Batumelebi | აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა – Batumelebi
RU | GE  

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა

აჭარის საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 31 წლის ლევან მაისურაძე თბილისშია დაბადებული და აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო.

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად იანვრიდან კახაბერ ბუხრაძე მუშაობდა. ის გუშინ როტაციის პრინციპით ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს. კახაბერ ბუხრაძეს უკავშირდება ცნობილი 11-12 მარტის აქცია ბათუმში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი