ევროსასამართლოში სომხეთის მოსამართლის შეკითხვა თურქ მოსამართლეს ბათუმის კონგრესზე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეების სასამართლო პროცესის შესახებ შეკითხვა ბათუმის კონგრესზე დაისვა. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში გრძელდება. დღეს, 30 ივნისს, მოხსენებების მოსმენის პარალელურად, რამდენიმე წუთი დისკუსიას დაეთმო. შეკითხვა მხოლოდ თურქეთში, 2016 წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე დაისვა. როდის მოახერხებს სასამართლო სამხედრო გადატრიალების მონაწილეების საქმეების განხილვას – შეკითხვა კონგრესის მონაწილემ, სომხეთის მოსამართლემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა …

განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ბრალი უკან წაიღო

მოსამართლე ირაკლი შავაძეს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღება დაასწრო. პროკურორს დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ზურაბ კონცელიძემ მის ნაცვლად თქვა, რომ ბრალზე საერთოდ უარს ამბობს. საქმე იაგო ცივაძის ბრალდებას ეხება. ის 2015 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გამო. სამართალდამცველებმა იარაღი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდება ამ საქმეში …

პრეზიდენტი: კონსტიტუციის შეცვლის პროცესი უნდა შეჩერდეს

ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცესი უნდა შეჩერდეს. „საერთაშორისო საზოგადოებას და ქართულსაც, ვერაფერს გამოაპარებ. დღეს ჩვენ ყველანი ვართ ჩიხურ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ არ უნდა შეჩერდეს  დემოკრატიის განვითარება, სხვანაირად უნდა შევაფასოთ ეს ვითარება. ეს პროცესი აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამიტომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს …

ჯანი ბუკიკიო ჯეჯელავას განცხადებაზე: ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ

„ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე ვიგულისხმე ის, რომ ქართული პოლიტიკური კულტურის განვითარების მიმართ არსებობდა სხვა მოლოდინი. სამწუხაროდ, ეს უკვე კრიზისია,“ – ასე უპასუხა ჯანი ბუკიკიომ, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ „ბათუმელების“ კითხვას იმედგაცრუების კონტექსტზე. გუშინ ჯანი ბუკიკიომ თქვა, რომ ის იმედგაცრუებულია საკონსტიტუციო ცვლილებებით. დღეს, განათლების მინისტრმა და პრემიერის მოადგილემ, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მედიამ გააშუქა არასწორი …

რა განიხილება ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის დახურულ ნაწილზე

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი მიმდინარეობს. ღონისძიების გარკვეული ნაწილი მედიისთვის დახურულია. რა საკითხები განიხილება კონგრესის დახურულ ნაწილში? – კითხვა „ბათუმელებმა“ ზაზა თავაძეს დაუსვა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ზაზა თავაძის განმარტებით, დახურულ ნაწილში განიხილავენ კოსოვოს და ყაზახეთის ასოცირებული წევრობის ნაწილს. საუბარია ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების ასოციაციის წევრობაზე. გარდა ამისა, ასოციაციის წევრებმა კენჭისყრით უნდა შეარჩიონ ქვეყანა, რომელიც მომავალ …

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი მიმდინარეობს

„კონსტიტუცია, პირველ რიგში, არის ფასეულობები, დაწერილი და დაუწერელი პრინციპების დაცვა. კონსტიტუცია გამოხატავს ღირებულებებს,” – ამ სიტყვებით გახსნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში ჯანი ბუკიკიომ, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონგრესის თავმჯდომარეა 2014 წლიდან. საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ავსტრიაში კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს სამი წლის ვადით. კონგრესი 29 ივნისიდან პირველ ივლისამდე …

რა თქვა პრემიერმა ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნა. კონგრესის გახსნამდე, ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ. „ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისი და ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას,“ – აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან არ დააკონკრეტა, რა იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან კომპრომისში. „მე მადლობა გადავუხადე ვენეციის …

საქმე, სადაც მტკიცებულებაზე ფიქსირდება არა ბრალდებულის, არამედ პოლიციის აგენტის ანაბეჭდები 

იაგო ცივაძის საქმეს 2015 წლიდან განიხილავს სასამართლო. მას გამოძიება იარაღის უკანონო ტარებას ედავება. დღეს, 28 ივნისს, იაგო ცივაძე განაჩენს ელოდა მოსამართლე ირაკლი შავაძისგან, თუმცა სასამართლო დარბაზში მყოფმა პროკურორ ლევან მურვანიძისგან მოისმინა, რომ ის დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ არის და არც მომდევნო თვემდე ეცლება. მომდევნო თვეში, ანუ პირველი ივლისიდან, მოსამართლე ირაკლი შავაძე სისხლის სამართლის საქმეებს აღარ …

მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა

“როგორც თქვენ არ მოგეწონათ, როცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, ისე მე არ მომეწონა, როცა პოლიციელებს გვაგინე,” – მიმართა ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას (პასპორტის მიხედვით ზურაბ ბუზარიაშვილს) პოლიციელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს მოაწერა ხელი და ტრანსგენდერი ქალი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შემთხვევა 23 ივნისის ღამეს დაფიქსირდა. პოლიციას გაბრიელამ შეატყობინა, რომ მას ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში 5 მამაკაცი …

პოლიციის გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს – მსხვერპლი პარლამენტის წინააღმდეგ

„სამჯერ გააფრთხილა პოლიციელმა მოძალადე. ბოლო გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს”, – ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, თამარ ავალიანმა იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ ოჯახში ძალადობის დროს, პოლიციელის გაფრთხილება არაფერს ცვლის, ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემა პოლიციელის ნებაზეა დამოკიდებული. გაფრთხილებაც და შემაკავებელი ორდერის გამოცემაც პოლიციელს შეუძლია. ძალადობის დროს შემაკავებელი ორდერის გამოცემა  პოლიციელის კეთილსინდისიერებაზე რომ არ უნდა …

„გონიოს პლაჟის ინციდენტი“, რომელშიც დაზარალებული იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანია

„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე“, – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა ამ დრომდე გრძელდება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. გიორგი მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. გონიოში მომხდარი ინციდენტის სასამართლო გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა მოსამართლე ხვიჩა …

მოსამართლეების უხერხული კითხვები პორნოგრაფიაზე

“პორნოგრაფიის განმარტება უნდა იყოს კანონში და არა ვიკიპედიაში”, – ასე უპასუხა იურისტმა გიორგი გოცირიძემ პარლამენტის წარმომადგენელს, თათია მესხიას. გიორგი გოცირიძის თქმით, პარლამენტის წარმომადგენელმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ენციკლოპედია არ არის და თუ ვინმეს პორნოგრაფიის განმარტება სურს, ინტერნეტში შეუძლია მისი დაძებნა. მოქალაქე გიორგი ლოგუას სარჩელს პორნოგრაფიის გავრცელებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. გიორგი …

განაჩენი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ არასრულწლოვნებს

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ორ არასრულწლოვანს საპროცესო შეთანხმება დღეს, 26 ივნისს, გაუფორმა პროკურატურამ. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მასობრივ ძალადობაში ბრალდებული არასრუწლოვნების შემთხვევა დახურულ სხდომაზე განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 წლის მაგსუდ ბ. წელიწადნახევრის შემდეგ გათავისუფლდება პატიმრობიდან. სამი წლის განმავლობაში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა არასრუწლოვან ირაკლი ჩ.-საც. ის აქამდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საპროცესო …

მერია მოქალაქეს სასამართლოში უჩივის – სამხედრო ვალდებულების მოხდისგან თავის არიდების მცდელობა

ბათუმის მერია მოქალაქე რამაზ ირემაძეს სასამართლოში უჩივის. დავის საგანი სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობაა. საქმეს მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი განიხილავს, თუმცა დღევანდელ პროცესზე მოქალაქე არ გამოცხადდა. „ამ მოქალაქემ არ ჩაიბარა უწყება სამხედრო გაწვევის შესახებ. უწყებას წვევამდელებს მერიის გამგეობის წარმომადგენლები აბარებენ. ჩვენ შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს“, – ამბობს ნინო სურგულაძე, ბათუმის …

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმე – 28 წლის ბრალდებულს უვადო პატიმრობა ელის

„ღამით ბრალდებული შევიდა ნესტორ დ.-ს დროებით საცხოვრებელ ოთახში და განსაკუთრებული სისასტიკით, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას გულ-მკერდის, კისრის და მუცლის არეში…“ – ეს ამონარიდია საბრალდებო დასკვნიდან ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის საქმიდან. მკვლელობა თებერვლის ერთ-ერთ საღამოს მოხდა. გამოძიებამ სასამართლოზე წარმოადგინა საქმის მასალები, მათ შორის, ურიკა, რომლითაც ცხედარი გამთენიისას მდინარემდე მიიტანეს. „ეს მუხლი ითვალისწინებს …

ტრანსგენდერი ქალი: დაცვის მაგივრად პოლიციელებმა მაგინეს და განყოფილებაში წამიყვანეს

გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია და იგი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ გუშინ ღამით ბათუმში, მოძალადეებისგან თავის დასაცავად პოლიცია თვითონ გამოიძახა, მათ კი დაცვის ნაცვლად განყოფილებაში წაიყვანეს, სიტყვიერად შეურაცხყეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს – პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. „დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ჭავჭავაძეზე, ეკლესიასთან მდებარე სკვერში ვიდექი მეგობართან ერთად. გამოიარა ხუთმა მამაკაცმა და დაგვიწყეს …

„უსამართლობაა, როცა განსხვავებულად ექცევი“ – კონსტიტუციის 42-ე მუხლი „ბათუმის აქციის საქმეზე“

მინდია ბერიძეს და რევაზ ქერქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. ისინი პირველები არიან, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალი აღიარეს – საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ. მინდია ბერიძე ერთი წლით დარჩება პატიმრობაში, რევაზ ქერქაძე – 6 თვით. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულ 17 პირს საპროცესო შეთანხმება და 2-2 წლით პატიმრობა შესთავაზა. მასობრივი ძალადობა, რაშიც ჩვიდმეტივე …

შსს-ს პასუხი სასამართლოს „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებაზე

„სხვაგვარად სამართალდარღვევაზე რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – უთხრა მოსამართლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. ამ უწყების და კიდევ პარლამენტის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა შეიტანა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება“ კონსტიტუციას არღვევს. „ჩვენ მთლიანად პროცედურას ვასაჩივრებთ. მართალია, 2015 წელს გარკვეული პროცედურები გაიწერა, მაგრამ ეს რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და იგი თვითნებობის …

„უკანონო მოსმენებზე“ სასამართლომ სუს-ის მოსმენა ვერ მოასწრო

„უკანონო მოსმენებზე“ განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადადო. მეორე დღეა მოსამართლის და მოსარჩელეების შეკითხვებს სუს-ის წარმომადგენელი ელოდა, თუმცა, სასამართლოს მის მოსასმენად დრო არ ეყო. სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე უნდა გადაწყვიტოს, 326 მოსარჩელის მიერ ხელმოწერილ სარჩელს არსებითად განიხილავს, თუ პირდაპირ გააუქმებს პარლამენტის მიერ გასული წლის აპრილში შეცვლილ კანონმდებლობას „ფარულ მოსმენებზე“. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ახალი სააგენტო, რომელიც …

პატიმრები კვების პრობლემებზე ციხეებში და საიდუმლო შესყიდვა

ციხიდან გამოგზავნილ წერილებში, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, პატიმრები ხშირად საუბრობენ ციხეებში კვების პრობლემაზე. „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უმრავლესობა უკმაყოფილოა შეთავაზებული საკვების ოდენობით, ხარისხითა და გემოთი“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში. ამავე დოკუმენტში სახალხო დამცველი კვების ხარისხის კონტროლის მექანიზმსაც არაეფექტურად აფასებს, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისიის შესვლას პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს …

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ირაკლი შავაძე აღარ განიხილავს, მას მოსამართლე – ლევან გელოვანი ჩაენაცვლება. ირაკლი შავაძემ განცხადება უკვე დაწერა და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადადის. ირაკლი შავაძე 2015 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა სამი წლის ვადით, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, იგი აქამდე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. პირველი ივლისიდან …

სააგენტოს პოზიცია, რომელიც ფარულად გვისმენს – სასამართლო პროცესის მეორე დღე

“არც ერთ ქვეყანაში არაა სრულიად დამოუკიდებელი ის ორგანო, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს,” – უთხრა მოსამართლეებს დავით გაბეხაძემ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა. ეს სააგენტო ახორციელებს ამჟამად ფარულ მიყურადებას, თუმცა სუს-ს მისი კონტროლის მექანიზმი ისევ გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლო მეორე დღეა განაგრძობს ზეპირ მოსმენას „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ” 326 მოქალაქის სარჩელზე. სასამართლოს პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს, სარჩელზე არსებითი …

მოსამართლე: იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?

