პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს

„დამიჯერეთ, არ მითქვამს ცხვირის ოპერაციაზე უარი, კუჭ-ნაწლავიც ძალიან მტკივა, ხერხემალი, ტკივილგამაყუჩებელ ნემსს ვითხოვ და არ მიკეთებენ,“ – ამას ციხიდან მსჯავრდებული კახა მ. გვწერს. პატიმარი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, აწუხებს სხვადასხვა დაავადება და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, მიზანმიმართულად არ გაუკეთეს ოპერაცია და ამის გამო გაურთულდა ფარინგიტი. პატიმარი ასევე არ …

რა ჩანს მერაბ ღოღობერიძის დაკავების კადრებიდან

„ეს მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა, ხათუნა ბოლქვაძის მეუღლე პოლიციელია,“ – ამის თქმა მერაბ ღოღობერიძემ მოასწრო, ვიდრე ბადრაგირების სამსახური მას სასამართლო დარბაზიდან გაიყვანდა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს, 11 მაისს, მერაბ ღოღობერიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუდგინა და ჯარიმის სახით 300 ლარის გადახდა დააკისრა. მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. იმავე საღამოს, მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს …

რა გადაწყვიტა სასამართლომ მერაბ ღოღობერიძის სამართალდარღვევაზე

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 23 აპრილს დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა დღეს, 11 მაისს, განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მერაბ ღოღობერიძე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო 300 ლარით დაჯარიმდა. მერაბ ღოღობერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა სასამართლოს 24 აპრილს უნდა განეხილა, თუმცა სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა მერაბ ღოღობერიძე არ წარმოადგინეს. იმ დღეს პოლიციელმა ვერ უთხრა მოსამართლეს, რის გამო მოვიდა …

მიკროავტობუსი მდინარიდან მაშველებმა გამოიყვანეს

გოდერძის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსი მდინარიდან მძიმე ტექნიკის საშუალებით გამოიყვანეს. მიკროავტობუსი ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიდიოდა. ტრანსპორტში, მძღოლის გარდა, ხუთი მგზავრი იყო, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. მდინარე, საიდანაც მიკროავტობუსი ვეღარ გამოვიდა, გზას კვეთს. სამაშველო სამსახურს დაახლოებით დილის ექვს საათზე ერთ-ერთმა მგზავრმა დაურეკა. მაშველებმა მგზავრებისა და მიკროავტობუსის მდინარიდან გამოყვანა მოახერხეს. „მანქანა ქვიშა-ღორში იყო გაჩერებული, მძღოლი მდინარიდან გამოსვლას და მგზავრების …

ლაშა თავართქილაძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე უვადოდ გაამწესეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  მიიღო. ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 2014 წლიდან და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მუშაობს. მოსამართლეობამდე ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში მან 2007 წელს ჩააბარა. კანონის შესაბამისად, 2013 წლიდან მოსამართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან. ამ ვადის …

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი

10 მაისს, საღამოს 9 საათიდან, ბათუმში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი ზღვაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სანაპირო ზოლში იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ხოლო დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა და შტორმიც, რომლის სიმძლავრეც 4-5 ბალი იქნება. რაც შეეხება ტემპერატურას, ხვალ, 11 მაისს, სანაპირო ზოლში 16-21 …

რატომ ხმება მანდარინის ნერგები ჩაქვის საცდელ პლანტაციაში

ჩაქვის საცდელ პლანტაციაში, „აგროსერვის ცენტრის“ ტერიტორიაზე მანდარინის ნერგები ხმება. ეს პლანტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურად მანდარინის საადრეო ჯიშების გასახარებლად აქვს გაშენებული. „ეს ნერგები გამხმარი არ არის, შეიძლება გადარჩეს,“ – ირწმუნება გოჩა ბერიძე, ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელი. მისივე მტკიცებით, პლანტაციაში, სადაც 10 ათასი ნერგია, მხოლოდ ათს შეექმნა პრობლემა. თუმცა, ჩვენ მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ …

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს უმაღლეს საბჭოში

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს დავით ბაციკაძე ხარჯავს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელი. იგი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ არის. პირველ ოთხ თვეში მან ზუსტად 1578 ლიტრი საწვავი დახარჯა. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა დეპუტატმა. დავით ბაციკაძის განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც ახლა დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ …

როდის აღადგენს მთავრობა დიდთოვლობისას ჩამონგრეულ გზას

ხელვაჩაურში დიდთოვლობის დროს დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. თხილნარი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოშლილია და ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია. ამ გზას ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ფუნქციაც აქვს, თუკი ხელვაჩაურის მაგისტრალი ჩაიკეტება. „არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი გზაც ჩამოიშალოს. ამ გზით სარგებლობა სერიოზული საფრთხეა,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებს ბრალს და აღნიშნავს, რომ …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 300 მოწმე დაიკითხება

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დღეს, 8 მაისს გაიმართა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ზუსტად 6 საათის განმავლობაში განიხალავდა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, ასევე იმას, უნდა გათავისუფლებულიყვნენ თუ არა ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ. საბოლოოდ, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნია და პატიმრობაც ძალაში დატოვა. პროკურატურამ ამ საქმეზე 16 ტომი წარმოადგინა. როგორც პროცესზე პროკურორებმა …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულების ახლობლები პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლოს წინ სამართალდამცველების მანქანებს ხელები დაუშინეს. ისინი ასევე არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას სასჯელაღსრულების მანქანას, რითაც ბრალდებულებს უკან, ციხეში აბრუნებდნენ. პოლიციელებმა მოქალაქეებისგან გზა ხმამაღალი შეძახილებით გაათავისუფლეს. ბრალდებულების ახლობლების ერთი ჯგუფი ამბობდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვედროდნენ, რომელიც დღეს ბათუმში იმყოფება. ზოგიერთმა კი …

ვსარგებლობ დუმილის უფლებით – “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულები

“ბათუმის აქციის საქმეზე” წინასასამართლო სხდომა დღეს, 8 მაისს, დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ.  ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, გაათავისუფლებენ თუ არა რომელიმე მათგანს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ და ასევე, საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგება, თუ მისი არსებითი განხილვა დაიწყება. თუკი ბრალდებულები უდავოდ მიიჩნევენ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც პროკურატურამ 14-ტომიანი საქმით წარმოადგინა, ამ შემთხვევაში არსებითად განსახილველი არაფერი დარჩება. “ჩვენ …

36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი. საუბარია აფთიაქებზე, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდიან. აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარის უკანონო მიღება ედებათ ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 36 აფთიაქში 14 590 866 ერთეული მედიკამენტი გაიყიდა ურეცეპტოდ. ეს მედიკამენტები სპეციალურ …

რეკლამის დაფინანსებას ტურიზმის დეპარტამენტი მილიონით ზრდის

სარეკლამო და პიარკამპანიებისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბიუჯეტის გაზრდას 929 700 ლარით აპირებს [+18 პროცენტი]. რეკლამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი წელს 6 094 700 ლარია. დეპარტამენტი რეკლამისთვის გათვალისწინებული დაფინანსების დახარჯვას ძირითადად 16 სამიზნე ქვეყანაში აპირებს. დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გარე რეკლამისთვის 5 594 700 ლარი დაიხარჯება, შიდა რეკლამისთვის კი, მხოლოდ ნახევარი მილიონი. ტურიზმის დეპარტამენტი ონლაინრეკლამის გაძლიერებას გეგმავს. …

რა იცვლება აჭარის კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში იცვლება კონსტიტუციური კანონიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. პროექტის მიხედვით, ამ კანონის ცვლილებიდან 6 თვეში აჭარას ახალი კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს. „აჭარის კონსტიტუცია“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს და პარლამენტმა დაამტკიცოს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ  აჭარის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს, …

ჩავარდნილი პროექტი – კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ სარჩელი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ. ამ კომპანიას აჭარაში „აგრარული ექსტენციის მიწოდების“ პროგრამა უნდა განეხორციელებია. ექსტენცია გულისხმობს ადგილზე, მაგალითად, მანდარინის ბაღში, სხვადასხვა სეზონზე ფერმერისთვის თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას. პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდებოდა, თუმცა იგი ჩავარდა. „ფერმერების სიები, რაც სამინისტრომ მოგვაწოდა, „მკვდარი სულებით“ იყო სავსე,“ – …

საჯარო მოხეელეების უსაფუძვლო გამდიდრება სასამართლომ დაადასტურა

მოსამართლე სალიხ შაინიძემ საჯარო მოხელეების უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი დაადასტურა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. უსაფუძვლო გამდიდრებას საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს, ააიპ „ბათუმის კორპუსი“ ედავებოდა. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ.  ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, თომა ხალვაშის გარდა. ის …

გამამართლებელი განაჩენი ნარკოტიკების საქმეზე

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ასიმ ე. გაამართლა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. მოსამართლის დასაბუთება ჯერ უცნობია, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი, ჯემალ კიკნაძე მიიჩნევს, რომ გამოძიებამ ფუნდამენტური ღირებულება დაარღვია საქმის წარმოების დროს, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდა. ასიმ ე. თურქეთის მოქალაქეა. ის პოლიციელებმა ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, ასიმ ე.-ს ჩხრეკის დროს …

“ბათუმის აქციის საქმეზე” სასამართლოში ბრალდებულები შესაძლოა არ მიიყვანონ

“ბათუმის აქციის საქმეზე” 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 8 მაისს არის ჩანიშნული, თუმცა როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი გადაიდება. მიზეზი სასჯელაღსრულების სამინისტროა, რომელიც ბრალდებულების სასამართლოში წარმოდგენას ვერ ახერხებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე ადასტურებს, რომ წერილობითი შეტყობინება სასჯელაღსრულების სამინისტროსგან უკვე მიიღო. “მოგვწერეს, რომ არა მხოლოდ ბათუმის აქციის საქმეზე, არამედ, ზოგადად, 8 მაისს დაგეგმილ პროცესებზე …

60 გონიოელის საკითხს სასამართლო ხვალ გადაწყვეტს

გონიოში მცხოვრები 60 ოჯახის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ, 4 საათზე განიხილავს. სასამართლო ამ შემთხვევაში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას შეაფასებს, რომლის მიხედვითაც გონიოელებს მიწის დაკანონებაზე უარი ეთქვათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უნდა მიიღოს. გონიოს მიწების საქმეზე 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი იმედს …

მოსამართლეებმა ბულვარში ნერგები უნებართვოდ დარგეს

წითელი ნეკერჩხლის, კამელიისა და მაგნოლიის ნერგები ბათუმის ძველ ბულვარში მოსამართლეებმა დარგეს. გამწვანების აქციაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე და მისი მოადგილე – თეიმურაზ ტუღუში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ნებისმიერი სამუშაოს წარმოებას, რაც ბულვარს ეხება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ნერგები მოსამართლეებმა ბულვარში უნებართვოდ დარგეს. „ნერგების დარგვა ბულვარში სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა,“ …

11-12 მარტის აქციის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაკითხეს

ბათუმის აქციის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: გია აბულაძე, რეზო ხარაზი, გიორგი კირთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი დაკითხეს. მოწმის სახით თითოეულმა მათგანმა ჩვენება გამოძიებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მისცა. „ცალ-ცალკე დაგვკითხეს და ჩვენების მიცემა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ჩვენ აქამდეც მოვითხოვდით დაკითხვას. პროცედურები დაცული იყო, ჩვენ ადვოკატი არ გვყოლია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია აბულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის …

გაუქმდება თუ არა პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის

„პატიმრობა არის რეპრესია ნარკომომხმარებლისთვის და არა პრევენცია,“ – მიმართა მოსამართლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ომბუდსმენის სარჩელს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ციხეში ვეღარ ჩასვამენ. სარჩელით გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომელიც 15 დღემდე ადმინსტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რაც ნებისმიერი …

„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ოფისი გახსნა

„დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ჩვენ უნდა მოვასწროთ საკუთარი სახის დამკვიდრება,“ – მიმართა მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ამ პარტიამ დღეს, 3 მაისს, ბათუმში პარტიული ოფისი გახსნა. შეხვედრაზე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავარი ამოცანებიც გააჟღერა: „პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ შეგვიძლია შევცალოთ ხელისუფლება მშვიდად, რყევების გარეშე და მეორე: ხალხს უნდა …

პრესის თავისუფლების დღეს „აჭარის ტელევიზიამ“ კონფერენცია მოაწყო

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ზოგადად, მედიის თავისუფლების პრობლემებზე სასაუბროდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის – აჭარის ტელევიზიამ“ კონფერენცია მოაწყო. კონფერენცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს [3 მაისი] მიეძღვნა. კონფერენციაზე მოხსენებების მოსმენის პარალელურად გაიმართა დისკუსიაც, რომლის გახანგრძლივების გამოც წინასწარ განსაზღვრული ვიდეო ჩანაწერებისთვის აღარ მოუსმენიათ. ვიდეო ჩანაწერებში მედიის გამოწვევებზე საუბრობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ს ელჩი საქართველოში, სახალხო დამცველი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი …

მიწისძვრა საქართველოში – ეპიცენტრი დაღესტანში იყო

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 3 მაისს, მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე – დაღესტანში იყო და იგი აღმოსავლეთ საქართველოშიც იგრძნობოდა, განასაკუთრებით კი, აზეირბაიჯანთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. სეისმურ ცენტრში ვერ გვითხრეს, საქართველოში რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სასამართლო პროცესი საზღვარგარეთ და საქართველოში დაყადაღებული ქონება

ბიზნესმენი ზაქარია ყიფშიძე კანონის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საზღვარგარეთ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს ქონება საქართველოს საერთო სასამართლომ დააყადაღოს. „რომ არა ეს ნორმა, თუ ადამიანს აქვს დავა საზღვარგარეთ, მოპასუხეს ექნება საშუალება სადავო ქონება გაასხვისოს,“ – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას პარლამენტის იურისტმა. დღეს კოლეგია ბიზნესმენის სარჩელზე განხილვას დაასრულებს. მოსარჩელე ზაქარია ყიფშიძის ინტერესების დამცველი, გიორგი …

რამდენ ადამიანს მოუსმინეს ფარულად ბათუმში

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის უფლების მოსაპოვებლად 2017 წლის პირველ სამ თვეში სასამართლოებს საგამოძიებო ორგანოებმა შუამდგომლობით 136-ჯერ მიმართეს. აქედან 132 შემთხვევა დაკმაყოფილდა. სტატისტიკურ მონაცემებს პროექტის „ღია მმართველობა საქართველოს“ ფარგლებში უზენაესი სასამართლო ავრცელებს. უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს არც ერთ შემთხვევაში არ უთქვამს უარი ფარულ სატელეფონო მოსმენაზე. ბათუმში საგამოძიებო ორგანოებს 5 ადამიანისთვის მოუსმენიათ …

ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს

აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს დეპუტატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, მაგალითად, დავით თედორაძის, რომელიც „აჭარის მწერალთა სახლში“ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე ილია ვერძაძის შემთხვევა. ის პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. თებერვალში, როცა „ბათუმელები“ ინტერესთა შესაძლოა შეუთავსებლობის ფაქტებზე წერდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავდნენ. თებერვალში …

