მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ედუარდ მ.-ს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მეთადონის შეძენა და საზღვარზე შემოტანა დაუდასტურდა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხდომის დასაწყისში მოსამართლე დაინტერესდა, შედგა თუ არა საპროცესო შეთანხმება. „შეთანხმება არ შედგა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მას ისევ დავუბრუნდეთ,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
პოლიციელების ავტომანქანების დაწვაში ბრალდებულები დააკავეს
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მალხაზ ბერიძე, გოდერძი გორგილაძე და შალვა ფევაძე პოლიციელებმა გუშინ, 24 მარტს დააკავეს. სამივეს ქვებისა და “მოლოტოვის კოქტეილების” სროლის გარდა კონკრეტულად პოლიციელების ავტომანქანების განადგურება ედება ბრალად. “მე იმ დღეს სულ სხვა ტანსაცმელი მეცვა და არა ის, რაც აქ წერია… აშკარად რაღაც აერიათ,” – უთხრა …
Continue reading “პოლიციელების ავტომანქანების დაწვაში ბრალდებულები დააკავეს”
“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დააკავეს
“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დღეს, 24 მარტს დააკავეს სამართალდამცველებმა. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს ბათუმის საქალაქო სასამართლო 25 მარტს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ სამივე მათგანს ბრალად ედება მასობრივი არეულობის მოწყობა, ასევე პოლიციელსა და საჯარო უწყებებზე თავდასხმა. შსს-ს ცნობით, სამივე ბრალდებული სრულწლოვანია და ისინი დღის სხვადასხვა მონაკვეთში დააკავეს. “ბათუმის აქციის საქმეზე” …
Continue reading ““ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დააკავეს”
მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო
მოქალაქე ქეთი პაპავამ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო. ქეთი მიმდინარე წლის 13 იანვარს ქობულეთში დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ, როცა ის ბათუმიდან ოჯახთან ერთად სვანეთისკენ მიემგზავრებოდა. პატრულ-ინსპექტორის, დავით ბერიძის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქეთი პაპავას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ქობულეთში 20 ლარით დაჯარიმებულმა ქეთი პაპავამ პატრულს მაშინვე მოსთხოვა წარმოედგინა …
„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში და სარჩელი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ
„აჭარის ტელევიზიის“ მმართველთა საბჭოს უკვე ყოფილი წევრი, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. მიზეზი გათავისუფლების ბრძანებაა, რომელსაც ნათია კაპანაძემ ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ დირექტორი მას განცხადების დაწერას აიძულებდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, „აჭარის ტელევიზიის“ ოპერატორმა ტელევიზიის სტიკერიანი ვიდეო კამერით ერთ-ერთ ქორწილი გადაიღო, რაც გახდა ირაკლი ბარამიძის გათავისუფლების საფუძველი. „იმ დღეს …
Continue reading “„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში და სარჩელი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ”
საკონსტიტუციოს მოსამართლე: რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატულია?
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 24 მარტს დაასრულა არსებითი განხილვა სარჩელის, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ნებისმიერ მოქალაქეს საერთო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის უფლება მიეცემა. დღევანდელი მდგომარეობით, მოქალაქე სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება გაეცნოს, თუკი მხარეები [მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორი და ადვოკატი] თანახმა იქნებიან, გასაჯაროვდეს ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში, თუკი ის მოქალაქეს გადმოეცა, დაშტრიხული …
Continue reading “საკონსტიტუციოს მოსამართლე: რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატულია?”
17 წლის პატიმარი და მისი უმცროსი და-ძმები, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ
17 წლის მაქსიმი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 11-12 მარტის ბათუმის აქციის შემდეგ დააკავეს სამართალდამცველებმა. მაქსიმს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მანქანის დაწვა ედება ბრალად. განაჩენის გამოტანამდე, ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მაქსიმს სკოლაში არასდროს უვლია, ისევე როგორც მის უმცროს და-ძმებს. მაქსიმს ჰყავს ფეხმძიმე ცოლიც, რომელსაც ასევე არასდროს უვლია სკოლაში. ბათუმში, ჭაობის დასახლების ერთ-ერთი ქუჩაზე, მოუწყობელ და …
Continue reading “17 წლის პატიმარი და მისი უმცროსი და-ძმები, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ”
პატიმრის სარჩელი: ციხის ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი არაჰუმანურია
პატიმარი გიორგი ქართველიშვილი რვანახევარი წლით გახანგრძლივებულ პატიმრობას ასაჩივრებს. პატიმრის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. სარჩელის მიზანი სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა. ეს მუხლი ითვალისწინებს ციხის ადმინისტრაციის მიმართ არაერთგზის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სასჯელის სახით თავისუფლების აღვეთის შეფარდებას რვიდან ათ წლამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასჯელი არაჰუმანურია. გიორგი ქართველიშვილი 1998 წლიდან პატიმარია. 2012 წელს, …
გაუქმდება თუ არა პატიმრობა კანაფის მოყვანისთვის
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 22 მარტს, დაასრულა არსებითი განხილვა მორიგ სარჩელზე, რომელიც მარიხუანას ეხება. სასამართლო მსჯელობის საგანი ამჯერად კანაფის უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისა და კულტივაციისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა. მოსარჩელეები არიან: ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა …
Continue reading “გაუქმდება თუ არა პატიმრობა კანაფის მოყვანისთვის”
ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ. ეს პირები 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმეს და შემდეგ დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები ბათუმში. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ რამაზ ხიმშიაშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ხოლო ჯიმი ვარშანიძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ჯარიმა – 100 ლარი დააკისრა. ჯიმის …
Continue reading “ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა”
11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა
გიგა ჩხაიძეა ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 12 მარტის დილით პოლიციელებმა დააკავეს. ის დღეს, 22 მარტს სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩანაწერით მოვიდა და პოლიციელი ბესიკ ვაშაკიძე ტყუილში გამოიჭირა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება მაშინვე შეწყვიტა, როცა ვიდეო საკუთარი თვალით ნახა. პოლიციელმა ბესიკ ვაშაკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ გიგა ფეხით გადაადგილდებოდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 12 მარტის დილას, ილანძღებოდა …
Continue reading “11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა”
გავიგებთ თუ ვერა ვინ როგორ მოიპოვებს წიაღისეულს
სახელმწიფო წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაცია დახურულია. ამას ხელისუფლება მესაკუთრის ანუ წიაღის მომპოვებლის კომერციული ინტერესით ხსნის და გასცემს მხოლოდ ლიცენზიას, სადაც წერია, თუ რა რაოდენობის წიაღისეულის მოპოვების უფლება აქვს მოპოვებული ამა თუ იმ კომპანიას. წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაციის გასაიდუმლოებას ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში „მწვანე ალტერნატივა“. პირველი კოლეგია სარჩელს არსებითად დღეს, 22 მარტს, განიხილავს. „მწვანე ალტერნატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, …
Continue reading “გავიგებთ თუ ვერა ვინ როგორ მოიპოვებს წიაღისეულს”
აჭარის მთავრობის კიდევ ერთი წაგებული პროცესი უკანონოდ გათავისუფლებული ქალის წინააღმდეგ
აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს დაცვის სამმართველომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს უკანონოდ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც სამმართველო სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვდა. საუბარია 2014 წელს მომხდარ ინციდენტზე, როცა გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ფეხმძიმე …
ორი პოლიციელის ურთიერთსაპირისპირო ჩვენება – 11 მარტს პლაზასთან დაკავებულების საქმე
ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. ეს პირები საპატრულო პოლიციამ 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმა, ხოლო შემდეგ დააკავა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქცია ბათუმში. თავდაპირველად, 11 მარტს, საღამოს 5 საათზე, პატრულმა რამაზ ხიმშიაშვილი დააჯარიმა 50 ლარით, რადგან მას პლაზასთან მდებარე ლომბარდთან, აკრძალულ ადგილზე ჰქონდა მანქანა დატოვებული. პატრულ-ინსპექტორმა, გია ხალვაშმა …
სამი ახალი დაჯარიმებული 11 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 11 მარტის ბათუმის აქციის სამ მონაწილეს ადმინისტრაციული წესით ჯარიმა შეუფარდა. მანუჩარ მამულაძემ, ზაზა ბოლქვაძემ და გიორგი წოწორიამ სამართალდარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს. სამივეს მიმართ პოლიციელებმა ერთი და იგივე თქვეს, რომ დაკავებულები ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სამივე მათგანი პოლიციელებმა 12 მარტს, დილით დააკავეს, მოგვიანებით კი, სასამართლო სხდომამდე, ხელწერილით გაათავისუფლეს. “დაკავების დროს …
Continue reading “სამი ახალი დაჯარიმებული 11 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე”
სავარაუდო კანონიერი ქურდი skype-ის ჩანაწერით გამოავლინეს
კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. რუსლან ჩ. წინასწარ პატიმრობაშია გასული წლის აგვისტოდან. მეორე ბრალდებული – კაკო ტ. იძებნება. ბრალის წაყენებამდე მასთან საუბარი სკაიპით ერთ-ერთმა დაზარალებულმა სასამართლოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე ჩაწერა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ჯემალ ა.-ს და დავით ა.-სგან. მათი ჩვენებები უკვე მოისმინა მოსამართლე დავით …
Continue reading “სავარაუდო კანონიერი ქურდი skype-ის ჩანაწერით გამოავლინეს”
სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის აქციაზე დაკავებულ სამ პირზე
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციაზე დაკავებული სამი პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. სამივე შემთხვევა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. სამივეს წინააღმდეგ ერთი და იგივე ტექსტი პოლიციელმა თენგიზ ქობულაძემ წაიკითხა: „აქციის დაშლის დროს ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს…“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა: გურამ კიწმარიშვილმა, კონსტანტინე კვასკვაძემ და მამუკა მორთულაძემ უარყვეს აქციაზე ყოფნა. მოწმეებად ოჯახის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი …
Continue reading “სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის აქციაზე დაკავებულ სამ პირზე”
11 მარტის საქმეზე მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს
რამდენიმე წუთის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 11 მარტის აქციის მონაწილეების – 9 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდება. მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. დღეს არსებული მონაცემებით, 11 მარტის საქმეზე ამ დროისთვის 95 ადამიანს ელის გასამართლება სხვადასხვა მუხლით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკავების სერია აღარ გაგრძელდება. დაკავებულების ახლობლები ახლაც სასამართლოს შენობის წინ დგანან. …
9 ახალი ბრალდებული „ბათუმის აქციის საქმეზე” – რეპორტაჟი სასამართლოს დარბაზიდან
დღეს, 19 მარტს, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო “ბათუმის აქციის საქმეზე” 9 ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. მათ მასობრივ არეულობაში, ასევე პოლიციელებისთვის და საჯარო უწყებებისადმი თავდასხმა ედებათ ბრალად. “გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მინიმალური სასჯელი იქნება 4 წელი, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის, მერაბ მურმანიძის შემთხვევაში – 7 წელი. მას კონკრეტულ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად,”- მიმართა ბრალდებულებს მოსამართლე …
Continue reading “9 ახალი ბრალდებული „ბათუმის აქციის საქმეზე” – რეპორტაჟი სასამართლოს დარბაზიდან”
ბათუმში, მასობრივ არეულობაში ბრალდებულ 17 წლის არასრულწლოვანს სკოლაში არასდროს უვლია
11 მარტის ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელების მიმართ თავდასხმის საქმეში კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა დახურულ სხდომაზე, ახლახანს დასრულდა. სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა. ერთ-ერთი არასრუწლოვანი ბრალდებული 16 წელს მიუღწეველია. ის სასამართლომ 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა. ის გუშინ დააკავეს სამართადამცველებმა. …
“ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
“ასეთი საქმე ჯერ ამ რეგიონის სასამართლოს პრაქტიკაში არ ჰქონია,”- აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან ამ წუთებში დაასრულა ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. ხუთივე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი მათგანი დღემდე ნასამართლევი არ ყოფილა. ბრალდებულ ლაშა დეკანაძის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე აქცენტს აკეთებს ბრალდებულის ძმაზე, რომლის …
Continue reading ““ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ”
ბათუმის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლომ განხილვა დაიწყო
მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმეს განიხილავს. დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდებათ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ. ბრალდებულებს კახა მახარაძეს, გენადი მალაყმაძეს, მინდია ბერიძეს, გიორგი ბერიძეს და ლაშა დეკანაძეს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებათ, …
Continue reading “ბათუმის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლომ განხილვა დაიწყო”
მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი
ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩარიტა ჟღენტის სარჩელს განიხილავს. ჩარიტა სასამართლოში საპატრულო პოლიციას უჩივის. მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს. რამდენიმე თვის წინ ჩარიტა დაბადების დღეზე ყოფილა და ერთ-ერთი ტაქსისთვის დაურეკავს, სადაც ე.წ. „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. ჩარიტა ნასვამი იყო და მძღოლი გამოიძახა, საკუთარი მანქანით შინ უსაფრთხოდ რომ დაბრუნებულიყო. „რესტორან „რივიერაში“ ვიყავი გასული წლის 28 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე …
Continue reading “მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი”
ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ხელვაჩაურის გზატკეცილზე, კახაბრის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა თავის არეში და იგი სასწრაფოს მანქანაში მოთავსების დროს გარდაიცვალა. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 50 წლისაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის …
ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა
ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 16 მარტს, 6 პირი დააკავა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ მან წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულები უკვე მოინახულა. მათ შორის არის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. აქამდე სამართალდამცავ …
Continue reading “ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა”
მოქალაქე პატრულს სასამართლოში უჩივის
მოქალაქე, ვინც პატრულს სასამართლოში უჩივლა, დავით ოქროპილაშვილია. ის ამერიკის მოქალაქეა. ბათუმის კარიბჭესთან, გასული წლის ზაფხულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვდვის გამო იგი პატრულმა 250 ლარით დააჯარიმა. საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. “ჩვენ წარმოვადგინეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს იმას, რომ ავარია დავით ოქროპილაშვილის მიზეზით არ მომხდარა”, – უთხრა მოსამართლეს ტოგო ჭელიძემ. ის სასამართლოში დავით ოქროპილაშვილის ინტერესებს იცავს. …
ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ნანა ფ.-ს სარჩელს განიხილავს. პატიმარი ქალი სასჯელაღსრულების მინისტრის ერთ-ერთი ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება პატიმარს, შემოწმების მიზნით, მოსთხოვოს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. მოსარჩელე ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, სადაც, ძირითადად, სკანირების აპარატს იყენებენ და გამონაკლის შემთხვევაში თხოვენ პატიმარს გაშიშვლებას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამტკიცებს, რომ სკანირება სრულ შემოწმებას ვერ …
Continue reading “ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე”
სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბათუმის სადავო ბინაზე გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 2004 წელს ჩამოართვეს. ბინა ამ დრომდე გიორგი პაპუაშვილს ეკუთვნის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს. როლანდ ბლადაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. მოპასუხე ამ საქმეში გიორგი პაპუაშვილთან ერთად ეკონომიკის და მდგრადი …
Continue reading “სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბათუმის სადავო ბინაზე გადაწყვეტილება მიიღო”
ადამიანი ბიუროკრატიულ წრეში – წერილები მთავრობიდან პასუხის გარეშე
მოქალაქე ომარ როდონაია წლებია ბათუმში საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვს. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. გალში ცხოვრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზეთი ომის დაწყებამდე დატოვა, დევნილის სტატუსი არ მიანიჭეს. წლების განმავლობაში ომარ როდონაია ბათუმში, ერთ-ერთი სახლის მიწურში ცხოვრობდა. 50 წლის ომარ როდონაიას შესახებ 2015 წელს „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ“, …
Continue reading “ადამიანი ბიუროკრატიულ წრეში – წერილები მთავრობიდან პასუხის გარეშე”