ამ წუთებში „ბათუმის აქციის საქმის“ განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლო სხდომის დარბაზი მაშინვე დატოვეს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე თქვა: „თუკი ვინმე აპირებს დარბაზის დატოვებას პროტესტის ნიშნად, აჯობებს ეს ახლავე გააკეთოთ. ამან ხმაური არ უნდა გამოიწვიოს“. „ადექით, წავიდეთ ყველა“, – მიმართა დარბაზს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ. მოწოდების შემდეგ დარბაზი დაცარიელდა. ბრალდებულისთვის განკუთვნილ …

საპროტესტო მსვლელობა სასამართლოსკენ – „ბათუმის აქციის საქმე“

საპროტესტო მსვლელობა ბათუმის „პლაზადან“ სასამართლოსკენ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულების ახლობლებმა გამართეს. „გამოუშვით“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 11 მარტის აქცია თავდაპირველად ბათუმის „პლაზასთან“ დაიწყო. „ამიტომაც შევიკრიბეთ აქ. ჩვენ შერჩევით სამართალს ვაპროტესტებთ,“ – ამბობს რევაზ გორგილაძე. საპროტესტო აქცია ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გრძელდება. პირველ საათზე „ბათუმის აქციის საქმეზე“ გამომძიებლების ჩვენებებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მოისმენს.

ზღვის პირას ნახევარი ჰექტარი მიწის მითვისების ამბავი

ზღვის პირას, ჩაქვში, დაახლოებით 4900 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მითვისებას პროკურატურა მერაბ მ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოტყუება შეძლო და სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა. ცოტა ხნის წინ კი, ბრალდებული ამ მიწის ნაკვეთს 90 ათას დოლარად ყიდდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. მიწა ზღვის პირას წლების განმავლობაში „ჩაქვის …

წიგნები 50%-მდე ფასდაკლებით ევროპის მოედანზე გაიყიდება

წიგნები 50 %-მდე ფასდაკლებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, 22 და 23 ივნისს გაიყიდება. აქციის – „მოიზღვავე წიგნების“ ფარგლებში 8 გამომცემლობის წიგნების შეძენაა შესაძლებელი. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ გამომცემლები: „წიგნები ბათუმში“, „აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“,„დიოგენე“, „ინტელექტი“, „ლოგოს პრესი“ ,„ლაზარე. “ წიგნების გამოფენა-გაყიდვას ბათუმში უკვე მეორე წელია წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონი“ აწყობს მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. აქცია ევროპის მოედანზე დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე …

facebook მიმოწერები მტკიცებულებად მერაბ ღოღობერიძის საქმეში

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს. მათ „ბათუმის აქციის საქმეში“ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. დღეს, 20 ივნისს, საქმის არსებითი განხილვისა და  ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებები წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. დღეს მოსამართლემ ორივე ბრალდებულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? „დამნაშავედ კი არა, სიზმარში მგონია თავი. ამ …

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ – 326 მოქალაქის სარჩელის განხილვა დაიწყო

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ 326 მოქალაქის სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. ამ სხდომაზე პლენუმის 9 მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება, თუ პირდაპირ გააუქმებს სასამართლო იმ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ფარულ სატელეფონო მოსმენებს არეგულირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულა პარლამენტმა სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფარულ მიყურადებას არ უნდა ახორციელებდეს …

სასამართლო პროცესი ბრალდებულების წასვლის შემდეგ

„ბატონო მოსამართლევ, მე არ მინდა, შეხედოთ ამ საქმეს მხოლოდ ვიწრო კრიმინალურ ჭრილში, ეს არის ისტორიული საქმე,“ – მიმართა მოსამართლე ირაკლი შავაძეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. მას შემდეგ, როცა სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულმა 7-მა პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მოსამართლემ პროკურორ რამაზ შავაძის და ადვოკატების ე.წ. შესავალი სიტყვა მოისმინა. არსებითი განხილვის ამ ეტაპის შემდეგ, სასამართლომ მოწმეთა …

