რა დაჯდა დავით გაბაიძის ვიზიტი ამერიკაში 

28 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. დავით გაბაიძის ამერიკაში ვიზიტისთვის ჯამში 9523 ლარი დაიხარჯა, თუმცა ავიაბილეთებისა და ვიზის მოსაკრებელი [ჯამში 2493 ლარი] მან საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დავით გაბაიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა …

პოლიციელი დაკავებულს: ის თქვი, რამდენჯერ ხარ ნასამართლევი

„პირველად ვხედავ ამ პოლიციელს. მე ამ კაცს არ დავუკავებივარ. მიცნობთ საერთოდ, რა მეცვა, შეგიძლიათ თქვათ?“ – ეს კითხვა მოწმის სახით დაბარებულ მე-7 განყოფილების პოლიციელს – თემურ აბაშიძეს გიორგი ბადრიშვილმა დაუსვა. გიორგი ბადრიშვილს ირაკლი ჯიბლაძესთან და გურამ ჩიკვაიძესთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. ისინი 12 მარტს დილით, ბათუმში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს …

ვახშამი ბათუმის ბიუჯეტის ხარჯზე

„ვახშმის ორგანიზება – 2960 ლარი, ღვინო – 105 ლარი, ნამცხვრები – 180 ლარი. დარბაზის დიზაინი – 1000 ლარი, ვიდეო რგოლების დამზადება – 1800 ლარი, მუსიკალური ბენდი – 150 ლარი…“ – ჩამონათვალს ხელშეკრულებაში იპოვით, რომელიც ბათუმის მერიასა და არასამეწარმეო იურიდულ პირს „აჭარის კულტურის სააგენტოს“ შორის 2017 წლის 24 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, „პროექტის მიზანია ჩვენი ქალაქის …

სუვენირებით მოვაჭრეების მორიგი აქცია მერიასთან

სუვენირებით მოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. მათი თქმით, მერია აუქციონის გამართვას აპირებს და ახალ სავაჭრო ჯიხურებში მათ მუშაობის საშუალება აღარ მიეცემათ. საუბარია გოგებაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 60 სავაჭრო ჯიხურის აღებასა და ახალი ჯიხურების შეძენაზე, სადაც ისევ სუვენირები უნდა გაიყიდოს. ახალი ჯიხურები ბათუმის საკრებულოს მიერ შერჩეულ ადგილებზე უნდა განთავსდეს. მერია მათ დაპირდა, რომ ახალი ჯიხურები სუვენირებით მოვაჭრეებს …

რას აპირებს ბათუმის მერია გონიოს მიწებზე

„ბათუმის მერიას არ გაუგზავნია სარჩელი სააპელაციო სასამართლოში“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში მას შემდეგ, როცა გონიოელებს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი შეხვდა და მათ სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის გამოხმობას დაჰპირდა. საპროტესტო აქცია გონიოს მცხოვრებლებმა ბათუმის მერიასთან დღეს, 14 ივნისს გამართეს. მათი მოთხოვნა იმის გარკვევა იყო, ასაჩივრებდა თუ არა მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მერიის მიწის …

მიწის კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელმაც გონიოელებს 2010 წელს მიწები ჩამოართვა

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე დავით ოქრაძე იქნება. ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. დავით ოქრაძე მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო აქამდე. იგი ასევე არის მერიის ქალაქგეგმარების და ურბანული განყოფილების უფროსი. დავით ოქრაძე 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. 2017 წლის 11 აპრილს მან „ბათუმელებს“ …

ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის წინააღმდეგ

პროფესორი ირაკლი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივის. პროფესორი დეკანის არჩევნების შედეგს ასაჩივრებს. ირაკლი მანველაძე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. „დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი და ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა მიუღებელი ჩემი დეკანობა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე. ის იმავე ფაკულტეტის თანამშრომელია, რომლის დეკანობაც სურდა. 2014 წლის ფაკულტეტის …

