რატომ იწყებს ტერფი დეფორმაციას – ექიმის რჩევები

ჰალუქს ვალგუსი, იგივე ვალგუსური დეფორმაცია ტერფის საკმაოდ გავრცელებული, რთული დავადებაა, თუმცა მოსახლეობა მას ხშირად სხვა დაავადების სახელით – „პოდაგრათი“ მოიხსენიებს. ვალგუსური დეფორმაცია ზოგჯერ მტკივნეულია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შეშლაც შეუძლია. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მამუკა თებიძე ამბობს, რომ პრობლემის სწორად იდენტიფიცირებისა და დროული მკურნალობის შემთხვევაში, სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება და გართულებებიც არ ვითარდება.  ვალგუსური დეფორმაცია გვხვდება 18-65 …

როგორ ხდება გაუტკივარება მშობიარობის და საკეისრო კვეთის დროს – ინტერვიუ

ეპიდურული გაუტკივარება მშობიარობის ტკივილის შესამსუბუქებლად ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალებაა. ანესთეზიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ ის მშობიარობის დროს ან საკეისრო კვეთის გაუტკივარებისთვის კეთდება, ბევრი მითი არსებობს. ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანესთეზიოლოგი შავლეგ კუტალაძე პასუხობს. ბატონო შავლეგ, რა მეთოდები არსებობს მშობიარობისა და საკეისრო კვეთის გაუტკივარებისთვის?  მშობიარობა არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დედისა და ბავშვის …

რატომ ჩნდება სისხლჩაქცევა სხეულზე – ინტერვიუ ჰემატოლოგთან

ტრავმის შემდეგ კანქვეშ მცირე სისხლჩაქცევა ბუნებრივი მოვლენაა. როგორც წესი, ასეთი სისხლნაჟღენთი საშიში არ არის და ის რამდენიმე დღეში გაიწოვება. ზოგიერთი ადამიანი უფრო მიდრეკილია სისხლჩაქცევებისკენ, რასაც, შესაძლოა, ასაკობრივი ფაქტორი ან ზოგიერთი მედიკამენტის ჭარბი დოზით გამოყენება განაპირობებდეს, მაგრამ თუ სისხლჩაქცევები სპონტანურად და ტრავმის გარეშე ჩნდება, შესაძლოა საქმე ჯანმრთელობის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობასთან გვქონდეს. ამ თემაზე „ბათუმელები“ „ბაუ საერთაშორისო …

ტოვებს თუ არა ანესთეზია გვერდით ეფექტებს? – ინტერვიუ ანესთეზიოლოგთან

ანესთეზიასთან დაკავშირებით დღემდე ბევრი მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს მოსახლეობაში, რამდენად რეალურია ოპერაციის დროს გაღვიძების ან ტკივილის გრძნობის რისკი? რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ანესთეზიას? რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში პრეპარატი და როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციის წინ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ შავლეგ კუტალაძეს ესაუბრა, „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანესთეზიოლოგს. რა არის ანესთეზია, რას ემსახურება ის? …

„ეს არ არის საკმარისი“ – პროფკავშირები სანიტრების ანაზღაურების ზრდაზე

2024 წლიდან უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომის ანაზღაურებაზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სანიტრების ხელფასი 120-დან 250 ლარამდე მერყეობს, ახალი რეგულაციით სანიტრის მინიმალური ხელფასი საათში 3 ლარით, ანუ თვეში 576 ლარით განისაზღვრა. 2023 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის, კერძოდ, ექიმებისა და ექთნებისთვის, საათობრივი მინიმალური ხელფასის ზღვარი დააწესა, თუმცა …

ვის და სად შეუძლია აჭარაში უფასოდ აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით

დღეს, 16 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. რისკჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ უტარდებათ. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი …

ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა

თმის ცვენა, როგორც თმის ზრდის ციკლის ნაწილი, ბუნებრივი პროცესია. ადამიანი დღეში საშუალოდ თმის 50-100 ღერს კარგავს, რომელიც შემდეგ ისევ იზრდება, მაგრამ ასაკის მატებამ, მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ, ასევე, გარკვეულმა დაავადებებმა და ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს თმის ზრდის ციკლს, რის შედეგადაც ახალი თმა არ ცვლის ჩამოცვენილ თმას. „სოლომედის“ ენდოკრინოლოგი, ლია ჯაში „ბათუმელებთან“ თმის ცვენის ენდოკრინულ მიზეზებზე საუბრობს …

რა არის ჰერპესი და რატომ არ უნდა ვაკოცოთ ბავშვს – ექიმის რჩევები

ჰერპესი ქრონიკული, მორიციდივე დაავადებაა, რომელსაც კანსა და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლამდე ასაკის, დაახლოებით 3,7 მილიარდი ადამიანი (67%) მსოფლიოში ინფიცირებულია ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის ტიპი 1-ით (HSV-1), რომელიც ე.წ. ტუჩის ჰერპესის წამყვანი მიზეზია. Clevelandclinic-ი წერს, რომ ადამიანების უმეტესობა ამ ტიპის ჰერპესვირუსით ავადდება ბავშვობაში და ვრცელდება ვირუსის მქონე ზრდასრული ადამიანის …

როგორ გავზომოთ არტერიული წნევა სწორად – რეკომენდაციები

არტერიული წნევის გაზომვა ერთადერთი საშუალებაა იმის გასაგებად, გაქვთ თუ არა მაღალი წნევა, რადგან არტერიულ წნევას, შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს გამაფრთხილებელი ნიშნები და სიმპტომები, თუმცა, იმისთვის რომ არტერიული წნევის ზუსტი მაჩვენებლები დავადგინოთ, აუცილებელია წესების დაცვა.  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ კარდიოლოგი ტატო ჯახია ამბობს, რომ არტერიული წნევის მაჩვენებელზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა, მათ შორის არის ფიზიკური დატვირთვა, …

რა მიიჩნევა მაღალ წნევად და რატომ არის ეს საშიში? – ინტერვიუ კარდიოლოგთან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჰიპერტენზია [მაღალი არტერიული წნევა] მსოფლიოში ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს, თუმცა ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი ტატო ჯახია ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰიპერტენზიამ შეიძლება ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა, გულის უკმარისობა, თირკმლების დაზიანება და სხვა.  ბატონო ტატო, როგორ განისაზღვრება ჰიპერტენზია?  …

რა მიზეზების გამო შეიძლება გვტკიოდეს თავი – ინტერვიუ ნევროლოგთან

თავის ტკივილი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა მრავალჯერ განიცდის ცხოვრების განმავლობაში. ეს არის ტკივილი თავის ან სახის არეში, რომელიც ხშირად აღწერილია, როგორც პულსირებადი, მუდმივი, მკვეთრი ან ყრუ.  თავის ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, სიმძიმის, ლოკალიზაციისა და სიხშირის მიხედვით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი ნევროლოგი ელგა ჩხენკელი ამბობს, რომ მართალია, თავის ტკივილი ხშირად საშიში არ …

რამ შეიძლება გამოიწვიოს გულყრა? – ინტერვიუ ნევროლოგთან

გულყრებით მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობების დროს ტვინის ელექტრული აქტივობა დროგამოშვებით ირღვევა, რაც მისი ფუნქციის დროებით და სხვადასხვა ხარისხით მოშლას იწვევს. გულყრა ყოველთვის ე.წ. კრუნჩხვით არ მიმდინარეობს და არც ეპილეფსიაა მისი გამომწვევი ერთადერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გულყრების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია მედიკამენტებით. რა შეიძლება გახდეს გულყრის მიზეზი და ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კლინიკა „მედცენტრის“ …

საქართველო ევროპის იმ 11 ქვეყანას შორისაა, სადაც ჰიპერტენზიის გავრცელების უმაღლესი მაჩვენებელია

საქართველო ევროპის იმ 11 ქვეყანას შორისაა, რომელთაც ჰიპერტენზიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. გლობალურ დონეზე კი ქვეყნის მაჩვენებლები საშუალოზე მაღალია – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია. ჰიპერტენზიის შესახებ ჯანმოს გლობალურ ანგარიშის მიხედვით, ჰიპერტენზიით დაავადებული ყოველი 5 ადამიანიდან 4 არ იტარებს ადეკვატურ მკურნალობას. ანგარიშიდან ჩანს, რომ ევროპის რეგიონში, ჰიპერტენზიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია …

როცა ხელის თითებს ვერ შლი, მკურნალობის რა გზა არსებობს? – ინტერვიუ ქირურგთან

დიუპიუტრენის კონტრაქტურა – ასე ეწოდება დაავადებას, რომელიც იწვევს ერთი ან მეტი თითის მოხრას ხელისგულზე. დაავადების დროს დაზიანებული თითები სრულად ვეღარ იშლება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი შალვა გლახოშვილი ამბობს, რომ შორსწასული ფორმების დროს ოპერაციული ჩარევაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს და რეაბილიტაციის პერიოდიც ხანგრძლივდება. ზოგიერთი კვლევა ამ მდგომარეობას აკავშირებს ხელით შესრულებულ მძიმე ფიზიკურ შრომასთან. ბატონო შალვა, რა …

როცა ტრავმა არ გვტოვებს – რა უნდა ვიცოდეთ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა და თავს იჩენს იმ ადამიანებში, რომლებიც გადაურჩნენ ან შეესწრნენ ისეთ მძიმე, მატრავმირებელ და საშიშ მოვლენას, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა, ომი, ძალადობა და ა.შ.  პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, იქნება ეს ურთიერთობები, სამუშაო, ჯანმრთელობა თუ უბრალოდ ყოველდღიური აქტივობებით ტკბობა. „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგი ქეთი …

რა არის და რატომ ჩნდება ჰიგრომა – ექიმის რჩევები

ჰიგრომა ე.წ. ცრუ თიაქარია, რომელიც ძირითადად სახსრების მიდამოში ვითარდება და ხელითაც ისინჯება. ეს არ არის ავთვისებიანი წარმონაქმნი, თუმცა “ბათუმის სამედიცინო ცენტრის” პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი, შალვა გლახოშვილი ამბობს, რომ ჰიგრომა მკურნალობას მაინც საჭიროებს, რადგან დისკომფორტის გარდა, შესაძლოა რიგ შემთხვევებში ანთებითი პროცესისა და ტკივილების მიზეზი გახდეს. ბატონო შალვა, როგორ ჩნდება ჰიგრომა? მისი მიზეზი ძირითადად ტრავმებია, მათ შორის მიკრო-ტრავმები.  …

1, 7, 7ა და 8 ნომერი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ლეონიძისა და ხახულის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება მიმართულება შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე:  1, 7, 7ა და 8. N1 სამარშრუტო ხაზზე ავტობუსი იმოძრავებს ორბელიანის-შარტავას-ბაგრატიონის-აღმაშენებლის-ტაბიძის-რურუას-აღმაშენებლის ქუჩებით. N7 სამარშრუტო ავტობუსი იმოძრავებს ვარშანიძის-გენერალ ასლან აბაშიძის-შარტავას-ბაგრატიონის-აღმაშენებლის-ტაბიძის-რურუას-აღმაშენებლის ქუჩებით. N7ა სამარშრუტო ხაზზე ავტობუსი იმოძრავებს აღმაშენებლის-ლეონიძის-გენერალ ასლან აბაშიძის-ვარშანიძის ქუჩებით. N8 სამარშრუტო ხაზზე კი ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი ქუჩებთ: ორბელიანი-შარტავა-ბაგრატიონი-აღმაშენებელი-ტაბიძე-რურუა-აღმაშენებელი.

ხულოში, მწვანე ტბასთან გაუჩინარებულ კაცს მეორე დღეა ეძებენ

მეორე დღეა ხულოში, მწვანე ტბასთან გაუჩინარებულ 55 წლის კაცს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, „შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“. ცნობილია, რომ კაცი ხულოს მკვიდრია. ადგილობრივების თქმით, იგი გაუჩინარებამდე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

რა იწვევს ბუასილს და როგორ ხდება მკურნალობა – ინტერვიუ პროქტოლოგთან

ბუასილი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება პროგრესირდეს და გართულდეს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი-პროქტოლოგი, ირაკლი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს დაავადების მაპროვოცირებელ ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა სმარტფონით ტუალეტში ჯდომა და იმ ძირითად შეცდომებზე, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში ართულებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს.  ბატონო ირაკლი, რა არის დაავადებაა ბუასილი, რას ნიშნავს ჰემოროიდული კვანძები? ჰემოროიდული კვანძები არის ნორმალური …

რა გავლენა აქვს ჰაშიმოტოს დაავადებას ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე – ექიმის რჩევები

ჰაშიმოტოს დაავადება ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. დაავადება უფრო ხშირად 30-50 წლის ასაკში ვლინდება, მაგრამ ქალებში ეს დიაგნოზი 10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში. კლინიკა “სოლომედის” კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ინგა აბესაძე ჰაშიმოტოს დაავადების სიმპტომებზე, გართულებებსა და მართვაზე საუბრობს „ბათუმელებთან“.  ქალბატონო ინგა, რა არის ჰაშიმოტოს დაავადება?  ჰაშიმოტო – ეს ტერმინი ძალიან …

