Batumelebi | ბათუმში ორი მოსამართლე უვადოდ გაამწესეს ბათუმში ორი მოსამართლე უვადოდ გაამწესეს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ორი მოსამართლე უვადოდ გაამწესეს

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი დღეს, 14 თებერვალს, უვადო მოსამართლეებად გამწესდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ 6 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობენ. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე ისინი უვადოდ გაამწესეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის სასამართლოებში მუშაობდა. ის მოსამართლეა 2005 წლიდან.

სალიხ შაინიძე კი, 1999 წლიდან არის მოსამართლე. ამ პერიოდიდან 2009 წლამდე იგი შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა, შემდეგ იგი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

ამავე თემაზე:

ბესელია და სხვა 8 დეპუტატი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი