ბათუმის მერიაში გრანირებული კარბამიდი მიიტანეს – დისკუსია ახალი ტერმინალის მშენებლობაზე 

“ჩვენ ძალიან თანამედროვე ტერმინალი უნდა ავაშენოთ… ეს განავითარებს ეკონომიკას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, – მიმართა ბათუმის მერიაში შეკრებილებს კომპანია Wondernet Express-ის პროექტის მენეჯერმა, ჯალელ ავეზოვმა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს. ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე დღეს, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში საჯარო დისკუსია გაიმართა. კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ზარიძემ პრეზენტაციის დროს …

რას შეუმოწმებენ თქვენს ავტომანქანას ტექდათვალიერების ცენტრში [ვიდეო]

ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერება ბანკომატთან მომსახურების საფასურის გადახდით იწყება. ავტომანქანის რეგისტრაციის შემდეგ, მძღოლი ცენტრის შემინული კედლის მიღმა რჩება და იქედან აკვირდება, როგორ ამოწმებენ ავტომობილს ინსპექტორები და კომპიუტერული მოწყობილობები. ბათუმში ტექნიკური ინსპექტორების გავლა სულ ოთხ ცენტრშია შესაძლებელი. ჩვენ ერთ-ერთ ცენტრში – შპს „გივა“-ში გავეცანით ინსპექტირების პროცედურას. თავდაპირველად მფლობელის გარეშე დარჩენილ ავტომანქანას ინსპექტორი ვიზუალურად აკვირდება. „პლანშეტში ვინიშნავ, აქვს …

ბათუმის სასამართლოში 2018 წელს საქმეების ნახევარზე მეტი საპროცესო შეთანხმებით დასრულდა

2018 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1124 სისხლის სამართლის საქმე დაასრულა, მათგან 631 შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლომ არსებითად 481 საქმე განიხილა, 12 საქმეზე – საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლოში შესული კიდევ 10 საქმე წინასწარ გამოძიებაში დაბრუნდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. გასულ წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 29 საქმეზე მიიღო სრულად გამამართლებელი განაჩენი, 12 საქმეზე კი …

500 ლარით დაჯარიმდებით, თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ

500 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც ახალი სქემის პირობებში საპენსიო შენატანს თავს აარიდებს. ჯარიმა დამსაქმებელს ეხება, ასევე, თვითდასაქმებულს, რომელიც პირველი იანვრიდან ვალდებულია საპენსიო შენატანი შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხოს. ჯარიმა დასაქმებულ პირებს არ შეეხებათ. „სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირები,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისივე თქმით, ამ …

ბათუმის საკრებულო ომბუდსმენის რეკომენდაციას სასამართლო დავის შემდეგ განიხილავს

ბათუმის საკრებულო სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვას ჯერ არ აპირებს. სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია საკრებულოს ის დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა გახდა შესაძლებელი. ომბუდსმენმა საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობისკენ და საკითხის ხელახლა შესწავლისკენ მოუწოდა. „როგორც ცნობილია, სასამართლოს მიმართა სარჩელით „ბათომმა“ [არასამთავრობო ორგანიზაცია -ავტ]. სახალხო დამცველის რეკომენდაციას ჩვენ განვიხილავთ სასამართლო დავის დასრულების შემდეგ,“ – გვითხრა ბათუმის …

რა დაწერა მოქალაქემ დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში

„სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად წყვეტს, რა არის მათთვის უკეთესი. სახელმწიფო გვიწყვეტს, რომ ჩვენთვის უკეთესია დანაზოგის შექმნა და ამასთანავე, იძულებით გვრთავს დანაზოგის შექმნის მისივე შემუშავებულ კონკრეტულ წესრიგში. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დაცული სფეროს შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობის შემთხევაში,“ – მიიჩნევს ედუარდ მარიკაშვილი. იგი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი პენსიის ახალ წესს ასაჩივრებს. ედუარდ მარიკაშვილი არასამთავრობო …

სახალხო დამცველი: მწვანე კონცხის მშენებლობაზე საკრებულოს დადგენილება უკანონოა

სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის განაშენიანების გენერალური გეგმა დამტკიცდა. საუბარია მწვანე კონცხზე კომპანია „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მშენებლობაზე, რასაც ბათუმში მცხოვრები ადამიანები ბოლო პერიოდში აქტიურად აპროტესტებენ. ამ მშენებლობის წინააღმდეგ და რეკრეაციული ზონის გადასარჩენად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს. 2018 …

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ის სარჩელით დაზარალებულის სტატუსის მიუღებლობას აპროტესტებს, რაც მას ამ დრომდე არ აქვს. სარჩელის კიდევ ერთი ავტორი ქობულეთის მუსლიმური პანსიონია, რომელიც ასევე არ მიიჩნია სახელმწიფომ დაზარალებულად – სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, ქობულეთში პანსიონი ამ დრომდე დაკეტილია. მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორიგის ცენტრი“ დაიცავს. მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იმ საკანონმდებლო ნორმებს, …

ბათუმში ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ

ბათუმელი ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ. კოლექტიური განცხადების განხილვა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაიწყო. როგორც საბჭოს პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გაგზავნილ განცხადებას ბათუმში მომუშავე 31 ადვოკატი აწერს ხელს. „ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მოსამართლე მოვა. მთავარია, ვინმე დაინიშნოს. ფაქტია, რომ მოსამართლეები ვადებს არღვევენ, რადგან ბევრი საქმე აწერიათ, ჩვენ …

რატომ ელის ყოფილი მოსამართლე იუსტიციის საბჭოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას ამჯერად?

ირაკლი შავაძე ისევ მოსამართლეობას აპირებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელის. მან მოსამართლეობის კონკურსში უკვე მიიღო მონაწილეობა, თუმცა კენჭისყრისთვის საბჭოს წევრებს ჯერ არ მოუცლიათ. „ჩემი საკითხი პრობლემატურია, ამიტომაც არაფერს გამოვრიცხავ…“ – ეჭვობს ირაკლი შავაძე, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილება 4 იანვრიდან შეუწყდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ირაკლი შავაძე გასული წლის თებერვალში დაუპირისპირდა, როცა მას იუსტიციის …

„ჩემს შვილს ქმარი ეუბნებოდა, რომ უყვარს და ვერ გაშორდება, მუშტი ურტყა“ [ქალზე ძალადობა]

„ჩემს შვილს ქმარმა მუშტი თავში 25-ჯერ ჩაარტყა, მას თავის ტვინის შერყევა აქვს, სისხლჩაქცევები,“ – გვიყვება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედა, რომლის ვინაობასაც არ ვამხელთ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ დრომდე პროკურატურას ნაცემი ქალისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია. ქალის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. ბრალდებულ კაცს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ნაცემი ქალის დედის მონათხრობის მიხედვით, …

ღამის თავშესაფარში დღისითაც დარჩებიან, თუმცა სადილის გარეშე

ზამთრის პერიოდში ღამის თავშესაფარში მყოფ ადამიანებს  ადგილზე დარჩენა დღისითაც შეეძლებათ. ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, გუშინ, 14 იანვარს, თავშესაფარში სტუმრობის დროს თქვა. მერმა თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს საახალწლო ნობათი და ტკბილეული გადასცა. ბათუმის მერიის თავშესაფარი მხოლოდ ღამის გათევას ითვალისწინებს. ბენეფიციარებმა საუზმის შემდეგ შენობა დილის 10 საათამდე უნდა დატოვონ. თავშესაფარში ამჟამად სულ 50 ადამიანია. „არ ვიცი, …

ბათუმში ორი ავტომანქანა დაიწვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. ცეცხლი ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანებს გვიან ღამით გაუჩნდა. დაშავებული არავინაა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადაც, თუმცა ავტომანქანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეს მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას …

ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ტენდერი შეაჩერა. სასამართლოს ამ მოთხოვნით კომპანიამ „ზიმო 7“ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებულად სხვა კომპანია უსამართლოდ გამოაცხადეს. 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ივლისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ამ ტენდერზეა დამოკიდებულია შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, …

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – უწყების პასუხი, რომელმაც აფეთქების ნებართვა გასცა

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში კლდის აფეთქების საქმეზე „ბათუმელებმა“ დღეს კიდევ ერთი უწყებიდან მიიღო საჯარო ინფორმაცია. 7 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ პასუხი 26 დეკემბერს გამოგვიგზავნა [მაქსიმალური ვადა კანონით 10 დღეა]. სააგენტოდან წერილი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნუნუ მემარნიშვილმა მოგვწერა – ინტერნეტით გამოგზავნილ წერილზე სწრაფად ფოსტით გამოგზავნილი ბეჭდური …

რიჟვაძე ციტრუსზე: „ჩემი კონტროლის ქვეშ მოხდა ამ საკითხების უმოკლეს ვადაში გადაჭრა“

ციტრუსის მოსავლის რეალიზების პრობლემაზე განცხადება თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა. მან დღეს, 28 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომა კურორტ „გოდერძიზე“ გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების მსურველთ უწყვეტი რიგია და მეციტრუსეები დღეების განმავლობაში ელიან კილოგრამი მანდარინის 20 თეთრად ჩაბარებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ „პრობლემა გადაჭრილია“. „იყო საკითხები ბოლო დღეებში, რომლებიც საჭიროებდა ძალიან ოპერატიულ …

ბეშუმი შესაძლოა ზამთრის კურორტიც გახდეს – ნახევარი მილიონი განაშენიანების გეგმისთვის

„ჩვენ დავიწყეთ ბეშუმის განაშენიანების გენგეგმაზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, განაშენიანების დოკუმენტის შექმნით ახალ სიცოცხლეს, ახალ ეკონომიკურ დატვირთვას შევძენთ ბეშუმს,“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. დღეს, 28 დეკემბერს, მთავრობის სხდომა გოდერძიზე გაიმართა, სადაც სათხილამურო სეზონი გაიხსნა. რა სამუშაოებია დაწყებული გენგეგმის შესამუშავებლად და რამდენი დაიხარჯება ამისთვის – თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ არ უთქვამს. აჭარის …

ხულოს 15 სოფელთან მისასვლელი გზა უამინდობის გამო ჩაკეტილია

ხულოში ამ დრომდე გრძელდება ინტენსიური თოვა. ხულოს მერიის ინფორმაციით, 16 სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია და გაწმენდაზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. თხილვანას თემში კი 4 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი დაახლოებით ნახევარი მეტრია. ხულოს მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, თენგიზ ტუნაძე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზები გაწმენდილია და …

მუზეუმი სკოლის ტუალეტში [ფოტო]

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის მე-6 საჯარო სკოლის დარაჯს უკვე აღარ უკვირს უცხო ადამიანის გამოჩენა სკოლაში. იცის, რომ ადამიანებმა ამ სკოლაში ტუალეტის სანახავად დაიწყეს სიარული. ტუალეტი ამ სკოლაში ჩვეულებრივი არ არის – იქ პატარა მუზეუმია მოწყობილი. ტუალეტი სკოლის მეორე  და მესამე სართულებზეა. ორივეგან კარის შეღებისთანავე თქვენს ყურადღებას ნახატების მწკრივი მიიქცევს, სხვადასხვა ფერად შეღებილ კედლებზე რომ დაუმაგრებიათ. აქ ნახავთ …

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 21 წლის ბიჭი დააკავა. საუბარია 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძარზე. ხანძრის შედეგად 9 სავაჭრო ობიექტი დაიწვა, ზარალის საერთო რაოდენობა მილიონზე მეტი ლარია. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული …

უვადოდ – რა ძალა აქვს მოსამართლე „ჩინჩალაძის კლანს“

„მათი ძალა დეტალებშია, რასაც საზოგადოება ყოველდღიურად ვერ ადევნებს თვალს. ისინი [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები] მუდმივად იმეორებენ, რომ კანონს არ არღვევენ. კანონს შესაძლოა არ არღვევენ, მაგრამ, რეალურად, ყველაფერს საკუთარ თავზე ირგებენ. „ოცნების“ ხელისუფლება თავდაპირველად დაიბნა, შემდეგ არ ვიცი, შეუწყო თუ არა ხელი ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებას, რადგან ხელისუფლებას ეს არ უნდა აწყობდეს…“ – ეს ნაზი ჯანეზაშვილმა გვითხრა, …

სასამართლოში აღარ მოვიდნენ ყოფილი პატიმრები, რომლებიც ციხის უფროსებს წამებაში ადანაშაულებენ 

“მოწმეები არ მოვიდნენ. ჩვენ მათ დავუკავშირდებით და შემდეგ სხდომაზე უზრუნველვყოფთ მათ გამოცხადებას,” – ამ სიტყვებით მიმართა პროკურორმა რამაზ შავაძემ მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე. მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა გადაიდო. „პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წელს დაიწყო. ამის მიუხედავად, 119 მოწმიდან ამ დრომდე სასამართლოს დაახლოებით 40 მოწმის ჩვენება აქვს მოსმენილი. სასამართლო პროცესები ამ საქმეზე …

რატომ მცირდება საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა

საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა შემცირდა. თუკი 2016 წელს საპატრულო პოლიციამ კონკურსის წესით 53 ქალი შეარჩია, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 10-მდე შემცირდა, 2018 წელს კი 21 ქალი გახდა პატრულის თანამშრომელი. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, ნოემბრის ჩათვლით, 418 ადამიანი მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის კონკურსში. აქედან 162-მა წარმატებით გაიარა კონკურსი და …

რა გაძვირდა ბაზარში წინასაახალწლოდ [ფოტო]

„მყიდველი არაა, ხალხს ფული არ აქვს. კი არ გაძვირდა რამე, პირიქით, დაიკლო,“ – ირწმუნებიან ბათუმის აგრარულ ბაზარში. ამას დახლთან მისვლამდე ამბობენ, შემდეგ კი, როცა ფასები ზუსტდება და მოვაჭრეები წინა თვეების ფასებს იხსენებენ, ისინი თავად გამოთქვამენ საყვედურს, გაძვირდა ბაზარიო. „გაძვირდა ქათამი. აქამდე 5 – 6 ლარში ვყიდდი, ახლა შვიდ-ნახევარია. რატომ გაძვირდა, მეც ეს მაინტერესებს, არ ვიცი. …

NGO-ები პარლამენტს: დაბალი რეპუტაციის მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროთ

„ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა,“ – ასე აფასებს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დაასახელეს. სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ამ პროცესის შეჩერებას სთხოვს. სამოქალაქო სექტორი აქცენტს „არაფორმალურ გარიგებებზე“ აკეთებს, „კლანურ მმართველობაზე“ და იმაზე, რომ შერჩეული კანდიდატების „რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს“. „ეს აჩვენებს, რომ მათ სურთ …

ბათუმში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა

„ჩვენ ბევრი რამ გვაწუხებს, მაგრამ ვერ ვახერხებთ ორგანიზებას. ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს… გვაქვს მენტალური პრობლემაც, ველოდებით ვიღაც მესიას, მდიდარ და კეთილ კაცს, რომელიც ჩამოგვირიგებს ფულებს და ჩვენ მარტო მხარ-თეძოზე გადაბრუნების უფლებას მოგვცემს. ასე არსად არ ხდება სინამდვილეში, ასე ხდება მხოლოდ ზღაპრებში. რეალურად ხალხმა უნდა  მოინდომოს ის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეს ქვეყანა წინ…“ …

„მას მხარს ვერ დავუჭერდი“ – ირაკლი ჭეიშვილი აჭარაში აუდიტის სამსახურის უფროსის დანიშვნაზე  

მეშვიდე წელია უმაღლესი საბჭო და სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ. გენერალურ აუდიტორს კახაბერ კირტავას დანიშვნა სურს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე აჭარაში, რასაც უმაღლესი საბჭოს თანხმობა სჭირდება. მეშვიდე წელია უმაღლესი საბჭო კახაბერ კირტავას კანდიდატურაზე უარს ამბობს. კახაბერ კირტავა 2011 წლიდან დღემდე აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია აჭარაში. „წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამაც მას …

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ ბათუმში პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმში ოფისს ხვალ, 22 დეკემბერს გახსნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოეტი გენრი დოლიძე იქნება. „ჯერ არ შემიძლია დავადასტურო, რადგან გადაწყვეტილი არ არის, კონსულტაცია მქონდა. ხვალ დილით ჩამოვლენ, გავივლით ერთობლივად კონსულტაციას, ხვალ დილით მეცოდინება დადასტურებულად,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ. „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ახალი სახეების შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ …

განაჩენი „ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე

„ლეოგრანდის” საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენი გამოცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზს, რომელიც ამ სასტუმროში ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გიორგი მიქელაძე „ლეოგრანდში” საწყობის უფროსი იყო. ის მოსამართლემ გაამართლა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. სასამართლომ პროკურატურის მიერ …

„მე მინდა ვჩანდე“ – შეხვედრა უნივერსიტეტში სოციალური საწარმოს მზარეულებთან

„მე მინდა ვჩანდე,“ – ამბობენ სოციალურ საწარმოში მომუშავე ქალები, რომლებმაც ტკბილეულის გამოფენა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყვეს. სოციალური საწარმო ბათუმის სამედიცინო ცენტრში გასული წლის შემოდგომაზე მოეწყო. ეს ცენტრი მრავალპროფილურია და იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებიც მკურნალობენ. „ჩვენი ტკბილეული ყველას მოსწონს… სხვებსაც უნდათ მუშაობა. დღეში სულ ოთხი საათი გვიწევს მუშაობა. ნამცხვრებს ვამზადებთ, კრუასანსაც,“ – ამბობს ლეილა ლამპარაძე, რომელიც …

რა გაირკვა “ლეოგრანდის” ხანძარზე – ბოლო სასამართლო პროცესი

“რით დასტურდება, რომ გიორგი მიქელაძე იყო პასუხისმგებელი სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებაზე?” – ჰკითხეს ადვოკატებმა პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს. “ჩატარდა სამართლებრივი ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი პირი… ათობით მოწმემ მიუთითა, ვის რა მოვალეობა გააჩნდა იქ,” – თქვა პროკურორმა. “ლეოგრანდის საქმეზე” დღეს, 20 დეკემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. განაჩენს ის ხვალ გამოაცხადებს. ზეგ ამ …

რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა 

მოქალაქე ჯემალ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოში უჩივის და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია გირაოს თანხაზე, რომელიც ჯემალ სირაბიძემ დაკავებული ახლობლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გადაიხადა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. „სულიკო ჩემი ახლობელია და ჩხუბისთვის დააკავეს,“ – გვიყვება ჯემალ სირაბიძე. – „ის ჩემი ცოლის ბიძაშვილია და ახლობლებმა მთხოვეს, თუ გაქვს საშუალება, იქნებ შეუტანო თანხა …

რომელი სასამართლო იყენებს გირაოს ყველაზე ხშირად

აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ყველაზე ხშირად ქუთაისის საქალაქო სასამართლო იყენებს თბილისის, ბათუმის, თელავისა და გორის სასამართლოებთან შედარებით. სასამართლოების მონიტორინგის შედეგებზე დღეს, 19 დეკემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში ისაუბრეს. საია-ს ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში ქუთაისის სასამართლომ საქმეების 85 %-ში გამოიყენა გირაო, წინასწარი პატიმრობა კი – მხოლოდ 12 %-ში. გირაოს რაოდენობების …

„სამშენებლო პოლიგონი“ ქობულეთის ფიჭვნარის მწვანე ზოლში [ფოტო]

ქობულეთის სანაპიროზე ჯებირების აღსადგენად სამშენებლო მასალებს პირდაპირ ფიჭვნარის მწვანე ზოლში ამზადებენ. ქობულეთში მცხოვრებმა პირმა ამ სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ფიჭვნარში არა მხოლოდ მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, არამედ, პრაქტიკულად, „სამშენებლო პოლიგონია“ მოწყობილი ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ რეკრეაციულ  ადგილზე. „სამშენებლო პოლიგონია“ კი, რადგან არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილება მიზანშეუწონელია… ეს შესაძლებელია, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, …

რატომ ვერ ყიდიან ქობულეთელები მანდარინს

„კარგ ფასად გვინდოდა გაყიდვა და კლიენტები საერთოდ აღარ ჩანან, საწარმოც დაიხურა,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმო TCF Georgia-მ სტანდარტული მანდარინის მიღება რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს. „ჩვენ სტანდარტულ მანდარინში, საშუალოდ, 60-70 თეთრს ვიხდიდით. ამ ფასად ბევრმა არ მოიტანა მანდარინი, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ მეტს გადაუხდიდნენ ადგილზე მისული …

კაცის სახელი ტრანსგენდერი ქალის საფლავის ქვაზე

ლიკას საფლავის ქვაზე მამაკაცის სახელი დააწერეს – ავთო, ფოტოც ბიჭისაა. საფლავის ქვა ლიკას ოჯახის წევრებმა შეუკვეთეს. მათ არც სიცოცხლის შემდეგ მიიღეს ლიკა, როგორც ტრანსგენდერი ქალი. ლიკა 19 ივლისს გარდაიცვალა. ის 26 წლის იყო. სიცოცხლის ბოლო დღეებში ლიკას მხოლოდ ბაბუა უვლიდა. მას სხვადასხვა მძიმე დაავადება ჰქონდა და ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სამძიმრის მიღებაზე უარი …

Exit mobile version