სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესს თურქეთის მოქალაქე ასაჩივრებს

სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესი საკონსტიტუციო სასამართლოში თურქეთის მოქალაქემ გაასაჩივრა. მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სარჩელის არსებით განხილვაზე უარი უთხრა. სასამართლო ბაჟის გადახდის წესი კანონითაა განსაზღვრული და მოსამართლე ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს მის ოდენობას. მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ სამართლებრივ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოების მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მთლიანად …

ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა

გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იაკობ აზარაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ უდანაშაულოდ სცნო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორების და ადვოკატების შემაჯამებელი და საპაექრო სიტყვები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 აპრილს მოისმინა. ყველაფერი  რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა სასამართლო პროცესზე პროკურორების გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ააფრიალა …

საკონსტიტუციოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია

„მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძველი,“ – წერენ საკუთარ „განსხვავებულ აზრში“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: ირინე იმერლიშვილი, მაია კოპალეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენ მოსამართლეებს არ ეთანხმებიან. დღეს, 7 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე, …

მოსამართლის შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 აპრილს მიიღო. სარჩელის ავტორები არიან მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატები: მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი. მათ გასულ წლებში არაერთხელ უთხრა უარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საბჭოს, მოქმედი კანონმდებლობით, არ აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას …

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 44 სარჩელი შევიდა

ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნით 44 სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “ევროპულმა საქართველომ” შეიტანეს. ანალოგიური მოთხოვნით სარჩელის შეტანას სხვა პოლიტიკური პარტიებიც აპირებენ. ხვალ, 7 აპრილს, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში კამპანია “ეს შენ გეხება” შეიტანს. ამ კამპანიის ფარგლებში სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოქალაქეებიც ავსებენ. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 300-მდე …

სარჩელის შეტანა უკანონო მოსმენებზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია – ვადა ხვალ იწურება

  ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის აკრძალვის მოთხოვნით კამპანია „ეს შენ გეხება“ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელის ავტორი ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს. ერთი წლის წინ, 2016 წლის 14 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის მექანიზმი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია.  ერთი წლის შემდეგ პარლამენტმა კანონი შეცვალა, თუმცა ფარულ მოსმენებზე  წვდომა ისევ სუს-ს აქვს – „გასაღები“ ახალშექმნილ სააგენტოს გადაეცემა, …

კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი მთავრობაში დაასაქმეს

ალექსანდრე ჩიტიშვილი უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატია, რომელიც აჭარის მთავრობამ დაასაქმა. იგი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. მთავრობის სხდომაზე, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პროფესიონალიზმის ნიშნით მიიღო. ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსიც დანიშნეს და მოადგილეებიც.  უფროსი ჯემალ ნაკაშიძე გახდა. ის მანამდე სამმართველოს უფროსის …

მუსლიმთა სამმართველოს სარჩელი რელიგიის თავისუფლების დარღვევის მოტივით

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. სამმართველო რამდენიმე სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც  როგორც შიიტი, ისე სუნიტი მუსლიმებისაგან ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას, რომლებშიც გაერთიანდებიან როგორც შიიტი, ისე სუნიტი სასულიერო პირები. გაერთიანება ზიანის ანაზღაურების მიღებისთვის არის საჭირო. საუბარია საქართველოს მთავრობის 2014 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც …

რას მიიღებენ გლეხები გაუქმებული აგრობარათების ნაცვლად

სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის აგრობარათების გაუქმებას აპროტესტებენ ხულოში. ვაჩერის ფარგლებში გლეხები მიწის ფართობებს უფასოდ ხნავდნენ, ასევე უფასოდ იძენდნენ სასუქის და სასოფლო-სამეურნეო იარაღის გარკვეულ ოდენობას. „ეს არ იყო ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება, მაგრამ ხულოს გამგეობამ და საკრებულომ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გლეხები დაეცვათ. საჯარო დაპირებები იყო, რომ გლეხებს ალტერნატიულ პროგრამებს შესთავაზებდნენ, მაგრამ გაზაფხული მოვიდა, მიწები დასახნავია, ვაუჩერი კი არ …