რაზე ესაუბრა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა ზურაბ პატარაძეს
3 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ავთანდილ ქამაშიძის დედა მოინახულა და დედის დღე მიულოცა. იმ დღეს ჯარისკაცის ოჯახს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ასევე ესტუმრნენ: აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ქობულეთის გამგებელი და ქობულეთის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ზურაბ პატარაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეხვედრის ფოტოებია განთავსებული და ინფორმაცია, რამდენი ლარით ეხმარება დედის დღეზე აჭარის მთავრობა ომში დაღუპული გმირების დედებსა …
Continue reading “რაზე ესაუბრა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა ზურაბ პატარაძეს”
11 მარტის აქციის მონაწილის საქმე მტკიცებულებების გარეშე
ბათუმში, 11 მარტის აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ნარიმან ლომინაძის საქმის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ დაუდგინა. ნარიმან ლომინაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. გუშინ მან მოსამართლეს მოუყვა, რომ ეკომიგრანტია და 12 მარტს დილით შუახევში, სოფელ ჭვანაში მიდიოდა, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობენ. მისი თქმით, პოლიციელებმა მანქანიდან გადმოიყანეს …
Continue reading “11 მარტის აქციის მონაწილის საქმე მტკიცებულებების გარეშე”
„ფეროს“ ყოფილი თანამშრომელი სარჩოს გარეშე
ავთანდილ ქათამაძის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. ქათამაძე ფეროშენადნობთა ქარხანაში 1984 წელს მძიმედ დაშავდა და 2007 წლამდე სახელმწიფოსგან ყოველთვიურ სარჩოს იღებდა. მოსარჩელე იმ სამართლებრივი აქტების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ყოველთვიურ სარჩოს უნიშნავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ ადამიანს, თუკი საწარმოს წილის 100 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 1996 წლიდან სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა და …
Continue reading “„ფეროს“ ყოფილი თანამშრომელი სარჩოს გარეშე”
სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ
დავით ცინცაძის ოჯახი მეოთხე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახისთვის შუქის მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოჯახი ისევ სიბნელეშია. მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში დავით ცინცაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად 2006 წელს თვითნებურად შესახლდა. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰყავდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი ჰქონდათ. 2013 წლიდან დავით ცინცაძის ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სამეზობლო …
Continue reading “სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ”
აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული სამი პირის – გიორგი ბადრიშვილის, გურამ ჩიკვაიძისა და ირაკლი ჯიბლაძის საქმეს განიხილავს. 12 მარტს, დილით, პირველად სწორედ მათი საქმეები წარმოადგინა პროკურატურამ სასამართლოში. საქმის განხილვა მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით დღეისთვის, 14 მარტისთვის გადაიდო. განხილვა დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო, რადგან სამივე დაკავებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. პოლიციელებმა …
Continue reading “აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს”
აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ბათუმში აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვას განაგრძობს. ზაზა ქოქოლაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა. „ღამით დამირეკეს, ქალაქში ამბავიაო, ჩემი ნათესავებიც აქციაზე იყვნენ. ღამის ორ საათზე წამოვედით ერთად, 10 კაცი ვიყავით, სოფლის სკოლის მარშრუტკით ჩამოვედით, დილის 5 იქნებოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა ქოქოლაძემ. მან სასამართლოს დაუდასტურა ისიც, რომ პოლიციელები …
Continue reading “აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით”
ჰოსპიტლის დირექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი, ისმეთ დინდარი სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართავს. ის ყოფილ დირექტორებს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს. „სასამართლოსგან უფლებაშეჩერებული დირექტორები არ ემორჩილებიან სასამართლოს ძალაში შესულ კანონიერ განჩინებას, რითაც აკრძალული აქვთ კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში, მათ შორის, შრომით საქმიანობაში ჩარევის უფლება. როგორც თავად დასაქმებულებიდან გამოდის ინფორმაცია, ი. თოქმანი და მ.ასლანჯა ფარულ შეხვედრას მართავენ რამდენიმე წამყვან ექიმთან …
Continue reading “ჰოსპიტლის დირექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს”