„ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება“ – რა დახმარება არსებობს დამოკიდებული ადამიანებისთვის

ზური 33 წლისაა, ამბობს, რომ 16 წლიდან „თამაშობს“. ის თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს აფასებს, როგორც „დაცემას“. „რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფსკერზე აღმოვჩნდი. განსაკუთრებულად დიდი ვალი არ მქონია… მთავარი პრობლემა იყო საკუთარ თავთან დამოკიდებულება, მაგალითად, უკვე გადავედი ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა ფულის სესხება და არ დაბრუნება, ავანტიურაზე წასვლა, ურთიერთობების აგება ფინანსური ინტერესით… რა თქმა უნდა, გარკვეული ვალებიც …

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს – ექიმის რჩევები

ცხელება არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. ეს თქვენი სხეულის ნორმალური იმუნური რეაქციაა ინფექციასთან ან დაავადებასთან ბრძოლის პროცესში. ცხელება, როგორც წესი, სერიოზული შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს და ჩვეულებრივ ქრება, როდესაც ინფექცია გადის, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ვირუსული დაავადება ძალიან მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ორგანიზმი სიცხის დამწევზეც აგვიანებს რეაგირებას. სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ფართო …

ბათუმში დღეს ღამით შესაძლოა წყალი გაითიშოს

დღეს, 15 მარტს, 23:00 საათიდან 16 მარტის 09:00 საათამდე ქალაქის მასშტაბით, შესაძლოა გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდოს წყალმომარაგება, მაღალსართულიან კორპუსებს კი წყალი მიეწოდოს დაბალი წნევით. ამ ინფორმაციას თავად ბათუმის წყალი ავრცელებს. „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ აბონენტების ზუსტი მისამართები, რომელთაც შესაძლოა შეზღუდვები შეეხოს, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია კი დეტალების დაზუსტებისთანავე განახლდება. შესაძლო შეზღუდვების მიზეზი ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ ქსელზე …

რა მნიშვნელობა აქვს რამადანის დროს სწორი საკვების შერჩევას – ნუტრიციოლოგის რჩევები

რამადანის თვეში მუსლიმები გამთენიიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. დროის ამ მონაკვეთში ისინი თავს იკავებენ, როგორც საკვების მიღებისგან, ისე წყლისა და ნებისმიერი სხვა სითხის მიღებისგან. ადამიანები ამ დროს ჩვეულებრივ ჭამენ დღეში ორჯერ, მზის ჩასვლის შემდეგ და გამთენიისას. შესაბამისად, ამ დროს იცვლება ძილის რეჟიმი, სოციალური ურთიერთქმედებები და მასთან ერთად ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ ამ …

რამდენად უსაფრთხოა მკერდისთვის მჭიდრო ლიფის ტარება და ლაზერული ეპილაცია – მამოლოგის რჩევები

ძუძუს კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 13 წელია არსებობს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა, მასში მოსახლეობის ჩართულობა, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სიძვირესთან დაკავშირებული შიში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალები ექიმთან დროულ ვიზიტს არიდებენ თავს. რამდენად უსაფრთხოა ძლიერად მოჭერილი ლიფის ტარება? ნორმალურია თუ არა მკერდის ძლიერი …

რა სინდრომზე მიუთითებს მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება

მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანს აღენიშნება სამი ან მეტი ისეთი სიმპტომი, რომელიც ზრდის გულის დაავადების, ინსულტის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკებს. ამ მდგომარეობებიდან თვალით აღქმადი მხოლოდ ერთი – მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვებაა. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ თითოეული ეს მდგომარეობა განკურნებადი და მართვადია ცხოვრების წესის ცვლილებებით და/ან მედიკამენტებით. 2022 წლის …

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს დისლექსია აქვს – ინტერვიუ

დისლექსია სწავლის უნარის დარღვევაა, რომელიც ართულებს კითხვას და ენასთან დაკავშირებულ სხვა ამოცანებს. ხშირად დისლექსია ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემა ჰგონიათ, თუმცა ბავშვთა განვითარების ცენტრი „მოზაიკის“ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი განმარტავს, რომ ეს წარმოდგენა მცდარია. „დისლექსია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს განვითარების ეტაპების დაყოვნებას, რაც კვლევებითაც დასტურდება“ – ამბობს მარიამ ათაბაგი. დისლექსია, ექსპერტების შეფასებით, გავლენას ახდენს მსოფლიო …

გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკის მიღება არაფრის მომცემია – ექიმის რჩევები

