მთავარი,სიახლეები

ლაშა თავართქილაძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს

11.05.2017
ლაშა თავართქილაძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე უვადოდ გაამწესეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  მიიღო. ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 2014 წლიდან და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მუშაობს.

მოსამართლეობამდე ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში მან 2007 წელს ჩააბარა.

კანონის შესაბამისად, 2013 წლიდან მოსამართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ უნდა გამწესდეს თუ არა. პირველი მოსამართლე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც უვადოდ დანიშნეს, გოჩა ფუტკარაძე იყო. მისი უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ გასული წლის ოქტომბერში მიიღო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: