„მას მხარს ვერ დავუჭერდი“ – ირაკლი ჭეიშვილი აჭარაში აუდიტის სამსახურის უფროსის დანიშვნაზე  

მეშვიდე წელია უმაღლესი საბჭო და სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ. გენერალურ აუდიტორს კახაბერ კირტავას დანიშვნა სურს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე აჭარაში, რასაც უმაღლესი საბჭოს თანხმობა სჭირდება. მეშვიდე წელია უმაღლესი საბჭო კახაბერ კირტავას კანდიდატურაზე უარს ამბობს. კახაბერ კირტავა 2011 წლიდან დღემდე აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია აჭარაში. „წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამაც მას …

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ ბათუმში პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმში ოფისს ხვალ, 22 დეკემბერს გახსნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოეტი გენრი დოლიძე იქნება. „ჯერ არ შემიძლია დავადასტურო, რადგან გადაწყვეტილი არ არის, კონსულტაცია მქონდა. ხვალ დილით ჩამოვლენ, გავივლით ერთობლივად კონსულტაციას, ხვალ დილით მეცოდინება დადასტურებულად,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ. „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ახალი სახეების შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ …

განაჩენი „ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე

„ლეოგრანდის” საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენი გამოცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზს, რომელიც ამ სასტუმროში ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გიორგი მიქელაძე „ლეოგრანდში” საწყობის უფროსი იყო. ის მოსამართლემ გაამართლა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. სასამართლომ პროკურატურის მიერ …

„მე მინდა ვჩანდე“ – შეხვედრა უნივერსიტეტში სოციალური საწარმოს მზარეულებთან

„მე მინდა ვჩანდე,“ – ამბობენ სოციალურ საწარმოში მომუშავე ქალები, რომლებმაც ტკბილეულის გამოფენა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყვეს. სოციალური საწარმო ბათუმის სამედიცინო ცენტრში გასული წლის შემოდგომაზე მოეწყო. ეს ცენტრი მრავალპროფილურია და იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებიც მკურნალობენ. „ჩვენი ტკბილეული ყველას მოსწონს… სხვებსაც უნდათ მუშაობა. დღეში სულ ოთხი საათი გვიწევს მუშაობა. ნამცხვრებს ვამზადებთ, კრუასანსაც,“ – ამბობს ლეილა ლამპარაძე, რომელიც …

რა გაირკვა “ლეოგრანდის” ხანძარზე – ბოლო სასამართლო პროცესი

“რით დასტურდება, რომ გიორგი მიქელაძე იყო პასუხისმგებელი სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებაზე?” – ჰკითხეს ადვოკატებმა პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს. “ჩატარდა სამართლებრივი ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი პირი… ათობით მოწმემ მიუთითა, ვის რა მოვალეობა გააჩნდა იქ,” – თქვა პროკურორმა. “ლეოგრანდის საქმეზე” დღეს, 20 დეკემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. განაჩენს ის ხვალ გამოაცხადებს. ზეგ ამ …

რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა 

მოქალაქე ჯემალ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოში უჩივის და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია გირაოს თანხაზე, რომელიც ჯემალ სირაბიძემ დაკავებული ახლობლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გადაიხადა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. „სულიკო ჩემი ახლობელია და ჩხუბისთვის დააკავეს,“ – გვიყვება ჯემალ სირაბიძე. – „ის ჩემი ცოლის ბიძაშვილია და ახლობლებმა მთხოვეს, თუ გაქვს საშუალება, იქნებ შეუტანო თანხა …

რომელი სასამართლო იყენებს გირაოს ყველაზე ხშირად

აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ყველაზე ხშირად ქუთაისის საქალაქო სასამართლო იყენებს თბილისის, ბათუმის, თელავისა და გორის სასამართლოებთან შედარებით. სასამართლოების მონიტორინგის შედეგებზე დღეს, 19 დეკემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში ისაუბრეს. საია-ს ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში ქუთაისის სასამართლომ საქმეების 85 %-ში გამოიყენა გირაო, წინასწარი პატიმრობა კი – მხოლოდ 12 %-ში. გირაოს რაოდენობების …

