ინიაციატივა პოლიციელების შვებულებისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის

„პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს. პარტია კანონპროექტის დარეგისტრირებას საქართველოს პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს გავლით აპირებს. პროექტის მიხედვით, ცვლილებები ძირითადად პენსიაში გასული პოლიციელების ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე მოქმედი პოლიციელების შვებულების სავალდებულო უზრუნველყოფას შეეხება. „ვულოცავთ პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს და მოვითხოვთ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენსიაზე …

რამდენი მუსლიმი ცხოვრობს ბათუმში

„სოფლებიდან ნუ ჩამოგყავთ ხალხი მანქანებით და გეყოფათ ის მეჩეთი, რაც გაქვთ“; „ნუ გაავსებთ მეჩეთს თურქებით და…“ – ეს არის ბათუმში მეჩეთის აშენების მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტები. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც 2014 წლის, ანუ ბოლო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, ბათუმში ამ დროისთვის 38 762 მუსლიმი ცხოვრობს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში მცხოვრები 152 839 მოქალაქიდან მართლმადიდებელია – 105 004, …

ავტოავარია მემედ აბაშიძის გამზირზე

მემედ აბაშიძის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი. იგი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.      

დავით ბალაძე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დავით ბალაძე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია კომპანია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს. „ევექსი“ რეფერალური ჰოსპიტლების ქსელს აერთიანებს. კომპანიის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში „ევექსის“ კლინიკების გენერალური დირექტორი ისევ ნათია ნუცუბიძე იქნება. კომპანია „ევექსის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დავით ბალაძე კომენტარს არ გააკეთებს. რატომ აღმოჩნდა კერძო კომპანიისთვის საინტერესო მენეჯერის პოზიციაზე …

საია ირაკლი მიქელაძეზე: იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები

„იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,“- ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ხიმშიაშვილი ირაკლი მიქელაძის შემთხვევას. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა 2016 წლის დეკემბრიდან, თუმცა არჩევიდან დღემდე ის საკრებულოს მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო. გერმანიაში ყოფნის მიუხედავად, ირაკლი მიქელაძე ხელფასთან ერთად პრემიასაც იღებს, საწვავის ლიმიტსაც სრულად ითვისებს და სატელეფონო ხარჯიც აქვს. …

საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა იგი საკრებულოს სხდომებსაც კი არ ესწრება. თანამდებობის პირისთვის, რომელიც სამსახურში არ დადის, ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 16 450 ლარი დაიხარჯა. ირაკლი მიქელაძე გერმანიაში იმყოფება მეუღლესთან ერთად. საზღვარგარეთ ყოფნა საკრებულოს თავმჯდომარეს არც იმაში უშლის ხელს, რომ საწვავისთვის და სატელეფონო ხარჯისთვის გამოყოფილი ლიმიტი აითვისოს. სამსახურში მიუსვლელად …

ბრალდებული: სასამართლოს გადაწყვეტილებამ ულუკმაპუროდ დამტოვა

„არ მინდა ჩემი ვინაობის გაჟღერება, ისედაც პრობლემაა ცხოვრება, არადა, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი…“ – გვითხრა ილია ხ.-მ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მას სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან. დაახლოებით სამი წლის წინ ილია ხ. მარიხუანას მოხმარებისთვის გაასამართლეს და ავტომანქანის მართვის მოწმობა ჩამოართვეს. სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, ილია ხ.-ს სასჯელის სახით სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესეს, მათ შორის, ავტომანქანის მართვა. საქმიანობის …

რა გამოავლინა ექსპერტიზამ – „ბათუმის აქციის საქმე“

„აი, თუ არ წერია ექსპერტიზის დასკვნაში ის, რასაც ვამბობდით,“ – მიმართა ადვოკატებს პროკურორმა რამაზ შავაძემ, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა. პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგინა. სხვადასხვა მიმართულებით დანიშნული ექსპერტიზიდან ამ ეტაპზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ექსპერტებმა ამ შემთხვევაში ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები შეისწავლეს, სადაც ბრალდებულები არიან დაფიქსირებული. „95 პროცენტ შემთხვევაში ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ …

როდის მოწესრიგდება ქობულეთის პლაჟი

ქობულეთში ზღვის სეზონი ჯერ არ გახსნილა. ამ დროისთვის არც პლაჟის კეთილმოწყობის სამუშაოებია დასრულებული. ქობულეთის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაახლოებით 10 დღეში პლაჟი დასუფთავდება და სეზონი ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. „თამარ მეფის ქუჩაზე განახლდა საკანალიზაციო სისტემა, ეს გამგეობას 383 ათასი ლარი დაუჯდა. რაც შეეხება სანაპირო ზოლის გამაგრებისთვის ღორღის შეტანას, ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. ზუსტ თანხას ვერ …

რა ფუნქცია ექნება აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ სამსახურს

აჭარის მთავრობამ ახალი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური შექმნა. ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამსახურს. დებულების მიხედვით, სამსახურის უფროსს აჭარის მთავრობა ნიშნავს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თუმცა „მთავრობას მიზანშეწონილობის მოტივით შეუძლია ნებისმიერ დროს მისი გათავისუფლება“, – აღნიშნულია ახალი სამსახურის დებულებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილეს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დანიშნავს. დებულების მიხედვით, ახალმა …

ბათუმის სამრეწველო ზონაში გზა გადაკეტეს

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც სხვადასხვა კომპანია სამშენებლო მასალებს აწარმოებს, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. რამდენიმე მოქალაქემ აგურის მწარმოებელი საწარმოდან გამოსული სატვირთო მანქანა რამდენიმე საათით გააჩერეს. ამ დროისთვის გზა, რომლითაც დაახლოებით 40 ოჯახი და საწარმოები სარგებლობენ, გახსნილია. “შეგვეცოდა მანქანის მძღოლი, დიდი გზა მაქვს გასავლელიო. ორი თუ სამი საათი გავაჩერეთ, რადგან ყურადღებას ისე არავინ გვაქცევს,”- უთხრა “ბათუმელებს” იამზე მჟავანაძემ. …

განაჩენი მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის

მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის 22 წლის არჩილ ტოტოღაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ის ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი იყო. საუბარია გასული წლის 26 აგვისტოს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ასევე ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი, ნოდარ გოგიტიძე მოკლეს, ხოლო პოლიციელი – მირიან ნოღაიდელი დაჭრეს. არჩილ ტოტოღაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, სიგარეტის მოწევა ამიკრძალეს

ბათუმის ციხიდან მსჯავრდებული ლეონიდე მ. „დეესკალაციის ოთახში“ უმიზეზოდ გადაყვანას აპროტესტებს. პატიმრის თქმით, მას ასევე დაუსაბუთებლად აუკრძალეს სიგარეტის მოწევა. ის მიიჩნევს, რომ აკრძალვა ციხის ადმინისტრაციამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით თვითნებურად დააწესა. ლეონიდე მ. სამართლებრივ დასაბუთებას ითხოვს, რის გამო აუკრძალეს მას მოწევა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო წერილობითი პასუხი, მაგრამ იგი მისთვის დამაჯერებელი არ …

რა შემთხვევაში გახდება დასაშვები გვამზე მუშაობა საქართველოში

გვამზე სამედიცინო სწავლების უფლება დღეს საქართველოში არავის აქვს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გვამზე მუშაობის უფლებას უშვებს, თუმცა სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს – კონკრეტულად ვის აქვს უფლება გვამზე მუშაობის ნებართვა გასცეს, რა პირობით, ან რა შემთხვევაში. საქართველოს სამედიცინო ფაკულტეტს სტუდენტები ისე ასრულებენ, რომ მათ გვამთან მუშაობის შესაძლებლობა …

ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“

ყაჩაღობაში ბრალდებული ჯემალ მ. ბრალს არ აღიარებს, თუმცა დაკავების დროს, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა, რომ მან ახალი წლის საღამოს ჩაიცვა სანტას ფორმა და სუპერმარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა სათამაშო რევოლვერის მუქარით. „სანტას ყაჩაღობის საქმეს“ მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ყაჩაღობაში ბრალდებულ „სანტას“ 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. „მე ჩავატარე ბალისტიკური ექსპერტიზა, უნდა გამოგვერკვია, …

ბათუმის აქციის მონაწილის ჩვენებიდან: ფეიერვერკის სროლით ჩემი პროტესტი გამოვხატე

„მე რომ აქციაზე მივედი, პოლიციის მანქანებს ცეცხლი ეკიდა. ზოგიერთი მანქანა დამტვრეული იყო, ამტვრევდნენ და აზიანებდნენ მანქანებს. დანგრეული იყო გზის გამყოფი დეკორატიული ღობეები. ახალგაზრდები იქ ვინებიც იყვნენ და ვხედავდი, აგრესიულად იქცეოდნენ, ისროდნენ ქვებს პოლიციის მიმართულებით, რომლებიც მობილიზებული იყვნენ და იცავდნენ პოლიციის შენობებს…“ – ვკითხულობთ „11-12 მარტის ბათუმის აქციის“ ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ ბასილაძის ჩვენებაში. იგი ბათუმში ცხოვრობს და …

ბათუმში აქციაზე დამწვარი მანქანების ფასი – ვინ გადაიხდის ზარალს

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა შეადგენს 67 ათას 261 ლარსა და 55 თეთრს,“ – ვკითხულობთ ქეთევან ემირიძის ჩვენებაში. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია და მარტის აქციაზე დამწვარი ავტომანქანების შესახებ აწვდის ინფორმაციას პროკურატურას. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ერთადერთი უწყება, რომელიც დაზიანებული ავტომანქანების გამო ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. „ბათუმის აქციის საქმეში“, რომელიც 16 ტომს მოიცავს, …

„ბათუმის აქციის“ ერთ-ერთ მონაწილეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ირაკლი ჯიბლაძისa და გურამ ჩიკვაიძის საქმე სასამართლომ დღეს, 22 მაისს, განიხილა. ისინი 12 მარტს დილით დააკავეს, თუმცა იმავე საღამოს ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის განხილვა აქამდე იმიტომ გადაიდო, რომ მხარეებმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვეს. პროცესზე კიდევ ერთი პირი – გიორგი ბადრიშვილი უნდა მოსულიყო. ისიც 12 მარტს დილით დააკავეს. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა თქვა, რომ …

როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ჰიგიენა 2009“-ში 100-პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი რეგულაციები აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის მხრიდან თანხის უკანონო მითვისება გამორიცხოს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი მექანიზმი 5 მილიონის მითვისებამდე არ …

წერილი ბათუმის ციხიდან: ტელეფონზე ლაპარაკის უფლებისთვის რკინა გადავყლაპე

აზეირბაიჯანის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებულია, თარჯიმნის და ადვოკატის გამოყოფას ითხოვს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მის თხოვნას აქამდე ყურადღება არავინ მიაქცია. „მე, ელჯან მუსაიევ ეთბაროღლუ, ვარ აზეირბაიჯანის მოქალაქე, რადგან არც ქართულად ვიცი და არც რუსულად წერა, თხოვნით ჩემი თანამესაკნე წერს ჩემი კარნახით. მოგმართავთ, როგორც თქვენ, ასევე აზეირბაიჯანის საელჩოს, რამდენი ხანია ვითხოვ თარჯიმანს, მაგრამ არანაირი ყურადღება, …

პატიმრები ცოტნე ანანიძეზე: კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან

პატიმრები ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილით დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო მომსახურების, ასევე ბრალდებულების შემთხვევაში – თარჯიმნისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების პრობლემები. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას. ცოტნე ანანიძე ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, ამჟამად კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეა. „აჭარის უზენაესი საბჭოს ადამიანის …

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც „11-12 მარტის აქციის საქმეს“ განიხილავს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებულის საქმეს დღეს, 19 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულებს  ბრალის არსს გააცნობს და ჰკითხავს – ცნობს თუ არა რომელიმე მათგანი თავს დამნაშავედ. თამარ ბეჟანიშვილი ასევე განუმარტავს ბრალდებულებს, რა სასჯელი ელოდება თითოეულ მათგანს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში. ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირის საქმეს …