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენება

ქურდული სამყაროს წევრობას, თანხის გამოძალვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება რუსლან ჩ.-ს ედავება. მისი ჩვენება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 4 აპრილს მოისმინა. „მე იმიტომ შევახვედრე ბიზნესმენები ერთმანეთს, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო,“ – ასე დაიწყო ჩვენება რუსლან ჩ.-მ. „თურქმა მსახიობმა დამირეკა, ჩემი ახლობელია. მითხრა, მეგობარ თურქ ბიზნესმენს პრობლემა შეექმნა ქართველ პარტნიორთან, თანხას არ …

აჭარის ტელევიზიას სამი ახალი რედაქტორი ჰყავს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს სამი ახალი რედაქტორი ჰყავს. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, სოფო ჟღენტი და ირინე ყურუა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ საკონკურსო კომისიამ შეარჩია. მაუწყებელს მხოლოდ ერთი რედაქტორის ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამივე ჟურნალისტის დასაქმების გადაწყვეტილება მიიღო. „დარწმუნებული ვარ, სამივე მათგანი გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. შეფასებები იყო ძალიან მაღალი სამივე შემთხვევაში,“ – …

მარტის აქციის შემდეგ დაკავებულების მხარდამჭერი აქცია ბათუმში გადაიდო

„ბათუმის აქციის“ შემდეგ დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გადაიდო. აქცია რამდენიმე ახალგაზრდას დღეისთვის ჰქონდა დაგეგმილი პატიმრობაში მყოფი პირების ოჯახის წევრებთან ერთად. აქციის ლოზუნგი იყო „ციხე გამოსავალი არ არის“. აქციის ორგანიზატორებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი დღეს პარლამენტის წევრს, ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს, მუხრან ვახტანგაძეს და  აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს, გოჩა ჯაშს შეხვდნენ. აქციის ორგანიზატორები  აქციის შემდეგ დაკავებული პირების პატიმრობიდან …

ბათუმის სასამართლოსგან დასჯილი სააპელაციომ გაამართლა

მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ ძარცვაში მსჯავრდებული პირი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გამამართლებლით შეცვალა. ძარცვის შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში. საცხოვრებელ კორპუსში ნიღბიანმა ოთხმა პირმა დედა-შვილი გაძარცვა. გამოძიების მასალების მიხედვით, ძარცვის ფაქტიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის …

აქცია – „ციხე არ არის გამოსავალი“ ბათუმში 4 აპრილს გაიმართება

11-12 მარტის აქციაზე დაკავებულების საქმეზე რამდენიმე ბათუმელი ახალგაზრდა აქციის მოწყობას გეგმავს ლოზუნგით – ციხე არ არის გამოსავალი. აქცია ბათუმში, „აჭარის ტელევიზიის“ შენობასთან 4 აპრილს, საღამოს 6 საათზე გაიმართება. აქციაზე დაკავებულების ახლობლები სპეციალურ მოთხოვნებსაც გააჟღერებენ. „ამ აქციით გვსურს მივმართოთ მთავრობასა და პროკურატურას, რათა პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. სამართლიანობაში იგულისხმება პროვოკატორთა საკადრისი დასჯა, რომლებმაც დეზინფორმაცია გაავრცელეს, ხოლო …

ერთი მღვდლის გადაწყვეტილება: ბზის გარეშეც შეიძლება ბზობის აღნიშვნა

ბზების ნაცვლად ნებისმიერი სხვა მცენარით ბზობის აღნიშვნისკენ დღეს, 2 აპრილს, საკვირაო ქადაგების დროს დეკანოზმა სერგი რუხაძემ მოუწოდა მრევლს. ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარია. ქადაგების დროს მან გადაშენების პირას მყოფ ბზაზე ისაუბრა და მორწმუნეებს დართო ნება, მომავალ კვირას, ბზობის დღესასწაულზე ტაძარში სხვა მცენარით მივიდნენ. არის თუ არა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება – ეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში …

„ოცნების ქალაქი“ – სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავრობას

„უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება აჭარაში, კერძოდ, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიაზე თვითნებურად მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მათ საჭიროებებზე მორგებული დახმარებების შეთავაზების საკითხი,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ შესახებ საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა. ომბუდსმენის შეფასებით, სამთავრობო კომისიამ ვერ დადო ამ საკითხზე სტრატეგია და რეკომენდაცია, რომელიც თავშესაფრის არმქონე …

რა უთხრეს დეპუტატებმა გამოძიებას „ბათუმის აქციის საქმეზე“

„სახეზე არავინ დამიმახსოვრებია და მათი ამოცნობა არ შემიძლია,“ – ასე სრულდება „ბათუმის აქციის საქმეზე“ უმაღლესი საბჭოს სამივე დეპუტატის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“: მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე  ჩვენებაში ამბობენ, რომ აქციაზე მონაწილეების „დამშვიდების და მდგომარეობის განმუხტვის მიზნით“ მივიდნენ. მერაბ კარანაძის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჩვენებიდან: “პირადად მე და ასევე სხვა დეპუტატებმა …

სხეულის დაზიანების მაჩვენებელი ბათუმის ციხეში 19-დან 212-მდე გაიზარდა

სასჯელაღსრულების ბათუმის მე-3 დაწესებულებაში სხეულის დაზიანების მაჩვენებელი 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, 19-დან 212-მდე გაიზარდა. მონაცემები სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში წერია, რომელიც ომბუდსმენმა გუშინ, პირველ აპრილს გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კონკრეტულად ბათუმის ციხეში, სხეულის დაზიანების კატეგორიებიდან თვითდაზიანების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია [2015 წელს – 0, 2016 წელს – 180]. საყოფაცხოვრებო მიზეზით სხეულის დაზიანების 26 შემთხვევა …

შინმოვლის დაფინანსება ხელვაჩაურში შეწყდა

შინმოვლის პროგრამა ხელვაჩაურში აღარ ფინანსდება. ეს პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე მოხუცების ადგილზე მოვლას გულისხმობს. ორთაბათუმის თემში მცხოვრები 47 ადამიანისთვის გასულ წელს შინმოვლას გერმანული ფონდი აფინანსებდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 40 ათასი ლარი იყო,  მხოლოდ 2500 ლარით მონაწილეობდა. გამგეობისგან გამოყოფილი თანხა, ძირითადად, მედიკამენტების შეძენას მოხმარდა. კოალიციაში „შინმოვლა საქართველოში“, რომელიც ამ პროგრამას ხელვაჩაურში ახორციელებდა, გვითხრეს, …

აჭარის განათლების სამინისტროს სადავო ტენდერი კონცერტებზე

ტურისტული სეზონისთვის 4 კონცერტის ორგანიზებაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა საწყისი ფასით –  90 ათასი ლარი. ტენდერის აღწერილობაში წერია, რომ კონცერტები ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და გოდერძზე უნდა მოეწყოს. კონცერტების ორგანიზებას სავარაუდოდ აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული – „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“ განახორციელებს. ცენტრმა სამინისტროს ელექტრონულ ტენდერში 79 998 ლარად შესთავაზა ამ სამუშაოს განხორციელება. …

მკვლელობის მცდელობის საქმეს მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ, 23 წლის გურამ ს.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. განზრახ მკვლელობის მცდელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურატურისგან წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, ბათუმში მოხდა. ჯავახიშვილის ქუჩაზე შეკრებილი მეგობრები ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. „კონფლიქტი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა …

ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე მიიღო. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებმაც არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, …

პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს

პოლიცია 11-12 მარტის აქციის მონაწილეებთან წაგებულ სასამართლო პროცესებს ასაჩივრებს. ამ ეტაპზე 79 ადმინისტრაციული საქმიდან ასეთია 9 შემთხვევა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციისგან სამართალდამრღვევად მიჩნეული პირები გაამართლა. „დღეს შეხვდა ჩემს შვილს ის პოლიციელი, ვინც ოქმი შეუდგინა და უთხრა, იცოდე, გავასაჩივრეთ უკვე გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, იქ მოგიწევს გამოცხადებაო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელზა ზაქარიაძემ, რომელიც სასამართლოში დღეს, …

„ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“ სასამართლო დავა წააგო

ნათია ცინცაძის სარჩელი მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა სრულად დააკმაყოფილა. ნათია ცინცაძე 2015 წელს გაათავისუფლა ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ნათიამ ბავშვის ცემის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღო. „ვაიმე, თქვენ გაიხარეთ,“- ამ სიტყვებით გამოხატა ემოცია სასამართლო დარბაზში ნათია ცინცაძის დედამ, ლიანა თავაძემ. სწორედ მას უკავშირებდა საბავშვო ბაღის გაერთიანება მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღში. ლიანა თავაძე 2013 …

გონიოელებმა ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 31 მარტს, უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოელებს მიწის საკუთრების დაკანონებაზე უარი ეთქვათ. „მე მითხრეს უარი იმ მიზეზით, რომ სასამართლოს ჰქონდა განხილული ჩემი შემთხვევა, თუმცა საკუთრების კომისიას არაფერი უკრძალავდა, ხელახლა შეესწავლა ჩემი საქმე. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც გაჩნდება პოლიტიკური ნება და ისევ არ გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას,“ – …

აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება

„11 და 12 მარტს ქალაქში არ ვიმყოფებოდი, ვიყავი თბილისში და არ შემიძლია, როგორც თვითმხილველმა მოგიყვეთ მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ,“ – აღნიშნავს კახა ბუხრაძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი. მას „ბათუმის აქციის საქმეზე“ ჩვენება გამოძიებისთვის 16 მარტს მიუცია. საქმის მასალები 30 მარტს გადასცეს ადვოკატებს, რომლებიც აქციის შემდეგ სისხლის სამართლის წესით …

რომელი პასპორტით შეგვიძლია წავიდეთ ევროპაში?

ვიზალიბერალიზაციის პირობებით სარგებლობა ბიომეტრული პასპორტებითაა შესაძლებელი. ამ პასპორტის აღების საფასური 104 ლარია. ბიომეტრულ პასპორტებს იუსტიციის სახლები 2011 წლიდან გასცემენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა ამ დროიდან გაცემული ნებისმიერი პასპორტი ბიომეტრული, „იუსტიციის სახლის“ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ყველა პასპორტი არ არის ბიომეტრიული: „ზოგჯერ, როცა მოქალაქე ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მისვლას და შეუძლებელია მისი თითის ანაბეჭდის აღება, …

ბავშვის ცემისთვის მაქსიმალური სასჯელი 2 წელია

სახალხო დამცველის აპარატმა სკოლაში მეორეკლასელი ბავშვის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საუბარია ბათუმში, მე-15 სკოლაში 28 მარტს მომხდარ შემთხვევაზე, როცა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა. სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნანა ქათამაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მშობელი, ვინც შვილის კლასელს სკოლის ეზოში  სცემა, დედაა. „ამ ფაქტს შეესწრო მანდატური და ერთ-ერთი მშობელი. ჩვენ მაშინვე შევატყობინეთ ამის შესახებ უბნის ინსპექტორს. …

წყლის სისტემა ხელვაჩაურის გამგეობისგან და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის გიგინეიშვილების დასახლებაში წყლის სისტემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს მოაწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ აღდგენიდან დღემდე ანუ ორ წელზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდება. „დაახლოებით ნახევარი დღე მოდიოდა ონკანიდან ჟანგიანი, ყვითელი წყალი. მერე მილებიც დასკდა და წყალიც წავიდა,“ – ამბობს ნარგიზ ბეჟანიძე. ის და კიდევ 83 ოჯახი გიგინეიშვილების დასახლებაში ცხოვრობს. „მე ჩემი სახსრებით მოვიყვანე …

„ბათუმის აქციის“ კიდევ ერთი მონაწილე გაამართლა სასამართლომ

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს, 29 მარტს, მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მამუკა ერთ-ერთი იყო იმ 80 პირს შირის, ვინც სამართალდამცველებმა 12 მარტს, დილით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. „ჩვენ იმ საღამოს ღამის კლუბში ვიყავით ერთად. დილით სახლისკენ მივდიოდით, როცა ჯავახიშვილის ქუჩაზე დაგვაკავეს, სპეცრაზმელებიც იყვნენ… არაფერი აუხსნიათ. რამდენიმე საათის შემდეგ გამოგვიშვეს, მამუკა იქედან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შაქარი …

რა ეტაპზეა ქობულეთში დამწვარი სასტუმროს საქმე, რასაც ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ზაზა ართმელაძის საქმის განხილვას. მას პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც რამდენიმე პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საუბარია ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარზე, რამაც გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის, „სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოსამართლე ირაკლი შავაძემ უკვე მოისმინა პოლიციელებისა და რამდენიმე მოწმის ჩვენება, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის …

რა გაახსენა ვახტანგ ხმალაძემ მანანა კობახიძეს

„სამართლიანი საარჩევნო მოდელის შექმნა შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ მანდატების გადანაწილების წესი არღვევს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანასწორობას“, – უთხრა მოსამართლეებს კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 28 მარტს არსებითად განიხილა სარჩელი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და ცესკოს წარმომადგენლების გარდა, ექსპერტების პოზიციაც მოისმინა. ვახტანგ ხმალაძე არ დაეთანხმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს, რომლის პოზიციაც დღეს მოისმინა სასამართლომ. მისი შეფასებით, …

დავა საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე

საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. დღეს, 28 მარტს, მოსამართლეებმა მხარეთა არგუმენტების გარდა ექსპერტებისა და ცესკოს წარმომადგენლების პოზიციები მოისმინეს. “ამომრჩეველს უნდა გააჩნდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ მხარდაჭერილი პარტია წარმომადგენლობით ორგანოში მიიღებს მანდატების იმდენ პროცენტს, რამდენი პროცენტი ამომრჩეველიც მას მხარს უჭერს,” – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის ამომრჩევლების – თამარ …

გრანტების გაცემის დროს ექსპერტების ვინაობა ცნობილი გახდება

სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული ფონდებისგან გრანტების გაცემის დროს ჟიურის წევრი ექსპერტების ვინაობა ცნობილი იქნება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 27 მარტს, გამოაცხადა. სარჩელის ავტორი გიორგი კრავეიშვილი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი სახის გრანტის მოპოვების დროს საჯარო უნდა იყოს ექსპერტების ვინაობა, ვინც პროექტს არჩევს. მოსარჩელე კონკრეტულად რუსთაველის ეროვნულ ფონდში გრანტების განხილვის პრაქტიკას აპროტესტებდა.  საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით …

8 წელი უვადო პატიმრობის ნაცვლად

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ედუარდ მ.-ს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მეთადონის შეძენა და საზღვარზე შემოტანა დაუდასტურდა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხდომის დასაწყისში მოსამართლე დაინტერესდა, შედგა თუ არა საპროცესო შეთანხმება. „შეთანხმება არ შედგა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მას ისევ დავუბრუნდეთ,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა …

პოლიციელების ავტომანქანების დაწვაში ბრალდებულები დააკავეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მალხაზ ბერიძე, გოდერძი გორგილაძე და შალვა ფევაძე პოლიციელებმა გუშინ, 24 მარტს დააკავეს. სამივეს ქვებისა და “მოლოტოვის კოქტეილების” სროლის გარდა კონკრეტულად პოლიციელების ავტომანქანების განადგურება ედება ბრალად. “მე იმ დღეს სულ სხვა ტანსაცმელი მეცვა და არა ის, რაც აქ წერია… აშკარად რაღაც აერიათ,” – უთხრა …

Exit mobile version