„სამშენებლო პოლიგონი“ ქობულეთის ფიჭვნარის მწვანე ზოლში [ფოტო]

ქობულეთის სანაპიროზე ჯებირების აღსადგენად სამშენებლო მასალებს პირდაპირ ფიჭვნარის მწვანე ზოლში ამზადებენ. ქობულეთში მცხოვრებმა პირმა ამ სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ფიჭვნარში არა მხოლოდ მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, არამედ, პრაქტიკულად, „სამშენებლო პოლიგონია“ მოწყობილი ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ რეკრეაციულ  ადგილზე. „სამშენებლო პოლიგონია“ კი, რადგან არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილება მიზანშეუწონელია… ეს შესაძლებელია, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, …

რატომ ვერ ყიდიან ქობულეთელები მანდარინს

„კარგ ფასად გვინდოდა გაყიდვა და კლიენტები საერთოდ აღარ ჩანან, საწარმოც დაიხურა,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმო TCF Georgia-მ სტანდარტული მანდარინის მიღება რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს. „ჩვენ სტანდარტულ მანდარინში, საშუალოდ, 60-70 თეთრს ვიხდიდით. ამ ფასად ბევრმა არ მოიტანა მანდარინი, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ მეტს გადაუხდიდნენ ადგილზე მისული …

კაცის სახელი ტრანსგენდერი ქალის საფლავის ქვაზე

ლიკას საფლავის ქვაზე მამაკაცის სახელი დააწერეს – ავთო, ფოტოც ბიჭისაა. საფლავის ქვა ლიკას ოჯახის წევრებმა შეუკვეთეს. მათ არც სიცოცხლის შემდეგ მიიღეს ლიკა, როგორც ტრანსგენდერი ქალი. ლიკა 19 ივლისს გარდაიცვალა. ის 26 წლის იყო. სიცოცხლის ბოლო დღეებში ლიკას მხოლოდ ბაბუა უვლიდა. მას სხვადასხვა მძიმე დაავადება ჰქონდა და ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სამძიმრის მიღებაზე უარი …

„პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ისევ გადაიდო

“პატიმრების წამების საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. ამჯერად სასამართლოში პროკურორი რამაზ შავაძე არ გამოცხადდა. მან სასამართლოს გუშინ აცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვა პროცესი ჰქონდა ჩანიშნული. გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში სულ 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. მიუხედავად იმისა, …

დაზარალებული: პოლიციელებმა ფარული კამერით შემიშვეს კლუბში, სადაც ფულს მძალავდნენ

„ყველამ იცის, როგორ სძალავენ ფულს ღამის კლუბში… მე დისკოთეკებზე არ დავდივარ. ერთხელ ვიყავი ადრე და მაშინაც მასე გააკეთეს. ახლა ფარული კამერით შევედი…“ – ასე დაიწყო ამბის მოყოლა დღევანდელ პროცესზე მურატ ჩილიოღლუმ. მან დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. მურატ ჩილიოღლუ თურქეთის მოქალაქეა და ბოლო სამი წელია საქართველოში ცხოვრობს. მან პოლიციელების ოპერატიული დავალება შეასრულა და …

მიდგომა იქნება მკაცრი – მოსამართლის გაფრთხილება ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულს

ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული გიორგი ჩ. 2 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 17 დეკემბერს მიიღო. საუბარია ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მარტში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ტრანსგენდერი ქალი სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყეს. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით გამოძიებამ 1990 წელს დაბადებული გიორგი ჩ. 15 დეკემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის …

ქობულეთში ინტერნეტის კაბელები მიწის ზემოთ გაიყვანეს

ქობულეთში, აღმაშნებელის ქუჩაზე, ინტერნეტის კაბელი მიწის ზემოთ გაჰყავთ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს და როცა კაბელების მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემაში განთავსება შეიძლებოდა, კომპანიებისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ. „მიწის ქვემოთ რომ გასულიყო, მაშინ ტროტუარი უნდა გათხრილიყო, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, დროც გაიწელებოდა. თქვენ რა პრობლემას ხედავთ იმაში, რომ კაბელები მიწის ზემოდანაა? იქ გადის …

ტრანზიტულ დერეფანში მოკლული ქალები 

24 ნოემბერს სამორინე „პრინცესაში“ უზბეკი ქალი მოკლეს, მეორე უზბეკი ქალი კი – დანით დაჭრეს. დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა – არ მინდოდა ჩემი პარტნიორი ქალი სექსინდუსტრიაში დარჩენილიყოო. უზბეკი და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ქალები ხშირად ხდებიან ბათუმში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბოლო სტრატეგია, რაც ხელისუფლებამ სექსინდუსტრიის ქართულ კორიდორში …

სასამართლოებში მანდატურები 50 წელს ზევითაც იმუშავებენ, საკონსტიტუციოში – ვერა

თანასწორობის პრინციპის დარღვევა დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოებში მომუშავე მანდატურებისთვის ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებაში. დღემდე სასამართლოს მანდატური ვერ იქნებოდა პირი, ვისაც 50 წელი შეუსრულდა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 14 დეკემბერს გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელით სასამართლოს ორმა ყოფილმა მანდატურმა მიმართა – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია მანდატურის პოზიციიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ მათ 50 წელი …

„მომეტებული საფრთხე კერძო კომპანიებისთვის“ – პარლამენტს დაცვის პოლიციის კანონის შეცვლა დაავალეს

დაცვის პოლიციის წინააღმდეგ რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს მეორე კოლეგიამ 30 ივნისამდე მისცა პარლამენტს ვადა იმისთვის, რომ ამ კუთხით არსებული კანონმდებლობა შეიცვალოს. პარლამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ კომპანიები – „გიგანტი სექიურითი“ და „უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ დაობდნენ. დავის საგანი რამდენიმე კანონის მიერ დადგენილი სამართლებრივი ნორმა იყო, რაც სახელმწიფო …

თქვენ შეგიძლიათ უჩივლოთ პროკურორს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თუკი პროკურორი თქვენს დაზარალებულად ცნობაზე უარს იტყვის, შეგიძლიათ მას სასამართლოში უჩივლოთ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს, 14 დეკემბერს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოში პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ აქამდე მხოლოდ მაშინ საჩივრდებოდა, თუკი იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეეხებოდა. მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის საქმეებზე ადამიანებს პროკურორის გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებდნენ. თუკი …

14 900 ლარი – განათლების მინისტრის ხარჯი 5 დღეში ავტომანქანით შიდა გადაადგილებისთვის ფრანკფურტში

14 900 ლარი 95 თეთრი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში შიდა გადაადგილებისთვის დახარჯა. ფრანკფურტში მივლინების ხარჯზე „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია განათლების სამინისტრომ მოაწოდა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მინისტრის მივლინების კონკრეტული ხარჯთაღირცხვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან „ბათუმელებმა“ 21 ნოემბერს გამოითხოვა. სამინისტროდან ინფორმაცია მხოლოდ „მივლინების ფარგლებში შიდა ტრანსპორტის მომსახურების ხარჯის შესახებ“ გამოგვიგზავნეს. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრმა …

ქობულეთში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა

დღეს, 12 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, რაც ვტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ავტომანქანის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

მკურნალობენ თუ არა ბავშვებში C ჰეპატიტს

C ჰეპატიტის მკურნალობა 2020 წლამდე საქართველოში უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის 52 ათასი ადამიანია ჩართული პროგრამაში. არიან თუ არა ამ პროგრამაში ჩართული ბავშვები და როგორ ხდება მათი მკურნალობა? – „ბათუმელები“ C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტში ჩართვაზე ეკა ადამიას ესაუბრა. იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსია. ქალბატონო ეკა, არის თუ არა გამოვლენილი ბავშვებში C ჰეპატიტი …

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

ქედის პატარა სოფელ ჭინკაძეებში ახლაც არ იციან, გაგრძელდება თუ არა კლდის აფეთქება ისევ. 31 ოქტომბრის საღამოს, მორიგი აფეთქების დროს ასხლეტილმა ქვამ ამ სოფელში, ერთ-ერთი სახლის ეზოში 6 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევიდან მეორე დღეს გამოძიებამ სამი მუშა დააკავა. პასუხისგებაში არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ მიუციათ. პასუხი არც რომელიმე საჯარო უწყებისთვის მოუთხოვია ვინმეს – უნებართვოდ …

სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვა – რა უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს

„დავით, რატომ არ გყავს შენ ადვოკატი?“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულ დავით ხ.-ს. „არ ვარ სოციალურად დაუცველი… ისე კი მსურს, მარა სადაა,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა. პროკურორი შოთა ქემაშვილი: „არ უნდა დაენიშნოს ადვოკატი სახაზინო წესით. კანონი განსაზღვრავს სავალდებულო წესით დაცვის შემთხვევებს…“ მოსამართლე: „ვერ დაგეთანხმებით… შეჯიბრებითობისთვის აუცილებელია ადვოკატის პროცესში ჩართვა“. დავით ხ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პროკურატურა …

რამდენი ლარით დაჯარიმდებით ცხიმების კანალიზაციაში ჩასხმისთვის – შემოწმება იწყება

ჩამდინარე წყლების კანალიზაციის სისტემაში ჩაშვებაზე ახალი კანონი ამოქმედდა. კანონში შესულ ცვლილებებზე დღეს, 11 დეკემბერს, „ბათუმის წყალმა“ საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, თუმცა შეხვედრაზე არ მივიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებსაც ეს კანონი ყველაზე მეტად ეხებათ, მაგალითად, რესტორნების მფლობელები – ცხიმების კანალიზაციის სისტემაში ჩაშვება იურიდიული პირების შემთხვევაში 1000 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 2 000 ლარით დაჯარიმდება. „ჩამდინარე …

ვინ დაიცავს უფლებებს, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა იკლებს – ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან

ბოლო კვლევების მიხედვით, მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ენდობიან სასამართლოს და მიიჩნევენ, რომ მოსამართლეები სამართლიანები არიან. სასამართლო რეფორმა ისევ გრძელდება, თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. იგი არ გამორიცხავს, რომ ნდობის ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდეს, თუკი სასამართლო სისტემა გამჭვირვალე არ გახდება. „ამ სისტემამ აჩვენა, რომ ცვლილების არანაირი სურვილი და რესურსი არა აქვს“, …

პრემიერს არ სჯერა, რომ რიჟვაძე ოპოზიციის წარმომადგენელს პირადი შურისძიებით დაემუქრა

„დარწმუნებული ვარ, თორნიკე რიჟვაძე მსგავს შინაარსობრივ განცხადებას არასდროს გააკეთებდა,“ – აღნიშნა პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მას თორნიკე რიჟვაძის განცხადების შესახებ შეკითხვა „აჭარის ტელევიზიის“ ჟუნალისტმა დაუსვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ, 9 დეკემბერს, განაცხადა:„მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც …

სახალხო დამცველი: ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დასაცავად გადადგმული ნაბიჯები არ არის ადეკვატური

„2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს გავრცელდა. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველი სხვადასხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე. „ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები მწირია და პრობლემის მასშტაბებს ვერ პასუხობს. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო …

ასლან ჭანიძე: თორნიკე რიჟვაძის ასეთი განცხადება დუღილის ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს

ძალადობის საფრთხეს ხედავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 9 დეკემბერს თქვა: „მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ „300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს… მუსლიმანობას აღებიებდნენ და …

„ეს განცხადება წაახალისებს ძალადობას“ – საია თორნიკე რიჟვაძის შურისძიების დაპირებაზე

„ძალადობის წახალისებად“ საია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას აფასებს. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 9 დეკემბერს, თქვა: „მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ „300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს… მუსლიმანობას აღებიებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. …

„პირადად ვიძიებ შურს“ – თორნიკე რიჟვაძის მუქარა ოპოზიციის წარმომადგენელს [ვიდეო]

„პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას,“ – ამ სიტყვებით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენელს. თორნიკე რიჟვაძის ვიდეომიმართვა, სადაც ის შურისძიებასა და „ამ ადამიანებისგან ველის გაწმენდაზე“ საუბრობს, თავისი ფეისბუქგვერდით წუხელ გავრცელდა. „ჩვენი ოპონენტების საქციელი, მათი განცხადებები, სცდება უკვე ყოველგვარ ზღვარს. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავების და სხვა, ამ ტიპის …

ვინ ვისი აგენტია, ანუ რას შეცვლის ლუსტრაციის კანონი

„სახელმწიფოს არ უნდა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება. როგორც კი ეს დაიწყება, მას პასუხების გაცემა მოუწევს ბევრ რამეზე, პასუხის გაცემა კი რთულია,“ – აღნიშნა ისტორიკოსმა, საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, დავით ჯიშკარიანმა. მან დღეს, 7 დეკემბერს ბათუმის დემოკრატიის სკოლაში საჯარო ლექცია გამართა. დავით ჯიშკარიანი წლებია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ არქივში, ასევე ეროვნულ არქივში არსებულ დოკუმენტებთან. …

რატომ ჭიანურდება ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა სასამართლოში

როდის გაიმართება მორიგი სხდომა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე – უცნობია. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სასამართლო განხილვა 10 თვის წინ, 2018 წლის 20 თებერვალს ერთი თვით გადადო. პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მოლაპარაკება არ შედგა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ბათუმის მერს – ლაშა კომახიძეს მარტის ბოლოს შეხვდნენ. …

უცხოელებს მიწების რეგისტრაცია პრეზიდენტის ფიცის დადებამდე შეეძლებათ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 დეკემბერს, მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და სადავო ნორმა ძალადაკარგულად სცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის …

რიჟვაძეს მიაჩნია, რომ „უბადრუკი მცდელობაა“ უსისტემო და ქაოტური მშენებლობის გაპროტესტება 

„ვიწრო ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოახდინოს დისკრედიტაცია ქალაქმშენებლობის“, „უსუსური მცდელობა,“ „უბადრუკი მცდელობა“ – ამ ფრაზებით მოიხსენია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ადამიანები, რომლებიც ქალაქში უსისტემო და ქაოტურ მშენებლობას აპროტესტებენ, ასევე, იბრძვიან ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის გადასარჩენად. თორნიკე რიჟვაძეს არ უთქვამს, კონკრეტულად ვის გულისხმობს ამ ადამიანების ჯგუფში. მისი აზრით, ადამიანების ეს ჯგუფი დესტრუქციულია და მათ ამის უფლება არ …

სახალხო დამცველის წარმომადგენელი: ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს ეტყობოდა დაზიანებები

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი ჩარკვიანმა მისცა ჩვენება. მან ბრალდებული ბესიკ ტაკიძე დაკავების დღეს ორჯერ ნახა ჯერ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში, შემდეგ – წინასწარი დაკავების იზოლატორში. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, ბრალდებულმა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა აწამეს. „მას ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები“, – …

„სექსი არ არის დანაშაული, ქალბატონო ევა“ – კამათი პორნოგრაფიის განსაზღვრაზე საკონსტიტუციოში

პორნოგრაფიის განსაზღვრების პრობლემაზე დღეს დილიდან მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. დავის საგანი მარტივია: კანონში მხოლოდ ის უნდა ეწეროს, რომ პორნოგრაფია დასჯადია, თუ უფრო დეტალურად უნდა განიმარტოს, რა არის პორნოგრაფია და რა სახის პორნოგრაფიის გავრცელებაა დასჯადი. „კომპასი არ გვაქვს, კომპასიო, ამას ამბობს მოსარჩელე, მაგალითად, კაბა რამხელაზე უნდა იყოს აწეულიო… ზღვის პირას არის, მაგალითად, ქალი, მსუბუქად ჩაცმული, …

Exit mobile version