პროკურატურის მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად მიიჩნია – „ბათუმის აქციის საქმე“

პროკურორების, რამაზ შავაძის და ფრიდონ ქარცივაძის მიერ დღეს, 19 ივნისს, სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები მოსამართლე ირაკლი შავაძემ დასაშვებად სცნო. საუბარია ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეო კადრების ანალიზზე, რომლითაც დასტურდება, რომ კადრებში დაფიქსირებული პირები „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულები არიან. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ ამ საკითხის განხილვა გადადო, რადგან ადვოკატები სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნებს გაცნობილი არ …

ბრალდებულების და მათი ახლობლების პროტესტი სასამართლო დარბაზში – „ბათუმის აქციის საქმე“

პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულებმა და მათმა ახლობლებმა დატოვეს. დარბაზი ხალხმა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხმაურიანი განცხადებებით და შეძახილებით დატოვა. „ძალიან ცუდი რჩევა მოგცათ თქვენ ვიღაცამ,“ – მიმართა ბრალდებულების ახლობლებს მოსამართლე ირაკლი შავაძემ, ვიდრე ისინი დარბაზს დატოვებდნენ. მან პროტესტის ეს ფორმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად შეაფასა. „არა. ეს იყო პროტესტი პროკურატურის მიმართ“, – …

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „ბათუმის აქციის საქმე“

„შერჩევით სამართალზე“ საუბრობენ „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებული პირების ახლობლები. ისინი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში ბრალდებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ. „ამ ბიჭებმა შეიძლება რაღაც მიზერული შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მარტო ამ 19-მა კაცმა გადაწვა ბათუმი?… პოლიციამ პოლიციის საქმე უნდა აკეთოს, ასეც არ დგას საკითხი, მაგრამ მაინცადამაინც …

რატომ დააჯარიმეს ბათუმის სამშობიარო სახლი 57 ათასი ლარით

სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ „ბათუმის სამშობიარო სახლი“ სხვადასხვა დარღვევის გამო დააჯარიმა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. „სამშობიარო სახლი“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. „დარღვევები სხვადასხვა სახის იყო. მაგალითად, სამედიცინო ბარათში დაფიქსირებული დიაგნოზი არ ემთხვეოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, ასევე პაციენტთან მიმართებაში ჩანაწერი არ იყო სრულყოფილად შევსებული,“ – გვითხრა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა, ნინო ლაშაბერიძემ. …

ამინდის პროგნოზი: შაბათ-კვირას ბათუმში მზეა

შაბათ-კვირას ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს და სანაპირო ზოლზე დღისით +20 – 25 , ღამით  +12 – 17 გრადუსი სითბო იქნება. მთაში დღისით 17-22 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი – 8-13 გრადუსი. მომდევნო დღეებში მოიმატებს ზღვის წყლის ტემპერატურაც – 21 გრადუსამდე. მზიანი ამინდი იქნება …

მოქალაქე: „პარკირებისთვის ჯარიმა ორჯერ გადამახდევინეს“

„პარკირებისთვის ჯარიმა ორჯერ გადამახდევინეს“, – ამბობს მოქალაქე, ვინც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა. მისი თქმით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო ავტომანქანასთან ჯარიმის ქვითარი მარტში დახვდა. ამბობს, რომ ჯარიმა მაშინვე გადაიხადა სწრაფი გადახდის აპარატიდან. „რამდენიმე დღის წინ სახლში მომივიდა წერილობითი შეტყობინება, რომ ჯარიმა მაქვს გადასახდელი ისევ. დავრეკე შესაბამის სამსახურში და მითხრეს, რომ სწრაფი გადახდის აპარატიდან შეუძლებელი იყო პარკირების დარღვევის გამო დაკისრებული …

პროკურატურა „ბათუმის აქციის მონაწილეებს“ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

პროკურატურა „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ პირებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გოდერძი გორგილაძეს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შესთავაზეს და 6 წლით პირობითი მსჯავრი. საპროცესო შეთანხმების მთავარი მოთხოვნა ბრალის აღიარებაა. ზაზა პაპიძის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ ყველა ბრალდებულს შესთავაზა, ვისაც მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში …

Exit mobile version