში პოლიციელთა მიერ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე, რაზეც მოქალაქეები ჰყვებიან. 2 დღის წინ, 20 დეკემბერს, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების პოლიციელები ფიზიკურ ძალადობაში ჟურნალისტებმა – გიორგი …

ექსპორტი საქართველოდან: ჩინეთი პირველ ადგილზეა, რუსეთი – მეორეზე, თურქეთი – მესამეზე

„იმპორტშიც გაზრდილია იგივე მონაცემები, რაც ექსპორტში, ანუ რაც გაგვაქვს საზღვარგარეთ, შემოტანილია საქართველოში,“ – გვითხრა ეკონომისტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რატომ არ აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები? ეკონომისტი განმარტავს, რომ იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელია მაღალი და ადგილობრივი წარმოება ისევ ვერ ვითარდება. ეს მთავარი მიზეზებია, რის გამოც ექსპორტის ზრდას ადამიანები საკუთარ ჯიბეებზე …

შუახევში სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

დღეს, 22 დეკემბერს, შუახევში თოვის გამო სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. ამ დრომდე აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. გზები ჩაიკეტა და სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ხულოშიც. შუახევის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 30 – 40 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში – 60 – 80 სანტიმეტრი. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ინტენსიურად წმენდენ სოფლებთან მისასვლელ გზებს, ხოლო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე …

ხულოში გზები ჩაკეტილია, გაითიშა შუქი – თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრზე მეტია

დღეს, 22 დეკემბერს, ხულოში გზები ჩაკეტილია, დაბა და ხულოს სოფლები შუქის გარეშეა დარჩენილი. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, დაწყებულია გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე მიმართულებით მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია. „ამ დროისთვის თითქმის ყველგან არის შეფერხება, მაგრამ მალე აღდგება… გზების გაწმენდა დამოკიდებულია თოვაზე, ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ამ მონაცემებით 2 – 3 საათში უნდა …

რატომ არ სრულდება ბათუმის მე-6 განყოფილებაში მოქალაქეების ცემაზე დაწყებული გამოძიება

„გამოძიება ყოველთვის იწყება მსგავს შემთხვევებში, მაგრამ არანაირი შედეგი არ დგება, პასუხისმგებლობის დაკისრება არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად ახალისებს მსგავს საქციელს პოლიციელების მხრიდან,“ – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასება შემთხვევებზე, როცა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე გამოძიება მხოლოდ იწყება და აღარ სრულდება. გუშინ, 20 დეკემბერს, უკვე მესამე გამოძიება დაიწყო ბათუმის …

მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა სააპელაციოშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა სახურავზე

ბათუმის მერიის მეზობლად მცხოვრებმა ნანა ბერიძემ მერიას სასამართლო დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. დავის საგანი კომპანია „ვიონი საქართველოს“ [ბილაინი] ანტენაა, რომელიც იმ კორპუსის სახურავზეა განთავსებული, სადაც ნანა ბერიძე ცხოვრობს. კომპანიამ ფარნავაზ მეფის 77-ში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები მესაკუთრისგან ბინა იქირავა და სახურავზე ანტენა დაამონტაჟა. ნანა ბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ბათუმის …

სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად

აჭარაში ციტრუსის კრეფის სეზონი მთავრდება. მეციტრუსეების თქმით, მანდარინის საშუალო ფასი ადგილზე დაახლოებით 70-80 თეთრია და ინფლაციის მიუხედავად, ციტრუსის ფასი არ გაზრდილა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარიდან ექსპორტზე გაიტანეს 32 081 ტონა მანდარინი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ბაზრების ჩამონათვალს, სიის სათავეში ისევ ტრადიციული ბაზრებია: რუსეთი, …

53 გარდაცვლილი და კოვიდის 3282 ახალი შემთხვევა – 21 დეკემბერი

21 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 3282 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი. აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარაში – 272, იმერეთში – 532, ქვემო ქართლში – 121, შიდა ქართლში – 256, გურიაში – 122, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 252, კახეთში –162, მცხეთა-მთიანეთში -76, …

„პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს“ – ბათუმელი ჟურნალისტები

„ბათუმში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს,“ – ამბობენ ჟურნალისტები გიორგი არობელიძე და რატი რატიანი. ისინი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჟურნალისტების თქმით, დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ეს ინციდენტი ბარ „ადგილის“ წინ მოხდა. ეს ბარი იმ შენობაშია რუსთაველის ქუჩაზე, სადაც პოლიციის განყოფილებაცაა. გიორგი არობელიძე ამბობს, რომ ბარის წინ იდგა მეგობრებთან ერთად, როცა …

რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები

„ძალიან ძვირი და შრომატევადია“ – ამ არგუმენტით მერია ქვაფენილს ბათუმის ქუჩებში ასფალტის საფარით ცვლის. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ამ სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. „ეს არ არის სერიოზული ხარჯი ამ ფართობისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი ბერიძე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი. ის განმარტავს, რომ ქვაფენილს გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე აყრიან, ასევე …

რა შეიცვალა სოცმუშაკებისთვის გაფიცვის შემდეგ – კვლევის შედეგი

„სოციალურ მუშაკებს, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ საკუთარი ხელფასიდან უწევთ ოჯახებში განსახორციელებელი ვიზიტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება,“ – აღნიშნულია კვლევაში „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება“. ეს კვლევა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ“ მოამზადა ევროკავშირის მხარდაჭერით. კვლევა აღწერს იმას, თუ რამდენად შეიცვალა სოცმუშაკების სამუშაო გარემო. სოცმუშაკები 2019 წელს გაიფიცნენ და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ მათ …

გამოძიება დაიწყო საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გაიგეს

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში საქმე ორი თვის წინ მოიგო და „პლაგიატის საქმეზე“ ვაჟა ანანიძე დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ სამსახურში, ამ დრომდე საზღვაო აკადემია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. საგამოძიებო ორგანოში მოისმინეს მხარეთა ჩვენებები, თუმცა 7 ოქტომბერს მიღებული სასამართლოს …

45 გარდაცვლილი და კოვიდის 1296 ახალი შემთხვევა – 20 დეკემბერი

20 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი. 19 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.39%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარაში – 122, იმერეთში – 197, ქვემო …

რას ჰყვება ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრები – „სახლი წავიდა წინ და…“

„ეს სარეცხი ჩემი ბინის აივნიდან 8 ოქტომბერს გავფინე… არ ჩამომიხსნია, ნელ-ნელა თავისით ჩამოიყარა…“ – გვიყვება ელენე აბაიშვილი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 8 ოქტომბრის დილას სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუპა. კორპუსის ნგრევის დროს ელენეს ბავშვს იმ კედელთან მიდგმულ საწოლზე ეძინა, რომლის მეორე მხარესაც დედა ორ ბავშვთან ერთად დაიღუპა. „ეზოში როცა …

დაიღუპა 1 კაცი – ქობულეთში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხევში, ავტომანქანა გადავარდა. ავარიის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიღუპა მგზავრი. „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გვითხრეს, რომ დაშავებულს დაზიანებები აქვს თავის არეში, ემერჯენსის განყოფილებაშია მოთავსებული და უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება.

53 გარდაცვლილი და კოვიდის 2979 ახალი შემთხვევა – 17 დეკემბერი

17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 2979 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი. აჭარის რეგიონში გამოვლინდა კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ის ინფორმაცით, თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, იმერეთში – 493, ქვემო ქართლში – 135, შიდა ქართლში – 207, გურიაში – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 184, კახეთში – 137, მცხეთა-მთიანეთში – 81, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –20.  