გონიოელების აქცია ბათუმის მერიასთან

გონიოელები საპროტესტო აქციას ბათუმის მერიასთან მართავენ. მათი ინფორმაციით, მერია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც მერიამ გონიოელების საქმე ინდივიდუალურად, ხელახლა უნდა შეისწავლოს. მერიას ამ დრომდე არ დაუფიქსირებია პოზიცია, ასაჩივრებენ თუ არა სასამართლოში გონიოელებთან წაგებულ საქმეს. „დღეს არის გასაჩივრების ბოლო ვადა. აქ ვიქნებით, ვიდრე არ გავიგებთ, რას აპირებს მერია. ისინი ჩვენ დაგვპირდნენ, რომ თუკი სასამართლოს მოვიგებდით, …

ბათუმის მერიის პრიორიტეტი – 4 სპორტული მოედანი მომდევნო 4 წელში

2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები ბათუმის მერიამ შეიმუშავა. მომავალ 4 წელიწადში ბათუმის მერია ერთ-ერთ პრიორიტეტად სპორტის განვითარებას ასახელებს, თუმცა ამისთვის ჯამში 408 390 ლარის დახარჯვას აპირებს. მერიის პრიორიტეტების საპრეზენტაციო მასალაში წერია, რომ მომავალ 4 წელში უნდა მოეწყოს 2 სპორტული მოედანი მწვანე კონცხის ადმინისტრაციაში, ხოლო თითო-თითო აეროპორტისა და ბონის დასახლებებში. „ეს არის პირველადი დოკუმენტი. შესაძლოა ეს ციფრები …

მოსამართლემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 250 ლარით დააჯარიმა

„ივანიშვილისთვის ხეების გადატანის საქმეზე“ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონი 250 ლარით დააჯარიმა, ხოლო რევაზ ხარაზის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რევაზ ხარაზი კი ამავე პარტიის წევრი. ისინი 6 ივნისის საღამოს დააკავეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო. პოლიციელებმა წინა სასამართლო სხდომაზე 7 ივნისს მოსამართლეს უთხრეს, რომ …

397 გამამტყუნებელი და 8 გამამართლებელი განაჩენი ოთხ თვეში

397 გამამტყუნებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში. ამ პერიოდში სასამართლომ სულ 411 სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. გამამტყუნებელი განაჩენებიდან პირობითი მსჯავრი შეეფარდა 161 პირს, ნაწილობრივ პირობითი მსჯავრი – 57 ადამიანს. სასამართლოს 4 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი საქმე დაუბრუნებია უკან, წინასწარ გამოძიებაში. იანვრიდან აპრილის ჩათვლით სულ 8 საქმეზე მიუღია სასამართლოს გამამართლებელი …

დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოსამართლე დავით მამისეიშვილი იქნება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, სადაც კიდევ 10 საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩიეს. დავით მამისეიშვილი მოსამართლეა 2008 წლიდან. თავდაპირველად იგი ქედაში, შემდეგ კი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. 2013 წლიდან დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა და ამავდროულად – სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლეობამდე დავით მამისეიშვილი მუშაობდა …

რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად, რომლის გავრცელებაც დასჯადია

მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც პორნოგრაფიის დამზადებასა და გავრცელებას კრძალავს. გასული წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სწორედ პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით დაიწყო ცნობილი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმის – „სიყვარულის“ წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მხატვრული ფილმი პორნოგრაფია იყო, შესაბამისად, მისი …

„ხმაურის დროა“ – საპროტესტო აქცია დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად ბათუმში

„ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს“, „ძირს რეპრესია და ძალადობა“, „ცენზურა დაუშვებელია“, „ხმაურის დროა“ – ეს გზავნილები ჰქონდა საპროტესტო აქციას ბათუმში, ევროპის მოედანზე. შეკრებილებმა „ბირჟა მაფიას“ რეპერების: მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავება გააპროტესტეს. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს. დღეს, 10 ივნისს, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმში რეპერების დაკავებას …

რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას

ავთანდილ ბერიძე, რომელმაც საზოგადოებას ქოლგით და იმით დაამახსოვრა თავი, რომ საკუთარ თავს VIP პერსონა უწოდა, აჭარის მთავრობაში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისმა შრომის ანაზღაურებამ წელს, პირველ ხუთ თვეში 16 746 ლარი შეადგინა, თვეში საშუალოდ 3349 ლარი [მათ შორის დანამატის სახით 6569 ლარი მიიღო, პრემია – 1416 ლარი]. ავთანდილ ბერიძის, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შრომა კი, …

ერთი კვირის ხელფასი 12 541 ლარი – რა ჩანს შს მინისტრის მოადგილის ქონებრივი დეკლარაციიდან

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა, ფინანსური დირექტორია „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციაში“. ამას გარდა, იგი ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტია და ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2016 წელს დავით ვარდიაშვილის შრომის ანაზღაურება ჯამში 163 603 ლარია. დავით ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2016 წლის იანვარში დაინიშნა. მის მიერ შევსებული 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის …

მოპედი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებული სასწრაფომ გადაიყვანა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ლუკა ასათიანის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირზე გამოსული მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოპედიდან ქალი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა. ადგილზე უკვე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მოპედი გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა და მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაფორმდება. ამ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება არ …

რეპერების მხარდასაჭერად აქცია ბათუმში 7 საათზე გაიმართება

პროექტ „ბირჟა მაფიის“ რეპერების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება. აქცია 7 საათზე დაიწყება. ამავე დროს საპროტესტო მსვლელობისთვის თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები. აქციაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, ასევე ცენზურის დაწესების მცდელობას გააპროტესტებენ. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს. „არ გვაქვს უფლება, ჩუმად ვიყოთ,“ – მიიჩნევს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი მალხაზ …

შსს მღებრიშვილის და მისი მოადგილეების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რა ოდენობის პრემიებს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – ამ ინფორმაციას უწყება ისევ მალავს. ანალოგიური შინაარსის ინფორმაციის გაცემა შს სამინისტროს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დაავალდებულა, თუმცა ეს სულაც არ უშლის უწყებას ხელს, კვლავაც დაარღვიოს კანონი. 2017 წლის 16 იანვარს „ბათუმელების“ მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციას, ნაცვლად კანონით განსაზღვრული 10 სამუშაო დღისა, შსს-მ 6-თვიანი დაგვიანებით უპასუხა, თანაც …

ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა

მსჯავრდებული კახა მ. ბათუმის ციხიდან, ამბობს, რომ ციხიდან ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის სხვადასხვა პრობლემას ასაჩივრებდა, ადრესატს არ მისვლია. კახა მ.-მ წერილი ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებიდან პირველ მაისს გააგზავნა და ამის დამადასტურებელი ქვითარიც აქვს. წერილი ადვოკატ მალხაზ ზოიძეს უნდა ჩაბარებოდა. „გზავნილი დაწესებულებიდან გაგზავნილია, წერილის ადრესატამდე მიტანას ფოსტა უზრუნველყოფს“, – მოგვწერეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან. „წერილი ფოსტას …

საია „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შპს „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის. შესაბამისი სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს საია უახლოეს დღეებში მიმართავს. სარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღება იქნება, რაზეც „ბათუმის წყალმა“ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იგი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და არ ახორციელებს საჯარო სამართლის უფლებამოსილებას. შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და 100 …

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა

აჭარის საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 31 წლის ლევან მაისურაძე თბილისშია დაბადებული და აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო. აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად იანვრიდან კახაბერ ბუხრაძე მუშაობდა. ის გუშინ როტაციის პრინციპით ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად …

„ივანიშვილისთვის მოპარული ხის“ საქმის განხილვა სასამართლოში

„აჭარის საპატრულო პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა იდგა იქ და უყურებდა, როგორ მიჰქონდათ ხეები უკანონოდ. მე მხოლოდ დახმარებას ვითხოვდი. პირიქით მოხდა – დამაკავეს“ – უთხრა მოსამართლეს ელგუჯა ბაგრატიონმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის და ამ პარტიის კიდევ ერთი წევრი, რევაზ ხარაზი გუშინ ღამით ჩაქვში, ხეების გადატანის დროს დააკავეს – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. …

“ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ხეების გადარგვის დროს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონის და რევაზ ხარაზის დაუყონებლივ გათავისუფლებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”, რევაზ ხარაზი კი, ამავე პარტიის წევრი. ისინი ჩაქვში გუშინ ღამით დააკავეს. “ელგუჯა არის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი ვალდებულება სწორედ ის იყო, მოეთხოვა ნებართვა, რის საფუძველზე გადაჰქონდათ …

პოლიციამ „წაგებული საქმეები“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც წააგო – „ბათუმის აქციის საქმე“

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 79 პირიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9 გაამართლა. „წაგებული საქმეები“ პოლიციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრა, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციის არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის იყვნენ რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე. „ბათუმი პლაზასთან“ მათი დაკავების გამო დაიწყო 11 მარტს საპროტესტო აქცია. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა …

გონიოელებმა სასამართლო დავა მოიგეს

გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 6 ივნისს, დააკმაყოფილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს და ინდივიდუალური პასუხი გასცეს თითოეულ მოსარჩელეს. ბათუმის მერიამ უკვე მეორედ წააგო სასამართლო დავა გონიოს მიწების საქმეზე. 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა.  ბათუმის მერიის საკუთრების …

გზით სარგებლობის უფლებისთვის მოქალაქე საპატრიარქოს სასამართლოში უჩივის

მოქალაქე შაქრო თურმანიძე საქართველოს საპატრიარქოს გზის დაბრუნებას სთხოვს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფერიის მთაზე, სადაც მიწის ნაკვეთი 1979 წლიდან აქვს, გზაც თვითონ გაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, 2014 წელს, მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა, მათ შორის, გზაც, რომლითაც შაქრო თურმანიძე სარგებლობდა. გზა ამჟამად ფერიის მთაზე მდებარე ეკლესიის სარგებლობაშია. „ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნაც, რომ შაქრო …

ვაჟა-ფშაველას 13-ში დანგრეული ძეგლი კომპანიამ არ აღადგინა – ორი სასამართლო დავა

„თუ ძეგლის სტატუსი აღარ ექნება ვაჟა-ფშაველას 13-ს, მაშინ ეს დავაც აბსურდული გახდება,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა, თამარ კახიძემ. აჭარის კულტურული მემკვდრეობის დაცვის სააგენტო ამჯერად კომპანიის დაჯარიმებას 10 ათასი ლარით  იმის გამო ითხოვს, რომ უნებართვოდ დანგრეული ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ მომხდარა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი მსჯელობს, კანონიერად მიანიჭეს თუ არა …

რა შეიცვალა ბათუმის სამრეწველო ზონაში გზის გადაკეტვის შემდეგ

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც  მოსახლეობამ 25 მაისს პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა და გურის მწარმოებელ საწარმოში შესულ სატვირთო მანქანას ტერიტორიის დატოვების საშუალება რამდენიმე საათით შეუზღუდა, ამ დროისთვის არაფერი შეცვლილა.  დატბორილ ქუჩებში ადამიანებს გავლა ისევ უჭირთ, ხოლო საწარმოს მძიმეწონიანი მანქანები ისევ ისე გადაადგილდებიან. ე.წ. სამრეწევლო ზონა ბათუმში, შანიძის ქუჩაზე მდებარეობს [ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორია]. შარაბიძეების სკოლის უკან მცხოვრები იამზე …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სასამართლომ გამომძიებლების ჩვენებების მოსმენა დაიწყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღევანდელ სხდომებზე იმ დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებები მოისმინა, რომლებმაც 11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ბრალდებულები დაკითხეს და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამომძიებლებმა თქვეს, რომ ისინი მოწმეებს ტელეფონით დაუკავშირდნენ, ხოლო გამოკითხვა პოლიციის სამმართველოს შენობაში შედგა. გამომძიებლების თქმით, 301 მოწმიდან გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებთან მიმართებაში დაუშვეს – დეპუტატები უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოკითხეს. ადვოკატების …

25 მილიონი საპატრიარქოს ყოველწლიურად – მოსამართლეები სარჩელის დასაშვებობას განიხილავენ

„სახელმწიფომ არც უნდა წაახალისოს და არც ხელი შეუშალოს რელიგიურ ორგანიზაციებს. რელიგიური ნეიტრალობა არის სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური ასპექტი,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მოქალაქეები: თამარ კორძაია, ეკა აღდგომელაშვილის, ლია ღვინიანიძის და სხვები საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის იმ ჩანაწერს მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წელს კიდევ ერთხელ …

რამდენად სამართლიანია სასჯელი მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის

„არაგონივრულია პირი დაისაჯოს მაშინ, როცა ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის კონსტანტინე კირვალიძის ინტერესებს იცავს, რომელიც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის გაასამართლეს. სარჩელის არსებითად განხილვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს თუ არა დასჯადი სისხლის სამართლის წესით. ბექა წიქარიშვილის საქმის შემდეგ, როცა სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება …

რა დარღვევები დააფიქსირა აუდიტმა ბათუმის პირველ სკოლაში

დარღვევები ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურმა დააფიქსირა. დირექტორის, მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კი, სკოლის სამეურვეო საბჭომ 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს. მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია და მისი გათავისუფლების უფლება განათლების სამინისტროს არ აქვს. შეიცავს თუ არა სკოლაში აღმოჩენილი დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ დასკვნა პროკურატურასაც გადაუგზავნეს. …

გადაეცემა თუ არა ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი საპატრიარქოს

ბათუმის მუნიციპალური თავშესაფარი შესაძლოა საპატრიარქოს გადაეცეს. ურეხში, ვარშანიძის 74-ში მდებარე ღამის თავშესაფარში ის მოხუცებიც გადავლენ, რომლებიც ამჟამად ხიმშიაშვილის ქუჩაზე საპატრიარქოს სავანეში ცხოვრობენ. ეს ინფორმაცია წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს დირექტორმა, იოანე ბარამიძემ დაგვიდასტურა. მისი თქმით, პროექტი უკვე არსებობს და ხარჯთაღრიცხვაც, თუმცა ბათუმის წლევანდელ ბიუჯეტში რეაბილიტაციისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რაში გამოიყენებს საპატრიარქო შენობას ზღვის …

გამოსახლება – რა უნდა იცოდეთ, როცა სახლის დანგრევის სანაცვლოდ კორპუსის აშენებას გპირდებიან

ანგისის ქუჩაზე სულიკო დიასამიძისა და რამაზ ბერიძის ოჯახებს ხვალ, პირველ ივნისს გამოასახლებენ. მათ უკვე მიუვიდათ აღმასრულებლის წერილი იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობით გამოსახლების დრო ამოიწურა. ამ ოჯახების გამოსახლებაზე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს. „ჩვენ ვართ თაღლითობის მსხვერპლი,“ – ამბობს ნუკრი დიასამიძე. ის ისტორიას გვიყვება, როგორ მივიდა მათთან ინვესტორის სახელით ვინმე რევაზ მიქელაძე და კერძო სახლების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის …

პოლონეთის პრეზიდენტმა ბათუმში აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაზე ისაუბრა

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა დღეს, 31 მაისს, ბათუმში იმყოფებოდა. პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა. ანდჟეი დუდამ ასევე მოინახულა გონიოს ციხე-მუზეუმი და მეუღლესთან ერთად ბათუმის ბულვარშიც გაისეირნა. აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას პოლონეთის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად აჭარის მთავრობის წევრები, პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საქართველოში პოლონეთის ელჩი – მარიუშ მაშკიევიჩი ესწრებოდნენ. …

Exit mobile version