რა შეცვალა ეკონომიკის სამინისტრომ 5 მილიონის მითვისების შემდეგ

„ჩვენ შევცვალეთ საწარმოების წესდება გახმაურებული საქმის შემდეგ“, – ამბობს პაატა ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი. საუბარია შპს-ებზე, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წილებს ფლობს. „გახმაურებული საქმე“ კი ირაკლი ცეცხლაძეს უკავშირდება, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ დირექტორს, რომელმაც 5 მილიონი ლარის მითვისება მოახერხა.  სახელმწიფო შპს-ებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შპს-ს დირექტორს აღარ ექნება უფლება ხელზე …

82 წლის ქალი ბინიდან გამოსახლების მოლოდინში

საიათნოვას 4-ში მცხოვრებ 82 წლის ალექსანდრა ტორუნს [ბათუმში ჩაის სახლის შენობა] ბინის დაცლას აიძულებენ. ამბობს, რომ ბინის კანონიერმა მესაკუთრემ შესასვლელი კარის გასაღები წაართვა, ტუალეტის კარი აუჭედა და სახეშიც გაარტყა. გასულ წელს კანონში შესული ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრებიდან პირის გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. „აქ ვცხოვრობ 1983 წლიდან, მომიტანონ სასამართლოს გადაწყვეტილება და წავალ,“ – 82 წლის …

არჩილ ხაბაძის მამის თანამდებობა პაატა ბერიძემ დაიკავა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსად პაატა ბერიძე დაინიშნა. ის აქამდე ამ განყოფილებაში სპეციალისტად მუშაობდა. განყოფილების უფროსის თანამდებობა თამაზ ხაბაძეს ეკავა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამას. თამაზ ხაბაძემ თანამდებობა აპრილში დატოვა. თამაზ ხაბაძეს სამსახურიდან წასვლის მიზეზზე არ უსაუბრია. არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“ საკადრო ცვლილება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას დაუკავშირა, ხოლო სამინისტროს ინფორმაციით, თამაზ ხაბაძემ …

ნარკოდანაშაული – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე მეტად პოლიციელთა ჩვენებას ენდო

ორი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებლით შეცვალა. ირაკლი ვაშაკიძეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა გამოძიება და მას უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ: ნინო გვენეტაძემ, პაატა სილაგაძემ და გიორგი შავლიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ამ საქმის განხილვის დროს, დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ბიოლოგიური, იგივე დნმ ექსპერტიზის დასკვნა …

პროკურორი მოწმეების გარეშე – „11-12 მარტის აქციის საქმე“

„11-12 მარტის აქციის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 მაისს დაიწყო. მასობრივ ძალადობას და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. 21 ბრალდებულიდან ორს, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის მოწყობა ედება ბრალად. მათი წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. საქმეში ორი არასრულწლივანია, მათი განხილვა დახურულ პროცესებზე მიმდინარეობს. დღეს კი დაიწყო იმ …

უსკო სამ ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია კონკურსს სამ ვაკანსიაზე აცხადებს. ვაკანსიები ახალ სამსახურშია, რომელიც უსკომ საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად და გრანტების მოსაძიებლად შექმნა. „ინსტიტუციური განვითარების სამსახურის“ ფუნქციები უსკოს რეგლამენტით განისაზღვრება. ამ ცვლილებებსა და კონკურსის დებულებაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია დღეს, 17 მაისს იმსჯელებს. უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას თქმით, ახალი სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დანამატის გარეშე დაახლოებით 1274 ლარი …

რომელი მოსამართლე განიხილავს „ბათუმის აქციის საქმეს“

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ დღეს, 17 მაისს, არსებით განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე დაიწყებს. საქმეში ამ დროისთვის ზუსტად 301 მოწმეა დასაკითხი. მოსამართლე თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. ამ საქმეზე წინასასამართლო პროცესები მოსამართლეებმა ვიოლეტა ფორჩხიძემ და დავით მამისეიშვილმა გამართეს. ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს. ასევე იმას, უნდა გათავისუფლდეს თუ არა ბრალდებული პატიმრობიდან …

