ვინ დაწვა პუშკინის ქუჩაზე სახლი და სავაჭრო ობიექტები – სასამართლო განხილვა

„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ აღარ შიმშილობთ,“ – ამ სიტყვებით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს მიმართა. 22 წლის ბრალდებულს გამოძიება პუშკინის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტებში ხანძრის გაჩენას ედავება. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 21 დღე შიმშილობდა. საუბარია გასული წლის 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩა 24-ში გაჩენილ ხანძარზე, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლი და 6 სავაჭრო ობიექტი სრულად დაიწვა. ხანძრისგან …

რეგიონებში იწყება დისკუსიები ევროპასა და ნატოზე

ნატოს საინფორმაციო ცენტრი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს იწყებს. 18 თვის განმავლობაში ევროინტეგრაციის თემებზე სხვადასხვა სპიკერი ისაუბრებს, მოსახლეობას კი კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მიღება შეეძლება. რეგიონებში ევროინტეგრაციის თემებზე 600-ზე მეტი დისკუსია გაიმართება. “ამ პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში დაგეგმილია 100 შეხვედრა… სპიკერები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იქნებიან,” – ამბობს ირმა გაბინაშვილი, ნატოს საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი. მისივე …

„ჩემი შემოსავალი ეს იყო, რა ვქნა ახლა?“ – კვადროციკლის გამქირავებლები აქციას გეგმავენ

„ეს რომ აკრძალეს, ვინმემ ჩვენზე თუ იფიქრა, რა უნდა ვქნათ?“ – ეს კვადროციკლისა და ელექტრომობილების ერთ-ერთმა გამქირავებელმა გვითხრა ბათუმის ბულვარში. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში კვადროციკლების, მოტოციკლებითა და ელექტრომობილებით სეირნობა აიკრძალება. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს, 5 მარტს, მიიღო. საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ბულვარში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. კვადროციკლის გამქირავებლები ეთანხმებიან ბულვარის ადმინისტრაციას და საკრებულოს იმაში, …

“რესპუბლიკურში” ორი პირის დაჭრაზე არავინ დაუკავებიათ

“მოჭიდავე ვარ და თავს ვიცავდი. თითო დარტყმა გავუკეთე ერთსაც და მეორესაც… ჩვენ ქურდული სამყაროს წევრებისგან ვიცავდით თავს… ბატონო პროკურორო, სირცხვილია, რასაც აკეთებთ,” – მიმართა პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს ბრალდებულმა რეზო წ.-მ, ვიდრე მოსამართლე სათათბირო ოთახში ფიქრობდა, გაეშვა თუ პატიმრობაში დაეტოვებინა დაკავებულები. საქმე ეხება 2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს, სადაც ჩხუბის მონაწილე 5 პირი დააკავეს.  დღესვე გაირკვა, …

“პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში”

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი ტ.-ს ჩალურჯებულ თვალს მიაქცია ყურადღება. “ხომ არ უკავშირდება ეს სამართალდამცველებთან ურთიერთობას?” – იკითხა მოსამართლემ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა: “არა” ბრალდებული გიორგი ტ. 24 წლისაა და მახინჯაურში ცხოვრობს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგის 7 წლამდე პატიმრობა ელის. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

„ვითხოვთ მწოლიარე პოლიციელს“ – ორი ავარია ერთსა და იმავე ადგილას ნახევარ საათში

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში დღეს, 4 მარტს, მოხდა. ერთ შემთხვევაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯეხა ერთმანეთს, შემდეგ მსუბუქი ავტომანქანა – მიკროავტობუსს. ავარიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოქალაქემ გამოაქვეყნა და „შესაბამის სამსახურებს“ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. იგი წერს, რომ მოსახლეობამ ხელმოწერებით მერიას უკვე მიმართა და ისინი ე.წ. მწოლიარე პოლიციელების ქუჩაში განთავსებას …

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

“პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” დღეს, პირველ მარტს დასკვნითი სხდომა გაიმართა. პროცესზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა დარბაზში ადგილების შევსების გამო. ბრალდებულის ახლობლები და მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებიც დღევანდელ პროცესზე განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ, თუმცა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა იგი 9 მარტისთვის გადადო. სასამართლოსთან დღეს მობილიზებული იყო პოლიციაც. დასკვნით სხდომაზე პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ის მტკიცებულებები მიმოიხილა, რაც მხარეებმა სასამართლოში …

მიწა მწვანე კონცხზე, რომელშიც მერია მოქალაქეს არაფერს უხდის

„2004 წლიდან მდევნიდა სახელმწიფო და არ მინდა, ახლაც იგივე დღეში აღმოვჩნდე,“ – ამბობს ასლან ხალვაში. იგი მწვანე კონცხზე ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. მერია ამ მიწების ათვისებასაც გეგმავს ჩაქვში ახალი ზოოპარკის მოსაწყობად, თუმცა მოქალაქესთან შეთანხმება მიღწეული არ არის. „ეს მიწა 2011 წელს იძულებით დამათმობინეს,“ – ირწმუნება ასლან ხალვაში. იგი აბაშიძის ხელისუფლების დროს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელად მუშაობდა …

განაჩენი ქობულეთში გაჩენილ ხანძარზე, რასაც 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხმაური მოჰყვა სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებას. სასამართლომ ზაზა ართმელაძე დამნაშავედ ცნო სასჯელის შეფარდების გარეშე – ამ საქმეზე ბრალდებული ზაზა ართმელაძე ორი წლის წინ გარდაიცვალა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მსჯავრდებულის ახლობლებმა უკმაყოფილება ხმაურიანი შეძახილებით გამოხატეს. რამდენიმე მათგანი ცუდად გახდა და სასამართლოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება მოუხდა. საუბარია 2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” გაჩენილ ხანძარზე, …

 სასამართლო გადაწყვეტილება ბათუმის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეზე

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მედეა გვენეტაძის სარჩელი საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. ის ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ოთხი კატეგორიის სამართალდარღვევა გამოყო, თუმცა მისთვის ყველაზე უხეში დარღვევა სკოლაში “ფასიანი მომზადების და ხელზე ფულის აღების ფაქტები იყო”. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასა, რომ მოსარჩელე სამინისტროს მიერ დაფიქსირებულ …

ივანიშვილის ხეების გადასატანად ქობულეთში ხეები ისევ მოჭრეს და სადენები ბოძებიდან ჩამოხსნეს [ფოტო]

დენდროლოგიური პარკისთვის, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს, მრავალწლოვანი ხეები ამჯერად ქობულეთის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. გიგანტური ხეების გადატანის გამო ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე ელექტროგადამცემი სადენები ბოძებიდან ჩახსნეს. ამოთხრილია ბოძებიც. სადენები კი სპეციალური შეფუთვით გზის მიმდებარედ ისე გაიყვანეს, რომ ის გიგანტური ხის გატარებას ხელს ვეღარ შეუშლის. ამ გზაზე არაერთ მოჭრილ ხესაც ნახავთ.   

გახდება თუ არა საჯარო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები – საკონსტიტუციო

აცილების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა არ დატოვა. დახურულ კარს მიღმა გამართულ თათბირზე, რომელიც საათ-ნახევარს გაგრძელდა, მოსამართლეებმა აცილების საფუძველი ვერ დაინახეს. სასამართლო დღეს, 28 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ “დემოკრატიული ინიციატივის” სარჩელს განიხილავს. დავის საგანი იუსტიციის საბჭოში სხდომების დახურვაა, როცა მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევენ. იუსტიციის საბჭომ სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება 2009 წელს მიიღო, …

EMC: დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა მძიმეა, ის სასჯელის გადავადებას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისთვის შეფარდებული სასჯელის გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 თებერვალს, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ გაავრცელა. ეს ორგანიზაცია დეკანოზის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პენიტენციურ დეპარტამენტს, დაიცვას დეკანოზის ჯანმრთელობის უფლება. EMC-ის ადვოკატებმა დეკანოზი სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, 26 თებერვალს, მოინახულეს. მათი შეფასებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „მას სრულად პარალიზებული აქვს მარჯვენა …

უნდა იძიებდეს თუ არა შსს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს – დავა საკონსტიტუციოში

“შსს, ან პროკურატურა არ უნდა იძიებდეს, მაგალითად, პოლიციელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს,” – მიიჩნევს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე. ის პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. გიორგი ცერცვაძემ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომელიც მას ადმინისტრაციული დაკავების დროს ჩაუტარეს. დასკვნის მიხედვით, გიორგი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში ჯანმრთელი შევიდა, იქედან გამოსულს კი, კონკრეტული დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. “მას სახეზე ჰქონდა დაზიანება, ჩალურჯებული იყო …

“კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე

“ოქტომბერი იყო, როცა ის ბათუმში გავიცანი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით…”- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ლევენთ უ.მ. მას კაზინოში ქალის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ის მოსამართლეს დეტალურად მოუყვა მკვლელობის ამბავს. საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. დაჭრილი ქალი ჰოლიდა ბრალდებულის სექსუალური პარტნიორი იყო, მოკლული ქალი …

უკანონო ფარული ჩანაწერის ყურება დასჯადი არ შეიძლება იყოს – იურისტის განმარტება

„სისხლის სამართლის ის ნორმა, რომლითაც ამ ხალხს დევნიან, მინიმუმ ჩემთვის, გულისხმობს შემდეგ რამეს: ჩანაწერი უნდა იყოს უკანონო. ესე იგი, იმთავითვე არსებობს პრეზუმფცია, რომ შეიძლება არსებობდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კანონიერი ჩანაწერი…“ – წერს „ფეისბუქში“ იურისტი გიორგი ჩიტიძე. მას ვთხოვეთ განმარტება, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დანაშაულად ფარული კადრების ნახვა, შენახვა, ან გავრცელება. „ვფიქრობ, რომ თუ ამგვარი ინფორმაცია …

„ორი კვირით შემირიგდი და მერე გამშორდი“ – ქმარი ცოლს მოკვლით ემუქრება

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალს ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. გუშინ, 25 თებერვალს, ჩაქვის პოლიციის განყოფილებამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ქმრის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. „ცოლ-ქმარი განქორწინებული არ არის, თუმცა ერთად აღარ ცხოვრობენ. ქმარი სასჯელს იხდიდა და  ციხიდან ახლახან გამოვიდა, რის შემდეგაც  მეუღლეს ემუქრება მოკვლით, თუ არ შეურიგდებოდა. ძირითადად sms-ებს უგზავნიდა, სადაც წერდა, რომ ორი კვირით …

რატომ დაუჭირა მხარი აჭარის დეპუტაციამ პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას ენმ-ის რეჟიმად გამოცხადებაზე

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც. თუმცა, საბოლოოდ, რეზოლუციამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 45 მომხრე, 16 – წინააღმდეგი. ეს შედეგი დაფიქსირდა 21 თებერვალს, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დროს. რეზოლუციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი უნდა შეფასდეს როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“. რეზოლუციას პარლამენტის აჭარის დეპუტაციის ერთმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. …

მართვის მოწმობების გაცემაზე დღეში 10 საათს მუშაობენ – რამდენს გადაუხდის შსს თანამშრომლებს

„მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე,“ – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დღეს, 22 თებერვალს გაავრცელა. მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე 8 თებერვლიდან გადავიდა. 8 თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით მომსახურების სააგენტო ყოველდღე მუშაობს დილის ათის …

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქართულ სასამართლოში არსებულ კლანზე

რას აჩვენებს ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების კლება? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც ნონა წოწორიას დავუსვით. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო. ამ პერიოდში რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ევროსასამართლომ. სტრასბურგის სასამართლოს მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ქართველი მოსამართლეები, რომლებმაც სადავო გადაწყვეტილებები მიიღეს, უვადოდ გაამწესეს და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაც …

რა მოხდება, თუ დეკანოზი მამალაძე ვა-ბანკზე წავა და „გუდას თავს მოხსნის“ – თეოლოგის შეფასება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მოხვედრამ და შემდეგ მისმა ზიარებამ სასულიერო იერარქების საჯარო გამოსვლები გააქტიურა. ისინი ღიად საუბრობენ ციხიდან დეკანოზის მუქარაზე და მის მიერ გამოგზავნილ „მამხილებელ წერილეებზე“. ეპისკოპოსები არ ამბობენ, კონკრეტულად რის მხილებით ემუქრება გიორგი მამალაძე საპატრიარქოს, თუმცა ამ ფრაზებით აღწერენ ციხიდან მიღებულ წერილს: „საეკლესიო ბედუკაძეობა“, „მკვლელობაზე უფრო დიდი დანაშაული,“ „მორალურ-ზნეობრივი ხასიათის დანაშაული,“ „ყურში არ შეიშვება“, …

ხელვაჩაურის მერი მარადიდის დატბორვისთვის კომპანიას ბოდიშის მოხდას სთხოვს

„საფრთხე აღმოფხვრილია,“ – ირწმუნება ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე სოფელ მარადიდის დატბორვასთან დაკავშირებით, თუმცა მან კონკრეტულად არ იცის, რის გამო შეიქმნა პრობლემა, ან რა გამორიცხავს მორიგ საფრთხეს. წერილობით განმარტებას ხელვაჩაურის მერი ჰესის მფლობელი კომპანია „აჭარენერჯი 2007“-გან უახლოეს დღეებში ელოდება. ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი თურქეთში მდებარე ჰესზე შეიქმნა. „ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ამ კომპანიას, წყლის დონემ დაიწია …

კაცმა $18 ათასისთვის დეიდაშვილი გაიტაცა – ნაფიცი მსაჯულების პირველი საქმე ბათუმში

“არა”- სამივე ბრალდებულმა ერთნაირად უპასუხა მოსამართლეს კითხვაზე: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” საუბარია “მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე”. შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა. “ხომ არ არის აქ ის პირი, ვინც გაიტაცეს ან მისი ახლობელი?”- ჩვენს ამ შეკითხვას პროცესის დაწყებამდე დარბაზში გაღიზიანება მოჰყვა. “როგორ გაბედავდა აქ მოსვლას,”- გვითხრეს ბრალდებულების ახლობლებმა. ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდოდა, ახლობლებმა ასევე გვითხრეს, …

ადვოკატი პროკურორს: იმ დღეში ჩაგვაგდეთ უკვე, რომ პატიმრები აქეთ გვიცავენ

პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” ადვოკატების მონაწილეობის გარეშე შედგა – პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ ადვოკატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა. “გაიგეთ, რაც წავიკითხე, ესაა,” – რამდენჯერმე მოკლედ მოუჭრა პროკურორმა ადვოკატებს, როცა მათ სხვადასხვა შეკითხვა გაუჩნდათ. ოქმების წაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პროტესტი ბრალდებულებმა – ზაალ ახვლედიანმა და შოთა კეკელიძემ გამოხატეს. “აგდებული …

ცხაურების ქურდობისთვის ქობულეთში სამი პირი დააკავეს

ცხაურების ქურდობისთვის ქობულეთში სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ისინი სანიაღვრე არხის ცხაურებით დატვირთული მიკროავტობუსით ბობოყვათის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ცხაურები ქობულეთის სოფელ აჭყვაში მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულებმა გამოკითხვისას მიმდინარე წლის 12 თებერვალს სოფელ ჩაისუბნიდან სანიაღვრე არხის ცხაურების მოპარვის ფაქტიც აღიარეს. „ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, …

რატომ ვერ აკეთებენ პროექტებს ბიზნესმენები ქალაქისთვის

ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად გამართულ აქციებზე ხშირად ისმის სიტყვა „ინვესტორი“. ინვესტორები ხვდებიან ტრანსპარანტებზეც… იმის მიუხედავად, რომ ქალაქის განვითარება და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, ინვესტორების პასუხისმგებლობაზეც კეთდება აქცენტი. „ბათუმელები“ ბათუმში მსხვილი სამშენებლო ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ ესმით მათ პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე? რას აკეთებენ ქალაქისთვის კონკრეტული ბიზნესპროექტების გარდა? ბიზნესმენებს ასევე ვთხოვეთ დაესახელებინათ …

ყაჩაღობა დისშვილთან ერთად – 84 წლის მოხუცის დაყაჩაღების საქმე

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ლაშა ჩ-ს და რევაზ ო.ს 84 წლის მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმეზე. საუბარია ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 13 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე – ორი ახალგაზრდა მარტოდ მცხოვრები 84 წლის მოხუცის სახლში მოტყუებით  შევიდა, როგორც “სოკარ გაზის” თანამშრომელი. მოხუცს წებოვანი ლენტით პირი აუკრეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. მოხუცის სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს. თავდაპირველად გამოძიება …

8 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 29 წლის კაცი დააკავეს

8 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურში მოხდა. არასრულწლოვანთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გარყვნილი ქმედება ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას გულისხმობს 16 წელს მიუღწეველ პირთან. ეს დანაშაული 5 -დან 7 წლამდე თავისუფლების …

„ეგ ვერ არჩევს ციფრებს“ – „სანდასუფთავების“ დირექტორს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

„ჩემს სამსახურში აღმოჩენილ დარღვევებზე წერილი მივწერე მთავრობას. ამის საპასუხოდ უფროსმა ჩემი დევნა დაიწყო და სამსახურიდან გამიშვა,“ – ირწმუნება ნოდარ ბედინაძე. იგი 24 იანვრამდე ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფის კოორდინატორად მუშაობდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 იანვარს, ნოდარ ბედინაძემ წერილით მიმართა ბათუმის მერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. წერილში იგი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას …

ბათუმში ორი მოსამართლე უვადოდ გაამწესეს

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი დღეს, 14 თებერვალს, უვადო მოსამართლეებად გამწესდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ 6 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება. სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობენ. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე ისინი უვადოდ გაამწესეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის სასამართლოებში მუშაობდა. …

დევნილი დედა-შვილი: შემწეობა მოგვიხსნეს, 80 ლარით გვიწევს თავის გატანა

„დევნილობისთვის დედა-შვილს ერთად 80 ლარს გვაძლევენ. ამ თვეში კი, მარტო გაზის ფული 51 ლარი გვაქვს გადასახდელი, ამდენი არასდროს მოსულა,“ – ამბობს ბათუმში, ჩოლოყაშვილის 84-ში მცხოვრები გაიანე ავჯიანი. აქ მდებარე კორპუსში რამდენიმე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ბუნებრივი აირის გასული თვის – იანვრის საფასურს გაიანეს მეზობლებიც აპროტესტებენ. გაიანე ავჯიანს სხვა პრობლემაც აქვს – ის სოციალურ …

მოპედი ავტომანქანას შეეჯახა, მოპედის მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მოპედი მსუბუქ ავტომანქანს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, მოპედის მძღოლმა შეჯახების შემდეგ ბორდიურს დაარტყა თავი. მოპედის მძღოლი, 25 წლამდე ბიჭი, რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს თავზე ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  

ქალი, რომელიც გაძარცვეს: ყავა მივართვი და მანდარინი ვაჭამე, მერე „გამსკოჩეს“

„ისე კულტურულად შემოვიდნენ ეს ბიჭები, რას ვიფიქრებდი რამეს…“ – გვიყვება ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ხუტა ბელქანია, აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის ქალი. ხუტა ბელქანია ჩოლოყაშვილის 84-ში, სოციალურ სახლში 2009 წლიდან მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, თუმცა სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ აღარ უმუშავია. გუშინ, 13 თებერვალს, ხუტა ბელქანია გაძარცვეს. გუშინვე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სპეცოპერაციის …

ავარია ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – მძღოლები კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, 26 მაისის და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანებში მხოლოდ მძღოლები ისხდნენ. დაშავებული მძღოლები სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა “მედცენტრსა” და რეფერალურ საავადმყოფოში. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაიწყო.  

„ფარული კადრების საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს

„ფარული ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი – ზაალ ლატარია დააკავეს. ის ზუგდიდში ცხოვრობს და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს ასევე აცხადებს, …

სპეცოპერაცია ხელვაჩაურში – ძარცვის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად [დაახლოებით 20:00 საათი] 2 პირი დააკავეს. “გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დავაკავეთ ორი პირი. მათ ახლობლის ბინას შეაფარეს თავი… დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით,” – უთხრა ჟურნალისტებს კოტე ანანიაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სამსართულიან სახლში ორი ახალგაზრდა ბიჭი ახლახანს დააკავეს. ამ დრომდე შესასვლელი კარი …

Exit mobile version