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. მიუხედავად აქტიური საინფორმაციო კამპანიებისა, მოსახლეობაში მაინც ხშირია ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ძირითადად გამოწვეულია ანტიბიოტიკების ხშირი, გადაჭარბებული ან არასწორი გამოყენების შედეგად.  ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციებს არ კურნავს, მათ შორის, არც გრიპს. ვირუსული ინფექციის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ბაქტერიული კო-ინფექცია. ამ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია …

ტაქიკარდია და არითმია, რომლის ეპიზოდიც ძლიერი ჩასუნთქვით ჩერდება – ექიმის რჩევები

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (სვტ) ხშირად ვლინდება გულის უეცარი (პაროქსიზმული) აჩქარებით. ეს აჩქარება, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წამი, წუთი ან საათი და ის ჩერდება სპონტანურად, გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებით ან მედიკამენტურად. არსებობს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მუდმივად (განუწყვეტლად) მიმდინარე ფორმებიც, თუმცა შედარებით იშვიათად. პაროქსიზმული ფორმის სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიის სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე საუბრობს: MayoClinic: …

ნახევარი მილიონის ოქროს გადმოტანისთვის სარფის საბაჟოზე მძღოლი დააკავეს

სარფის საბაჟო საზღვარზე ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ოქროს საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა, რაზეც დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები. გამოძიების ამ ეტაპზე …

ყვითელი კბილები – მიზეზები, პრევენცია და მკურნალობის გზები

კბილების ფერის შეცვლა და კბილებზე ლაქები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დროს კბილები შეიძლება ჩანდეს უფრო მოყვითალო, ნაკლებად ნათელი, ანაც შეიძლება კბილებზე თეთრი ან მუქი ფერის ლაქები გაჩნდეს. კბილების დისკოლორაციის ზოგიერთი მიზეზი გარდაუვალია – მაგალითად დაბერება, ტრავმა ან გენეტიკა; ისეთი გარე ფაქტორები კი – როგორიცაა მწეველობა, მუქი ფერის საკვები და პირის …

65 000 ლარით დააჯარიმეს კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელმაც ფოთში ზღვა დააბინძურა

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000-მდე ლარი შეადგინა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს …

„მცემდნენ იმისთვის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი ან არ მოვყევი“ – რას ცვლის მოზარდში ჰომოფობიური ბულინგი

საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ჩაგვრისგან დიდი ხნის პრობლემაა, ამას მოწმობს საქართველოს სკოლებში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, რომელთა თანახმადაც ბულინგი მოსწავლეთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა. UNICEF-ი წერს, რომ ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი ბავშვები ბულინგის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ხშირად ესენი არიან ბავშვები მარგინალიზებული თემებიდან. მათ შორის არიან ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე …

ყინულის ღეჭვა – რა იწვევს და რას აზიანებს

ყინულის ღეჭვა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ზოგიერთ ადამიანისთვის ძალიან კომფორტული და ბუნებრივი ჩვევაა. მას სახელიც კი აქვს მედიცინაში – პაგოფაგია. უცნობია ზუსტი მიზეზი, თუ რა წარმოშობს ამ სურვილს, თუმცა კვლევების მიხედვით, ყინულის ღეჭვის სურვილს რკინის დეფიციტით არის გამოწვეული; გარდა ამისა მიიჩნევა, რომ ეს სურვილი სტრესსა და შფოთვასაც  უკავშირდება. კლინიკა „როგოს“ თერაპევტ-სტომატოლოგი მაია მგელაძე განმარტავს, …

ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის პროდუქცია იყიდებოდა

ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის შემცველი პროდუქცია საჯაროდ იყიდებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 260-ე მუხლით. ეს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას“ გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მაღაზია „I love joint/მე მიყვარს ჯოინთი“, ბათუმში ჭავჭავაძის …

რა შეიძლება იყოს ყურის ქავილის მიზეზი? – ექიმის რჩევები

ყურის ქავილი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და, როგორც წესი, ის არ არის რაიმე სერიოზული მდგომარეობის ნიშანი. თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ქავილი მწვავეა და ძლიერ დისკომფორტს ქმნის. ამ თემაზე „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ალიშანიძე საუბრობს. ბატონო გიორგი, რა შეიძლება იყოს ყურის ქავილის მიზეზები? მიზეზი შეიძლება იყოს ბევრნაირი, მაგალითად, მიკროტრავმა, რომელსაც ჩვენვე ვიყენებთ ყურში ე.წ. ყურის …

რას აზიანებს ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენება

ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: გრიპი, მწვავე სურდო, ჰაიმორიტი და სინუსური ინფექციები, გაჭედილი ცხვირის გასახსნელად რეკომენდებულია მყისიერი მოქმედების ე.წ. დეკონგესტანტური სპრეისა თუ წვეთების გამოყენება, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ იმ რისკების შესახებ, რაც ამ საშუალებების ჭარბად მოხმარებას ახლავს.  მედიკამენტური, იგივე წამლისმიერი რინიტი არის ცხვირის შეშუპების ტიპი, რომელიც ჩნდება ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენების შედეგად. ეს იწვევს გაღიზიანებას და ანთებას …

პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშნები – ექიმის რჩევები

პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი აშლილობაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემასა და სხეულის ნაწილებზე, რომლებსაც ნერვები აკონტროლებს. დაავადების სიმპტომები ნელა იწყება. პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს ძლივს შესამჩნევი ტრემორი (კანკალი) მხოლოდ ერთ ხელში. გარდა ამისა, პარკინსონის დაავადება კლინიკურად ხასიათდება მოძრაობის პროგრესირებადი ასიმეტრიული შენელებით, რიგიდობით/დაჭიმულობით, სიარულის დარღვევით და არამოტორული სიმპტომების ფართო სპექტრით. მიუხედავად იმისა, რომ პარკინსონის დაავადება ვერ იკურნება, …

როცა თითებზე ფერი გვეცვლება და გვცივა – ექიმის რჩევები

რეინოს დაავადება სისხლძარღვოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს სხეულის ზოგიერთი ნაწილის, უხშირესად კი ხელისა და ფეხის თითების დაბუჟებასა და მოყინვას, სიცივის ან სტრესის საპასუხოდ.  რეინოს დაავადების დროს ვიწროვდება მცირე სისხლძარღვები, რომლებიც კანს სისხლით ამარაგებს. ამ დაავადებას ძალიან სახასიათო სიმპტომი აქვს, ხელის ან ფეხის თითებზე ფერი იცვლება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ სისხლძარღვთა ქირურგი, შალვა გლახოშვილი განმარტავს, რომ ასეთივე სიმპტომატიკა შესაძლოა …

რა იწვევს თმის ბუდობრივ ცვენას – ინტერვიუ

თმის ბუდობრივი ცვენა იწყება მოულოდნელად და როგორც წესი, თავის კანზე, რამდენიმე ან ერთი მრგვალი ფორმის მელოტი ლაქებით, რომლებმაც შეიძლება ერთმანეთი გადაფარონ.  კლინიკა „კანის“ ექიმი-დერმატოლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რომ ბუდობრივი ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც თმის ცვენა შეუძლია გამოიწვიოს სხეულის ნებისმიერ წერტილში. ექიმი ამბობს, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. რა არის ბუდობრივი ალოპეცია და რა ხდება ამ …

რას ცვლის საუზმე ორგანიზმისთვის და როგორი უნდა იყოს დღის პირველი კვება – ექიმის რჩევები

საუზმის მნიშვნელობის შესახებ შერეული წარმოდგენები არსებობს, ზოგი მიიჩნევს, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია. სხვები ამბობენ, რომ დილას ერთი ლუკმის გადაყლაპვაც უჭირთ. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე საუბრობს საუზმის მნიშვნელობაზე, საზიანო და სასარგებლო საუზმესა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. ქალბატონო ლუიზა, რა მნიშვნელობა აქვს საუზმეს ორგანიზმისთვის? საუზმე ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ის დიდწილად განსაზღვრავს, თუ …

როდის არის პირის ღრუში ცუდი სუნი გასტროენტეროლოგიური პრობლემა

უსიამოვნო სუნი პირიდან, იგივე ჰალიტოზი, საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ეს პრობლემა ძირითადად პირის ღრუს არასწორი ჰიგიენის პრობლემად მოიაზრება და ზოგჯერ ასეც არის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უსიამოვნო სუნის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ვერც პირის ღრუსა და კბილების სისუფთავე, ვერც სპეციალური სავლებები და მით უმეტეს, ვერც ისეთი მოკლევადიანი გამოსავალი, როგორიც საღეჭი რეზინია, პრობლემას ვერ …

ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება ბათუმში – გაწვევა ჯარში და ჰორმონალური თვითთერაპია  

ჰორმონალური თერაპია ტრანსგენდერი ადამიანების ტრანზიციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ საქართველოში ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების ეროვნული სტანდარტის (პროტოკოლი, გაიდლაინი) არ არსებობის გამო, აქ ეს სამედიცინო სერვისი არავისთვისაა ლეგალურად ხელმისაწვდომი. ამის გამო საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ნაწილი ჰორმონალურ თვითთერაპიას მიმართავს. ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ჰორმონალური მედიკამენტების მიღებას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. 20 წლის ნანიკა მეცხრე თვეა ჰორმონალურ თვითთერაპიაზეა, ბათუმში …

2023 ყველაზე თბილი წელი იყო, რას ველით 2024 წელს? – კლიმატის მონიტორინგი

დედამიწამ პირველად გადაიტანა 12 თვის განმავლობაში პრეინდუსტრიულ დონეზე 1,5 C გრადუსით უფრო მაღალი ტემპერატურა – ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახური ავრცელებს. 2023 წელი დადასტურებულია, როგორც ყველაზე თბილი კალენდარული წელი გლობალური ტემპერატურის მონაცემების ჩანაწერებში, რომელიც 1850 წლიდან იწყება. ძირითადი ფაქტები: 2023 წელს გლობალური საშუალო ტემპერატურა 14,98°C იყო, რაც 0,17°C-ით აღემატება წინა უმაღლეს წლიურ …

რამდენად საყურადღებოა შეკრთომა ჩაძინებისას – ექიმის რჩევები

ჩაძინებისას შეკრთომა ძალიან ხშირი მოვლენაა, ამ დროს კუნთები უეცრად და უნებლიეთ მოძრაობს – მიოკლონია [კუნთის სწრაფი, უნებლიეთ შეკუმშვა] შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს და ზოგჯერ ისეთი ინტენსიური იყოს, რომ გამოგაფხიზლოთ კიდეც. მოძრაობას ხშირად ახლავს სხვა, მათ შორის, სიზმრის მსგავსი, წარმოსახვითი ვარდნის შეგრძნება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ელგა ჩხენკელი განმარტავს, რომ ასეთი მიოკლონია, როგორც წესი, გვხვდება ჯანმრთელ ადამიანებში, …

რას ამბობს შავი ზღვის უახლესი კვლევა – კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ აღებული სინჯები

კახოვკის წყალსაცავის განადგურების ზემოქმედების ბაქტერიოლოგიური კვლევის უახლესი შედეგები ადასტურებს, რომ „შავი ზღვა მნიშვნელოვნად დაბინძურდა ბაქტერიოლოგიურად“. საუბარია შავი ზღვის წყლებში, ოჩაკოვისა და ოდესის რეგიონში აღებულ ნიმუშებზე, რომლებშიც აღმოჩნდა პირველი და ბოლო რიგის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გენები; ოდესის ყურის წყლებში კი გაიზარდა ციანობაქტერიების წილი (დაახლოებით 35%), რაც „მიუთითებს მნიშვნელოვან ევტროფიკაციაზე კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შემდეგ“.  „მიუხედავად იმისა, …

რა უნდა ვიცოდეთ ცხვირის ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე – ქირურგის რჩევები

რინოპლასტიკა ცხვირზე ოპერაციული ჩარევაა, რომელსაც ატარებენ როგორც ცხვირის ვიზუალური ცვლილებისთვის, ისე დეფორმაციებისა და დეფექტების გასასწორებლად, ნორმალური სუნთქვის უზრუნველსაყოფად. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქირურგიული ჩარევაა მსოფლიოში.  „ბათუმელებთან“ რინოპლასტიკის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ქირურგი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგების ასოციაციის წევრი, ზურაბ კეკელია საუბრობს.  ბატონო ზურაბ, როგორია რინოპლასტიკის შემდგომი რეაბილიტაცია და რამდენ ხანს …

რატომ შეიძლება გცხელოდეთ მაშინ, როცა სხვებს სცივათ და პირიქით

რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანები ერთსა და იმავე ტემპერატურას სხვადასხვაგვარად გრძნობენ? მაგალითად, შეიძლება ერთ ოთახში ზოგს ძალიან სცხელოდეს, ზოგს პირიქით – სციოდეს? ეს თემა განსაკუთრებით ხშირი განხილვის საგანია საერთო სამუშაო სივრცეებში.  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე სხეულის ტემპერატურის მარეგულირებელ ფაქტორებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ, მაგალითად, სიმხურვალის შეგრძნება შეიძლება საკვების მიღებამაც გამოიწვიოს, ფიზიკურმა აქტივობამ და სტრესმაც …

