მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის

ლიანა დუმბაძე ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც 9 წლის წინ ლიანას ექსპროპრიაციის წესით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზნით“ ჩამოართვეს. ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი მერიას დღემდე არ გამოუყენებია. მოქალაქემ ბათუმის მერისგან ხელმოწერილი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ მიწას მოქალაქეს ვერ დაუბრუნებენ, რადგან ის უკვე საპრივატიზაციოდ მზადდება. „ეს არის საკუთრების უფლების …

12 წლით პატიმრობა ტრეფიკინგისთვის – ბათუმის სასამართლოს განაჩენი

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გულრუხ სოლიევას. მას გამოძიება ტრეფიკინგის ჩადენას ედავებოდა. მსჯავრდებული უზბეკეთის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, გულრუხ სოლიევამ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში გოგო. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ბათუმში, ნაქირავებ სახლში, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. …

ბათუმში სახლი გაძარცვეს, ქალი წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს

ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ძარცვა მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ქალი სკამზე წებოვანი ლენტით მიკრული დახვდა, თუმცა ის ექიმებს კლინიკაში არ გაჰყვა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში, ასევე, გვითხრეს, რომ ქალს პირზეც ჰქონდა აკრული წებოვანი ლენტი, რომელიც მეზობლებმა ექიმების მისვლამდე მოხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის (ძარცვა) შესაბამისად. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

„ბათუმის წყალი“: დაშავებულმა მუშებმა საავადმყოფო დატოვეს

ბათუმში, მესხის ქუჩაზე, სამი მუშის დაზიანებასთან დაკავშირებით „ბათუმის წყალი“ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, მუშები თხრილში, ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამივე მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა. „უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად დაცული იყო… ამიტომაც გვაქვს ეს მდგომარეობა, რომ ადამიანების დაზიანება არის მინიმალური. იქ არ წარმოქმნილა ისეთი ტიპის დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში. …

ქედაში მდინარეში ავტომანქანა გადავარდა – დაიღუპა 35 წლის ქალი

ქედაში, მდინარეში ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 35 წლის ქალი დაიღუპა, დაშავებული 4 მგზავრი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგვიდასტურა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ავტომანქანა აჭარისწყალში სოფელ ცხემნართან გადავარდა. “მანქანაში ოთხი მგზავრი იყო, როგორც ვიცი, ნათესავები იყვნენ ერთმანეთის. ქალი გარდაიცვალა. ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია, ერთს კი მკურნალობა არ დასჭირდა. …

მოწმეები „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ჩვენებებს ცვლიან

„ყველა სიტყვას არ ვეთანხმები, კაი ბიჭი ვარ და ასე შემდეგ არ მითქვამს…“ – უთხრა პროკურორს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა მანუჩარ ბერიძემ. ის ერთ-ერთია, ვინც ამ საქმეში ჩვენება შეცვალა. დღეს, 12 თებერვალს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 5 მოწმის ჩვენება მოისმინა. პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე მოწმე მანუჩარ ბერიძეს თავიდან ბოლომდე წაუკითხა ის ჩვენება, რომელიც მან სასამართლო პროცესების დაწყებამდე რამდენიმე თვით …

ბათუმში მშენებლობაზე 3 მუშა დაშავდა

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე, სამი მუშა დაშავდა. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ, ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულებს კიდურების მოტეხილობა ჰქონდათ, მათ გონება არ დაუკარგავთ. მათივე ინფორმაციით, მუშები დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდნენ, კონკრეტული სამონტაჟო სამუშაოების დროს. მომხდარზე განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების მონაცემებით, მშენებარე ობიექტზე მუშები წყლის …

ბათუმში მძევლად ხელში ჩაგდების საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

„მძევლად ხელში ჩაგდების საქმე“ შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესებს იცავს. ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სხდომა პირველად გაიმართება, თუკი მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ შედგება წინასასამართლო სხდომამდე. ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, განიხილავენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები საქმეს. საუბარია გასული წლის ბოლოს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთის მცხოვრებს ვალი ჰქონდა გადასახადელი …

თანატოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 15 წლის ბიჭი სასამართლომ გაათავისუფლა

არასრულწლოვანი, რომელსაც გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საუბარია ორი თვის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ლერმონტოვის ქუჩაზე ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. ჩხუბის დროს 14 წლის ბიჭი დანით დაჭრეს. “კონფლიქტი იყო გოგოს გამო, ფეისბუქსში ერთ-ერთი კომენტარისთვის იჩხუბეს,” – ამბობს გვანცა თურმანიძე, იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი. იგი სასამართლოში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა. დაზარალებული …

რომელ წელს მიმართეს ყველაზე მეტჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს

საკონსტიტუციო სასამართლოში, 2013 წლიდან დღემდე, ყველაზე მეტი, 423 სარჩელი, 2017 წელს შევიდა. ამის შესახებ კონსტიტუციური კანონიერების შესახებ მომზადებულ ინფორმაციაში წერია, რომელიც დღეს, 11 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს გაუგზავნა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმოხილვასთან ერთად, სტატისტიკური მონაცემებიცაა. ამ მონაცემების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში 2018 წელს 95 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება …

უცხოელი, რომელსაც ბათუმში ბიზნესი აქვს: მითხრეს, რამდენიმე დღეში ქვეყანა დავტოვო

შაჰინ შაჰ ამრანს პოლიციამ მოსთხოვა, რომ ქვეყნა რამდენიმე დღეში დატოვოს. ის ბანგლადეშიდანაა და ბათუმში ბიზნესი 2011 წლიდან აქვს. შაჰინისთვის არავის აუხსნია, საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, რატომ აღარ აძლევენ ქვეყანაში დარჩენის უფლებას – მას დროებით ბინადრობაზე იუსტიციის სახლმაც უარი უთხრა. „იუსტიციის სახლმა დროებით ბინადრობაზე უარი 2017 წელს მითხრა. მანამდე არ იყო პრობლემა: მივდიოდი ყოველ …

დავით მამისეიშვილი: ჩვენ, მოსამართლეებს, დაცვა გვჭირდება

„ჩვენ, მოსამართლეებს, გვჭირდება დაცვა… თქვენ რომ უკან დაიხიოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული მართლმსაჯულება ჩამოიშლება,“ – მიმართა  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავით მამისეიშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ. დღეს, 11 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში მართავს. სხდომაზე განიხილავენ 9 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2025 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს. ამ შეხვედრაზე დავით მამისეიშვილმა იუსტიციის …

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტომანქანა კაცს დაეჯახა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტომანქანა 30 წლამდე კაცს დაეჯახა. დაშავებული ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს თავის არეში ჰქონდა დაზიანებები და ის შეკითხვებს ბუნდოვნად პასუხობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

როცა 1 ექთანი 50 მძიმე პაციენტს უვლის – შინმოვლა

ნინო ქათამაძე და ნატალია კონცელიძე ბათუმში ყოველდღიურად  7 – 8 ოჯახში მიდიან. ისინი „შინმოვლის პროგრამის“ ექთნები არიან. ნინოს ჯამში 50 პაციენტი აბარია, ნატალიას – 49. ვეკითხები, როგორ ახერხებთ ამდენ პაციენტის მომსახურებას-მეთქი. მპასუხობენ: „შევეჩვიეთ, სხვა რა გზა გვაქვსო.“ ნატალია კონცელიძე ამბობს იმასაც, რომ მისი 49 ბენეფიციარიდან 15-ის მდგომაროება რთულია და მათ ყოველდღე სჭირდებათ შინმოვლა. „დღეჩაგდებით ვახერხებ …

“თამბაქო გადაჰქონდა” – ნარკოტიკის გაყიდვაზე სპეცოპერაციით დაკავებული ქალის და კაცის საქმე 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ ქალს და კაცს, რომლებიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 თებერვალს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სპეცოპერაციით დააკავეს. ვიდრე მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბრალდებულმა მუსტაფა ქ-მ მოსამართლეს უთხრა: “არსად გაქცევას აპირებს… ვაღიარებ და ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს”. ის თურქეთის მოქალაქეა. მოსამართლისთვის არაფერი უთქვამს მეორე ბრალდებულს – იამზე მ-ს. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ …

ხულოს, ზუგდიდისა და ჭიათურის მერის არჩევნები მაისში გაიმართება

მაისში შუალედური არჩევნები რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის, ხულოში, სადაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე გასული წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. არჩეული მერის გარეშე ქვეყანაში კიდევ ორი მუნიციპალიტეტია – ზუგდიდი და ჭიათურა. აქაც ახალ მერებს მაისში აირჩევენ. მერის არჩევნები შესაძლოა სხვა მუნიციპალიტეტშიც გაიმართოს, თუკი რომელიმე არჩეული მერი განცხადებას დაწერს და 15 თებერვლამდე პოსტს დატოვებს. …

სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან – შეტყობინება დავით სერგეენკოს

სოციალური მუშაკები გაფიცვას აპირებენ. მათ უკვე მოამზადეს განცხადება, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია ჩამოყალიბებული. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები დავით სერგეენკოს ატყობინებენ, რომ გაფიცვას დაიწყებენ. განცხადების ელექტრონული ვერსია „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა გამოუგზავნა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ დავასახელებდით. განცხადებაში რამდენიმე მოთხოვნაა გააქტიურებული, მაგალითად, ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკის სამუშაოს განსაზღვრა, ხელფასის გაზრდა, ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი სამგზავრო ხარჯის …

ქობულეთში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ფოსტით 1 კგ კოკაინი გამოუგზავნეს – თვითმხილველი

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ორი პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გუშინწინ, 5 თებერვალს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ჩაატარა თბილისიდან ჩამოსულმა სპეციალურმა ჯგუფმა. თვითმხილველის თქმით, დაახლოებით ერთ კილოგრამამდე ჰეროინი ქალს და კაცს ფოსტით გამოუგზავნეს და ისინი ქობულეთის ცენტრში მდებარე ფოსტის შენობიდან გამოსვლისთანავე დააკავეს. „ფოსტიდან გამოსვლის დროს უცებ დააკავეს. კაცი თურქულად იძახდა, ეს ჩემი არ არის, ქალს …

კონფიდენტის როლი ნარკოდანაშაულში – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

სამართლებრივ ნორმას, რომელიც ჩხრეკის ჩატარების მიზანს და საფუძველს ადგენს, მოქალაქე გიორგი ქებურია ასაჩივრებს. იგი 2017 წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოქალაქის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 7 თებერვალს, განიხილავს განმწესრიგებელ სხდომაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირის ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ოპერატიული ინფორმაციის წყარო შესაძლოა ე.წ. კონფიდენტი იყოს, …

სად ნახავს აჭარის მთავრობა 10 მილიონს „ოცნების ქალაქში“ კორპუსის ასაშენებელად

რა თანხით აშენებს აჭარის მთავრობა საცხოვრებელ კორპუსს „ოცნების ქალაქში“, როცა ბიუჯეტში ეს ფული გათვალისწინებული არ არის? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა დაახლოებით 10 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ამ კუთხით ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს. „საპროექტო თანხა გამოიყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და ეს იქნება …

ნარკოტიკის გაყიდვის ბრალდებით ქალი და კაცი დააკავეს – სპეცოპერაცია ბათუმში

ამ სპეცოპერაციას ბათუმის ცენტრში არაერთი თვითმხილველი ჰყავდა – ნიღბიანმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით დღეს, 6 თებერვალს, ორი პირი დააკავეს. დაკავებული ქალი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო კაცი – თურქეთის. რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდგომი ტაქსის მძღოლი, რომელიც სპეცოპერაციის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა, ამბობს, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი იყო ქუჩაზე, მაგრამ პროცესი სანამ არ დასრულდა, ვერაფრით გაიგო, რა …

პატიმარმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

პატიმარმა ლეონიდე მიქაბერიძემ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ლეონიდე მიქაბერიძე თაღლითობისთვის 2014 წელს გაასამართლეს და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა იგი ციხეში ჩადენილი დანაშაულისთვისაა ბრალდებული და თუკი სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მას მინიმუმ 10 წლით დაუმატებენ თავისუფლების აღკვეთას. პატიმარი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის …

ენმ “ოცნების ქალაქზე”: მთავრობამ ამ ადამიანების დასაქმებაზეც უნდა იზრუნოს

„მკაფიო უნდა იყოს კრიტერიუმი… ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც იქნება დროში გაწერილი,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენების გარდა, იქ მცხოვრები ადამიანების დასაქმებაზეც უნდა იზრუნოს. “ოცნების ქალაქში” საცხოვრებელი კორპუსების აშენების შესახებ აჭარის მთავრობის თამვჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 6 თებერვალს …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად პირველ ეტაპზე 10 მილიონი გამოიყოფა

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებენ. ამის შესახებ დღეს, 6 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  თორნიკე რიჟვაძის თქმით, ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელ ფართობებს კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. მთავრობის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, რა კრიტერიუმებზეა საუბარი და სად შეეძლებათ მოქალაქეებს მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუკი ისინი ბინას ვერ მიიღებენ. „კომისია აღარ შეიქმნება. არსებობს …

გაშლით თუ ვერა კარავს უნებართვოდ – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

შეკრების და მანიფესტაციის უფლების კუთხით შესაძლოა ახალი საკანონმდებლო რეგულაცია დადგინდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ დააკმაყოფილებს. ამ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა დღეს, 6 თებერვალს გაიმართება. ომბუდსმენი სადავოდ მიიჩნევს სამართლებრივ ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეებს უკრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს, ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის, პლაკატის, ტრანსპარანტის, ან აფიშის …

ადევნების საქმე ბათუმის სასამართლოში

ბათუმში მცხოვრებ ბესო ფ.-ს გამოძიება ძალადობას და ადევნებას ედავება. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ქალი ამბობს, რომ ყოფილმა სექსუალურმა პარტნიორმა მას ქუჩაში სცემა, მანამდე კი, ადევნების მსხვერპლი გახდა. დაზარალებული ქალი უკრაინის მოქალაქეა. დღეს, 5 თებერვალს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა დასაშვებად მიიჩნია დაცვის მხარის მტკიცებულება. საუბარია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე, რაც ბრალდებულმა კაცმა სასამართლოში წარმოადგინა. „ეს არღვევს პერსონალურ …

ლაშა კომახიძე: ხანძრისგან მიყენებულ ზარალს უკვე ვითვლით

„ხანძარი, ფაქტობრივად, უკვე ლოკალიზებულია. ჩვენ დავაკვირდებით და დავითვლით ზარალს. ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები დაკავებული არიან უკვე ამით,“ – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბერიძის ქუჩაზე. ხანძარი ამ ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლს გაუჩნდა. ბათუმის მერის თქმით, ვიზუალური დათვალიერებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 4-5 სახლი დაზიანდა. ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ეს …

უცხოელი ტურისტი: თბილისში მოტოციკლი დამიმტვრიეს და მცემეს, პოლიცია კი არ მოქმედებს

„პოლიცია უკვე ერთი კვირა იძიებს საქმეს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მე კი მოტოციკლის აღდგენის ფული არ მაქვს, რომ გზა გავაგრძელო…“ – ამას თბილისში მყოფი ტურისტი ვალენტინო დევასკო გვიყვება. იგი პერუდანაა, მუსიკოსია, მოტოციკლით სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ მეგობართან ერთად ჩამოვიდა. „საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, გესტჰაუსში ვცხოვრობ და მოტოციკლი იმ ღამით გარეთ, საერთო …

რამდენად შეიცვალა ადგილობრივების განწყობა ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე

ქობულეთში, ლერმონტოვის 13-თან ჟურნალისტის გამოჩენისთანავე თითქმის ყველა ჭიშკარს კეტავს, ადამიანები მზიანი ამინდის მიუხედავად, ხმის ამოუღებლად ტოვებენ ქუჩას, ტროტუარს, ეზოს… მათ კამერის წინ გამოჩენა აღარ სურთ. ამის მიზეზს აქ არავინ განგიმარტავთ. ლერმონტოვის 13-ში მდებარე სამსართულიანი სახლი კი, ისევ ცარიელი და გამოკეტილია. 5 წლის წინ ამ მისამართზე მუსლიმი თემი პანსიონის გახსნას გეგმავდა. ადგილობრივებმა პანსიონის გახსნის საშუალება მუსლიმებს …

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს – დავით მიქიაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 4 თებერვალს შეუდგა. იგი აქამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ეს თანამდებობდა ვაკანტურია 31 იანვრიდან, როცა მიხეილ დილიმაშვილმა საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი დაიკავა. დილიმაშვილი ამ თანამდებობაზე გასული წლის ივნისში დანიშნეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დავით მიქიაშვილი 1978 წელსაა დაბადებული, …

ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს „ფარული კადრების საქმეზე“

„ფარული ვიდეოკადრების შენახვის და გავრცელების საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი – ირაკლი ქასრაშვილი დააკავეს. იგი პროფესიით მეზღვაურია და 23 წლისაა. „გაირკვევა ალბათ ყველაფერი. ეს ყველაფერი აბსურდია. ჩემს შვილს ღამის ორ საათზე მიუვიდა რაღაც ვიდეო, მეტი არაფერი ვიცი… როგორც ვიცი, მას ბრალი უკვე წაუყენეს,“ – გვითხრა ირაკლი ქასრაშვილის მამამ, გიორგი ქასრაშვილმა. ამავე საქმეზე დღეს, პირველ თებერვალს, …

რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში

წითელას საწინააღმდეგო აცრები ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, 31 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად შეწყდა. ვაქცინაცია უნივერსიტეტში დღესაც უნდა გაგრძელებულიყო. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, კამპანია იმიტომ შეწყვიტეს, რომ ქალაქის პოლიკლინიკებში ხალხი მომსახურების გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სტუდენტების დაინტერესება იყო მცირე, თავად უნივერსიტეტს კი არ აქვს ინფორმაცია, რის გამო შეწყდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია …

როგორ შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„საქართველო ცდილობს გაიქცეს რეგიონიდან…“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე თემაზე – სად არის საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში. რა იგულისხმება „გაქცევაში“, რა ხდება სამეზობლოში და რამდენად შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთის თვალში? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო კორნელი, შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ …

სააკაშვილი აცხადებს, რომ აჭარაში „ალტერნატიული მთავრობა“ შექმნა

„ბათუმის ოფისის აქტივობის განსაკუთრებით ეშინიათ, ეს არის პოლიტიკური დევნა…“ – მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ, თუ რა გახდა მათი აზრით პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრების პოლიციის განყოფილებაში დაბარების მიზეზი და ხომ არ უკავშირდება ეს ამბავი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბათუმში „ალტერნატიული მთავრობის“ ჩამოყალიბებაზე. „აი, ეს არის ნამდვილი ახალი ხელისუფლება საქართველოში: ჭკვიანები, …

ენმ: ჩვენი აქტივისტი ირმა ხოროიშვილი კადრების საქმეზე  დასთან ერთად დააკავეს

სავარაუდოდ ფარული კადრების გავრცელების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ბათუმში ირმა ხოროიშვილი დასთან, ინგა ხოროიშვილთან ერთად დააკავეს. „ისინი დაახლოებით გათენებისას, 6 საათზე დააკავეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში და თბილისში გადაიყვანეს. ირმა ჩვენი აქტივისტია და ბათუმის ოფისში მუშაობს. მის დას კი არ ვიცნობ,“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელმა. ირმა ხოროიშვილი ენმ-ის …

„ფერმერებს უჭირთ პროდუქციის უწყვეტი მიწოდება“ – რატომ ვერ შევდივართ ევროპის ბაზარზე

„ოფიციალური მონაცემებით, გვაქვს 100-პროცენტიანი შესრულება ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი, სავაჭრო შეთანხმების სოფლის მეურნეობის ნაწილში, მაგრამ ეს ვერ აისახა ფერმერებზე…“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნათია დაღელიშვილმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ოფიცერმა და ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, ის ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესზე მუშაობს. 31 იანვარს, პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროინტეგრაციის გამოწვევებზე ჟურნალისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „ბათუმელებმა“ ნათია დაღელიშვილს …

Exit mobile version