გულგრილობა გამგეობისგან და სახლი, სადაც ცხოვრება საშიშია

სახლი, სადაც დავით კვირკველია ცხოვრობს, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. შენობის თითქმის ყველა კედელი დაბზარულია, თითქმის ჩამოშლილია სახურავიც… დავით კვირკველია 54 წლისაა, სოციალურად დაუცველი და ის ამ სახლში მარტო ცხოვრობს. გასულ წელს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მდებარე სახლი გეოლოგებმა შეისწავლეს და დაწერეს, რომ სახლი, გარემო პირობების გარდა, გეოლოგიურმა პროცესებმაც დააზიანა და „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“. საფრთხის არსებობის მიუხედავად, ქობულეთის …

უსაფუძვლო გამდიდრებას „ბათუმის კორპუსი“ საკუთარ თანამშრომლებს ედავება

ააიპ „ბათუმის კორპუსი“ უსაფუძვლო გამდიდრებას ედავება საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ. ახალი სასამართლო დავა მერიას დაქვემდებარებულმა „ბათუმის კორპუსმა“, აღნიშნული პირების სამსახურში აღდგენის შემდეგ წამოიწყო. ამჯერად „ბათუმის კორპუსი“ ასაჩივრებს იმას, რომ სამსახურში აღდგენილმა პირებმა აიღეს კომპენსაციაც და განაცდურიც. გათავისუფლების ბრძანების …

განახლებული სასჯელი ავტომანქანის ტარების გამო – პროცესი ბრალდებულის გარეშე

ბრალდებულ ილია ხ.-ს გამოძიება სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობას ედავება. მას ნარკოტიკის მოხმარების გამო პირობითი მსჯავრი შეუფარდეს და ავტომანქანის მართვის უფლება შეუზღუდეს. რამდენიმე დღის წინ ილია ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, პოლიციამ მანქანის მართვის დროს დააფიქსირა. პროკურატურამ იგი ხელახლა მისცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე ვიოლეტა …

ვინ დაამახსოვრდათ „ბათუმის აქციის“ ორგანიზატორად ჟურნალისტებს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ პროკურატურას ამ ეტაპზე ჯამში 20 პირი ჰყავს დაკავებული, მათ შორის ორს – მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა ისინი 23 აპრილს დააკავეს. სასამართლო ჯერ არ გაცნობია მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურატურამ მოაგროვა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, 11 მარტის ღამეს, შენიშნეს თუ არა, ან რა ვითარებაში დააფიქსირეს გამოძიების …

კლიენტი ბანკს და ბანკი კლიენტს სასამართლოში უჩივის – უარი სესხის გალარებაზე

მოქალაქე ნანა ღვინჯილიას დოლარში აღებული სესხის გალარებაზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ უარი უთხრა. სესხი დოლარში ნანა ღვინჯილიამ 2013 წელს აიღო. მას შემდეგ, რაც მთავრობამ დოლარში აღებული სესხის გალარებაზე დაიწყო საუბარი და დადგენილებასაც მოაწერა ხელი – მიმდინარე წლის 11 იანვარს მოქალაქემ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მიმართა, სადაც სესხი ჰქონდა აღებული. ამბობს, რომ ბანკისგან პასუხი საერთოდ არ მიუღია. პირიქით, …

მოქალაქემ, რომელსაც 4 წელია შუქი არ აქვს, სახელმწიფოს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე დავით ცინცაძემ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოუგო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. მისი ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის ერთ-ერთი შენობაში თვითნებურადაა შესახლებული და 4 წელია უშუქოდაა დარჩენილი. სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში დავით ცინცაძე 2006 წლიდან ცხოვრობს. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰქონდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი მოუვიდათ. მეზობელმა კი ელექტროენერგიით სარგებლობაზე უარი უთხრა. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დავით ცინცაძე, შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, …

Exit mobile version