ნათია კაპანაძე მოსამართლეს: „ისევ ვაპირებ მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“

„იქნებ, სხვა კუთხით შეხედოთ,“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის ბორდის ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა იმედაშვილს, რომელმაც დღეს, 15 დეკემბერს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორის – ნათია კაპანაძის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი თანამშრომლებთან კომუნიკაცია იყო. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის 17 მიზეზიდან ერთ-ერთი სწორედ კომუნიკაციის პრობლემა დაასახელა მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის აპრილში …

შსს-ს თქმით, წელს ქრთამის აღების ფაქტები შემცირდა, სამსახურებრივი სიყალბე კი – გაიზარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 111.76 პროცენტით გაიზარდა საქართველოში სამსახურებრივი სიყალბის მაჩვენებელი. წელს, ოქტომბრის ჩათვლით, 36 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის კუთხით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 17 საქმე იყო ასეთი. მთლიანობაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი [სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლიდან 342-ე მუხლის ჩათვლით] გაზრდილია 8.3 პროცენტით. მაგალითად, გაზრდილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების რაოდენობაც: …

წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს

სრულწლოვანი პირების შემთხვევაში გაუპატიურების მაჩვენებელი საქართველოში 42 პროცენტით გაიზარდა. საუბარია ოფიციალურ სტატისტიკაზე პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. დანაშაულის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს გაუპატიურების 142 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს – 100. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეჯამებული სახით აქვეყნებს ინფორმაციას სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ …

ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს. უცნობია, როდემდე იქნება ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნას არ ჩქარობს. 2016 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იყო. ის სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. აგვისტოდან სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე დავით კეკენაძე ასრულებდა, რომელიც უკვე …

ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა

„დავა იყო ქონებაზე, კომერციული ფართობის დათმობას ითხოვდა, რაც ღირდა კვადრატული მეტრი 2 ათასი დოლარი, ის დამითმე 500 დოლარადო…“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე, რომელმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მუქარის შემთხვევაზე. ბიზნესმენის თქმით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოადგილე მას იარაღით დაემუქრა. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. მუქარის სავარაუდო შემთხვევა დღეს, 10 დეკემბერს, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. „დამინახა …

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი იარაღით დაემუქრა – გამოძიება დაიწყო

გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევაზე, რაზეც ბათუმელი ბიზნესმენი, მერაბ ფარტენაძე საუბრობს. ბიზნესმენის თქმით, მას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა. ბიზნესმენი ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზეა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა …

მოსამართლემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს სხდომისას აქციაზე დაკავებულ 4 პირს

მოსამართლე სალიხ შაინიძემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დროს დაკავებულ ოთხივე პირს. 26 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე 4 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეული იყო. „მოსამართლის გადაწყვეტილება ლმობიერი იყო,“ – ამბობს გია ხალვაში, რომელიც აქციაზე …

პატრიარქმა აშშ-ს ელჩს მადლობა გადაუხადა კულტურის ძეგლების აღდგენისთვის

დღეს, 9 დეკემბერს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული …

ქუთაისმა გააუქმა ბათუმელი მოსამართლის გადაწყვეტილება – გორგაძე გაამართლეს

„სახეზეა ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში“, – ასე შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა თემურ გორგაძის სუსის შენობასთან დაკავება და შემდეგ მისთვის 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძე გაამართლა და გააუქმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება. თემურ გორგაძემ სასჯელი სრულად მოიხადა – ის 5 დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის …

უზბეკმა მძღოლმა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივლა

უზბეკეთის მოქალაქე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ინომჯონ ბუვამირზაევი ითხოვს, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღების შესაძლებლობა მისცენ, რადგანაც ის ბათუმში მომხდარ ავტოავარიის შემთხვევაზე ბრალდებულია, ხოლო ჩანაწერში ჩანს, რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტოავარიისას მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ორი დაიღუპა. უზბეკეთის მოქალაქე, რომელიც ტრაილერს მართავდა, წინასწარ პატიმრობაშია. უზბეკეთის მოქალაქე საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო …

ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი დახოცა და თავი მოიკლა

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას ჭარნალში ხელვაჩაურის მერის რწმუნებული ადასტურებს. მეზობლების თქმით, კაცის დედამ და მეორე შვილმა – გოგომ გაქცევა მოასწრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივების თქმით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო …

63 გარდაცვლილი და კოვიდის 3562 ახალი შემთხვევა – 9 დეკემბერი

9 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3562 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარაში – 215, იმერეთში – 602, ქვემო ქართლში – 193, შიდა ქართლში – 300, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 253, კახეთში – 159, მცხეთა-მთიანეთში – 89, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33. …

53 გარდაცვლილი და კოვიდის 4226 ახალი შემთხვევა – 8 დეკემბერი

8 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარაში – 205, იმერეთში – 635, ქვემო ქართლში – 250, შიდა ქართლში – 366, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 316, კახეთში – 169, მცხეთა-მთიანეთში – 92, სამცხე-ჯავახეთში – 235, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 51. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების …

ჩემი შვილის მამა ხელფასს ხელზე იღებს, ალიმენტი რომ არ გადაიხადოს – ქალი

„ხელფასსაც ხელზე იღებს, ალიმენტი რომ არ გადაიხადოს“, – მოგვწერა ბათუმში მცხოვრებმა ქალმა გიული გ.-მ, რომელსაც 4 წლის შვილი ჰყავს, ხოლო მისი ყოფილი ქმარი ალიმენტის თანხას არ იხდის. გიული გამოეხმაურა „ბათუმელებში“ 4 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიას – „4-წლიანი დავა ალიმენტზე დასრულდა, მაგრამ ბავშვებს მაინც არაფერი შეხვდათ“. „ანალოგიური ისტორია მაქვს საკუთარ თავზე“, – გვიხსნის გიული გ.-მ. – „2018 …

ვაპირებთ, გადავკეტოთ „გოდერძის“ გზა – საპროტესტო აქცია ხულოში

„ვაპირებთ, გადავკეტოთ კურორტ „გოდერძის“ გზა, რადგან გზა ძალიან დაზიანებულია, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს,“ – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე. ის და გზისპირას მცხოვრები სხვა ოჯახები დღეს, 6 დეკემბერს, საპროტესტო აქციას სოფელ დანისპარაულში მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ხულოდან „გოდერძამდე“ გადაადგილება მას შემდეგ გართულდა, რაც ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზას განსაკუთრებით მძიმეწონიანი …

ქვის მაგიდა და 2 სკამი პარკში 6500 ლარად – კიდევ რა იყიდა ბათუმის მერიამ 1 მილიონად

რატომ ჩათვალა ბათუმის მერიამ, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკს ქვის ახალი სკამები სჭირდებოდა და ბათუმელებს მოეწონებოდათ ის დიზაინი, რაც მერიამ ერთპიროვნულად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეარჩია? – კითხვა 3 დეკემბერს, ბათუმის მერიაში უპასუხოდ დატოვეს. ბათუმის მერიამ ცენტრალური პარკისთვის ახალი ინვენტარის შესაძენად 1 მილიონ ლარამდე, ზუსტად კი, 997 600 ლარი დახარჯა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულიც …

„ბულვარი უნიკალური და ყველაფრის ფასად დასაცავია“ – ინტერვიუ ნორვეგიის ელჩთან

„მომავალი გვკარნახობს, რომ უნდა გამოვნახოთ ცხოვრებისა და შენების ბევრად უფრო მდგრადი გზა, რაც ალბათ ითვალისწინებს არა მრავალსართულიან შენობებს, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეებს,“ – აღნიშნა ინტერვიუს დროს ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენმა. მას სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად ვკითხეთ ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით ნორვეგიულ გამოცდილებაზე, ასევე ნიუსრუმიდან დავანახეთ ბათუმის ბულვარში მიმდინარე …

ვინ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეებად – ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო

დღეს, 3 დეკემბერს, ხულოში საკრებულოს თავმჯდომარედ რენარ ბოლქვაძე აირჩიეს, შუახევში – როსტომ ლორთქიფანიძე, ქედაში – ამირან ცინცაძე, ხელვაჩაურში – თენგიზ ირემაძე, ქობულეთში – დავით მჭედლიშვილი. ხუთივე საკრებულოს თავმჯდომარე „ ქართული ოცნების“ წევრია. აჭარაში საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტში ვერ აირჩიეს. საკრებულოს სხდომა აქ კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ბათუმისგან განსხვავებით აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში ერთი საათიც კი …

Exit mobile version