რა თანხას დაიბრუნებს სახელმწიფო მითვისებული 5 მილიონიდან

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მსჯავრდებულის ის საბანკო ანგარიშებიც ჩამოთვალა, სადაც მას თანხა აქვს განთავსებული – ჯამში 130 256 აშშ დოლარი და 988,77 ლარი. უკანონოდ მითვისებული 5 მილიონიდან სახელმწიფო მხოლოდ ამ თანხას დაიბრუნებს. ამას გარდა, ბელორუსიაში დაკავების დროს, ირაკლი ცეცხლაძემ …

„5 მილიონის საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გახმაურებული „5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  მას ასევე ჩამოართმევენ იმ ფულს, რაც ამ დროისთვის საბანკო ანგარიშზე აქვს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს სთხოვა, თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გარდა, ირაკლი ცეცხლაძის საბანკო ანგარიშებიდანაც მოიხსნას თანხა, „რაც მას უკანონო გზით აქვს მოპოვებული და …

ნეპოტიზმის ნიშნები შუახევში

შუახევის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლო დავას ვახტანგ ბერიძე იწყებს. ის 4 მაისამდე ააიპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო. მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. შუახევის კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი მაკა მაკარაძე გახდა. ის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რუსუდან შავაძის რძლის დაა. რუსუდან შავაძე უშუალოდ კულტურის მიმართულებას კურირებს. ამავდროულად, კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი – მაკა მაკარაძე …

უნივერსიტეტის კონკურსში, წინასწარი ინფორმაციით, აჭარის სუს-ის უფროსის ცოლმა გაიმარჯვა

ინგლისური ენის მიმართულებით ერთი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი აპრილში, სასწავლო წლის მიწურულს, მოულოდნელად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა. 11 მაისს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა, კანდიდატების საბუთებიც გადამოწმდა და გასაუბრებაც იმავე დღეს ჩატარდა. უნივერსიტეტი დღეს, 15 მაისს, დღის ბოლოს აპირებს კონკურსის შედეგების გამოქვენებას, თუმცა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე „ბათუმელებთან“ არ მალავს, რომ „ყველა …

ბათუმის ბულვარში ინდურ ფილმს იღებენ

ბათუმის ძველ ბულვარში, ანბანის კოშკთან, ინდურ ფილმს იღებენ. როგორც „ბათუმელებს“ ფილმის პროდიუსერებმა უთხრეს, ფილმი რომანტიკული დრამა იქნება და მას წლის ბოლოდან ნახავს მაყურებელი. ზღვის სანაპიროს გარდა, მხატვრული ფილმის რამდენიმე სცენას ხევსურეთშიც გადაიღებენ.  

როცა შუა ქალაქში შეუმჩნევლად კვდები

„ცოტა ხნის წინ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ბინაში ორი გარდაცვლილი იპოვეს…“ _ წერდა „ბათუმელები“ 31 იანვრის საღამოს. გარდაცვლილები დედა და შვილი იყო, 78 წლის ჯანიკო სარჯველაძე და 53 წლის ამირან გორგაძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დედამ შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღე იცოცხლა. ამირანი  საწოლში ჩამხობილი იპოვეს, ჯანიკოს ცხედარი კი ბინაში შესულ პოლიციელებს საძინებლის აივნის კართან დახვდათ. სავარაუდოდ, იგი მეზობლებისთვის …

საზოგადოებრივი მაუწყებელი სცენარისტებს ფულს არ უხდის

„საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სამეურვეო საბჭომ სცენარისტების საჩივარი მაუწყებლისგან ანაზღაურების მიღებაზე, განუხილველი დატოვა. საუბარია პირველი არხის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტზე – „კლასიკოსები”. სცენარისტებმა – მარიამ ბექაურმა, ალექს ჩიღვინაძემ და ივა ფეზუაშვილმა გასული წლის ზაფხულში მოიგეს მხატვრული ფილმების სერიალების კონკურსი და 12 ფილმის სცენარი მოამზადეს. მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა მათ სცენარისთვის გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა და მიმდინარე წლის …

Exit mobile version