რა იწვევს ვენების ამობურცვას – ექიმის რჩევები

რა შეიძლება გახდეს სხეულზე, კანქვეშ ვენის ამობურცვის მიზეზი? – „ბათუმელებთან“ ამ თემაზე “ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ანგიოლოგი თემური მოსიავა საუბრობს და განმარტავს, ასეთ დროს როდისაა აუცილებელი მივმართოთ ექიმს.  ბატონო თემურ, რა შეიძლება გახდეს ხელებსა და ტერფებზე ვენების მოულოდნელად და შესამჩნევად ამობურცვის მიზეზი? ვენების დროებითი ამობურცვა ბევრი გარე თუ შიდა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული ყოველდღიურობაში. პირველ რიგში …

ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა;  დიალიზის სერვისი ასევე  ამოქმედდა ახალქალაქში, ყვარელსა და მარტვილში. აქამდე ბენეფიციარები ამ მუნიციპალიტეტებიდან პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრებით დაშორებულ სხვადასხვა ქალაქში მიდიოდნენ, რაც ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამ დროისთვის საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისი კვლავაც არ არის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება …

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს შიმშილის გაძლიერებული გრძნობა – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

პოლიფაგია სამედიცინო ტერმინია, რომელიც უკიდურეს, დაუოკებელი შიმშილის გრძნობას გამოხატავს. შიმშილი სხეულის ნორმალური რეაქციაა ისეთ სიტუაციებზე, როგორიცაა საკვები არ მიღება ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ისეთი ძლიერი შიმშილი, როგორიცაა პოლიფაგია, ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიანიშნებს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს.  რა სამედიცინო მდგომარეობების ნიშანი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი …

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ვაგინალური სოკოვანი ინფექცია და როგორია მისი პრევენცია

ვაგინალური კანდიდოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც უსიამოვნო სიმპტომებთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია, მასთან დაკავშირებით მოსახლეობაში მაინც ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს . „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე განმარტავს, რომ სოკო კანდიდა ნორმის ფარგლებში ყოველთვის ბინადრობს ჯანმრთელი ქალის საშოში ისე, რომ არანაირ ჩივილებს არ იწვევს, მაგრამ ზოგჯერ საშოს ნორმალურ მიკროფლორაში ბალანსი ირღვევა. ექიმი …

რატომ არ არის შაკიკი უბრალო თავის ტკივილი – ექიმის რჩევები

შაკიკი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო თავის ტკივილი. ამ ნევროლოგიურ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ქმედუნარიანობის შემზღუდველი პულსირებადი ტკივილი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა, შაკიკი საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ელგა ჩხენკელი „ბათუმელებთან“ საუბრობს შაკიკის ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომატიკასა და ტკივილის განვითარების მექანიზმზე, თუმცა ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი – თუ რატომ ჩნდება შაკიკი, დღემდე არ …

ხულოსთვის, შუახევისა და ქედისთვის 4 ახალ ავტობუსს ყიდულობენ

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისთვის ჯამში ოთხ ახალ ავტობუსს შეიძენენ. სატენდერო დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ავტობუსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 38 ქალაქისა და მუნიციპალიტეტისთვის ყიდულობს [153 ავტობუსი]; აქედან ქედასა და შუახევს თითო ერთეული ავტობუსი გადაეცემა, ხულოს მუნიციპალიტეტს კი – ორი. ქედის მუნიციპალიტეტის ცნობით, ახალი ავტობუსი ქედა-ბათუმის სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს; ხულო-ბათუმის სამარშრუტო ხაზზე ივლის ხულოს ორივე ავტობუსი; შუახევში …

მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, ინდუსტრია ცდილობს პროგრესს საფრთხე შეუქმნას – ჯანმო

მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობისა, რომ პროგრესს საფრთხე შეუქმნას – იუწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ჯანმოს თამბაქოს მოხმარების ტენდენციების უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თამბაქოს 1,25 მილიარდი ზრდასრული მომხმარებელი ჰყავს. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის მწეველთა სავარაუდო რაოდენობა 842 000 ადამიანია [729 000 – კაცი, 113 000 ქალი]; 2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, …

გაციებასაც ვირუსი იწვევს – რით განსხვავდება გრიპისგან „უბრალოდ გაციება“

მოსახლეობაში გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, გაციება სხეულის ფიზიკური გადაცივების შედეგია, გრიპის გამომწვევი კი – ვირუსი ხდება. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე განმარტავს, რომ გაციების მიზეზიც ვირუსებია, თუმცა არა გრიპის, არამედ რესპირატორული ვირუსები. ექიმი პასუხობს „ბათუმელების“კითხვებს, რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის და რა მსგავსი ან განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს ორივე მათგანს. ბატონო რეზო, თავიდან …

Exit mobile version