რა უნდა ვიცოდეთ მენოპაუზაზე და როგორ შევამსუბუქოთ კლიმაქსური სინდრომი

მენოპაუზა – მენსტრუალური ციკლის დასრულება, ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, თუმცა ამ დროს განვითარებულმა ისეთმა ფიზიკურმა სიმპტომებმა, როგორიცაა: ალები, უგუნებობა, ოფლიანობა და სხვა პრობლემები, შეიძლება დაარღვიოს ძილის რეჟიმი, გამოიწვიოს უენერგიობა და სერიოზული გავლენა იქონიოს ემოციურ ჯანმრთელობაზე. „ხოზრევანიძის კლინიკის“ გინეკოლოგი ნანა გორგილაძე ამბობს, რომ მიუხედავად საკითხის სერიოზულობისა, მომართვიანობა ასეთ დროს მაინც დაბალია. გარდა იმისა, რომ არსებობს მდგომარეობის შემსუბუქების …

სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი – ჯანდაცვის ახალი პროგრამა აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა პილოტური პროგრამა – „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ აამოქმედა. პროგრამის მოსარგებლეები არიან აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოზარდები, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან აჭარაში სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებულ სპორტულ სექციებსა თუ კლუბებში და აქვთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა. სპორტსმენ ბავშვებს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა უტარდებათ სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამით სარგებლობა წლის განმავლობაში 500-მდე მოზარდს შეეძლება. …

რატომ არის საშიში ბავშვთა სიმსუქნე – „შეცდომა შეიძლება დაშვებული იქნას ჩვილობის ასაკიდან“

ბავშვთა სიმსუქნე და ჭარბი წონა სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა – ზედმეტი კილოგრამები შეიძლება გახდეს ისეთი დიაგნოზების გამომწვევი, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები. კლინიკა „მედცენტრის“ მოზრდილთა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ლია კაკაურიძის თქმით, ბავშვების ჭარბი წონა და სიმსუქნე მზარდი პრობლემაა საქართველოში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ბავშვთა სიმსუქნის …

1, 1ა, 8 და 11 ნომერი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ლეონიძისა და შავშეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება მიმართულება შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1, #1ა, #8 და სამუშაოების დასრულებამდე #1 და #1ა ლეონიძის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს გენ. ასლან აბაშიძის, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩებზე, ხოლო სამარშრუტო ხაზი #8 ლეონიძის ქუჩის ნაწილის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს ხახულის, ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩებზე. ხოლო …

როგორ შევამსუბუქოთ პმს – პრემენსტრუალური სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი [PMS] სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც, როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით ერთი ან ორი კვირით ადრე იწყება და აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ნიშნებსა და სიმპტომებს. ფიზიკური და ემოციური ცვლილებები, რომლებსაც ამ დროს განიცდის ადამიანი, ყოველ ჯერზე შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსივობით. ზოგიერთისთვის ფიზიკური სიმპტომები და ემოციური სტრესი იმდენად მწვავეა, რომ სერიოზულ ზეგავლენას ახდენს მათ შრომისუნარიანობასა და …

რა ვჭამოთ მაღალი ქოლესტერინის დროს – ენდოკრინოლოგის რჩევები

სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გულის დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკებს ზრდის. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში გვეხმარება, თუმცა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგის, თეონა გოგიტიძის თქმით, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანსაღი კვება. ენდოკრინოლოგი პასუხობს „ბათუმელების“ კითხვებს – რომელი საკვებია კატეგორიულად დაუშვებელი მაღალი ქოლესტერინის დროს, რომელი – სასარგებლო და …

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივი დაღლილობა – ექიმის რჩევები

დაღლილობა ძალიან ხშირი სიმპტომია, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი განიცდის ხანმოკლე ავადმყოფობის დროს. დაღლილობა ჩვეულებრივ ქრება, როდესაც დაავადება დასრულდა, მაგრამ ზოგჯერ ის ხანგრძლივდება და დაღლილობის გრძნობა დასვენების შემდეგაც არ ქრება. „მედცენტრის“ თერაპევტი, თამარ დონდუა საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობაზე მიგვანიშნებდეს. ქალბატონო თამარ, როგორ განისაზღვრება ქრონიკული დაღლილობა? ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ძალიან …

აჭარაში ანტენატალური მეთვალყურეობის ტელემედიცინის სერვისები დაინერგება

აჭარის რეგიონში  ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომები – ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისები დაინერგება. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად ახორციელებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ პროექტი რეგიონში რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ტარდება და ის მოიცავს ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულებით სერვისების მისაწოდებლად ისეთი ინოვაციური მეთოდების დანერგვას, …

ქვედა კიდურების ათეროსკლეროზი და ფეხით სიარული, როგორც პრევენცია – ქირურგის რჩევები

ვენური სისტემის პათოლოგიებიდან მოსახლეობისთვის ყველაზე ნაცნობი ვარიკოზული დაავადება, რომელიც საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა სისხლძარღვთა ქირურგიაში ორი სისტემა არსებობს – ვენური და არტერიული; ქვემო კიდურების არტერიულ პათოლოგიას მიეკუთვნება ათეროსკლეროზული პათოლოგია, რომელსაც მკურნალობის არქონის შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს განგრენისა და კიდურის დაკარგვის სახით. დაავადების ადრეულ ნიშნებზე, რისკ-ფაქტორებსა და მკურნალობის გზებზე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგი, …

კენჭები და „სილა“ თირკმელში – რა უნდა ვიცოდეთ კენჭოვანი დაავადების მკურნალობაზე

თირკმელებში კენჭის გავლა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეულია, თუმცა დაავადების დროულად ამოცნობის შემთხვევაში ის სერიოზულ გართულებებს არ იწვევს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის უროლოგი, თამაზ ირემაძე ამბობს, რომ მცირე ზომის კენჭის გამოსადევნად შესაძლოა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლისა და ბევრი სითხის მიღება იყოს საკმარისი, მაგრამ სხვა შემთხვევებში, როცა, მაგალითად, კენჭი საშარდე გზებში იჭედება, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა სახის ჩარევა, რათა თავიდან …

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის ორ თვეში 11 413 მძღოლი დაჯარიმდა [ფოტო]

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, ბათუმში ბოლო 2 თვის განმავლობაში გამოვლინდა – 11413 სამართალდარღვევა. მათ შორის:  5439 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა; 2724 – ტროტუარზე დგომა; 1979 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა;  783 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა;  410 – ველობილიკზე არასწორი პარკირება; 78 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა;  514 …

რატომ არის აუცილებელი ბავშვის მხედველობის შემოწმება სკოლამდე | ექიმის რჩევები

კარგი მხედველობა აუცილებელია ბავშვის სწავლისა და განვითარების პროცესში.  ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი ცირა წულუკიძე ამბობს, რომ თუ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ განვითარებაზე. ქალბატონო ცირა, როდის უნდა შემოწმდეს ბავშვის მხედველობა? მხედველობითი დარღვევების დროული გამოვლინება აუცილებელია, 3-8 წლის ასაკამდე უნდა მოხდეს კორექცია, თუ არის რაიმე რეფრაქციული …

ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი 15 და 19 აგვისტოს ჩაატარა. სააგენტო წერს, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს ცნობით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის …

რას ნიშნავს ღვიძლის გაცხიმოვნება და რა კავშირშია ჭარბ წონასთან

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, იგივე სტეატოზი არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ღვიძლში ზედმეტი ცხიმის დაგროვებით. ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების ორი ძირითადი ფორმა არსებობს – ალკოჰოლით გამოწვეული ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება, რომლის მიზეზიც ალკოჰოლის რეგულარული მოხმარებაა და არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება – ეს ქოლგა ტერმინია მთელი რიგის ღვიძლის დაავადებებისთვის. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება უფრო გავრცელებულია მოსახლეობაში. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი …

„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან

„მე რომ პირველად სრულიად მარტო დავრჩი და ნაქირავებში შევედი, რომ დავდე ჩემოდანი და დავჯექი, ორი დღე ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ საჭმელიც არ მიჭამია. ვფიქრობდი, სად ვარ? რატომ ვარ ამ მდგომარეობაში… ძალიან ბევრი რამ გამოვიარე თავშესაფრამდე და მერეც…“ – ჰყვება 27 წლის ანა, რომელიც მეხუთე წელია დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს. „თავშესაფარში ვცხოვრობ 2019 წლიდან. ჩემი …

კაცის სხეულზე მოწყობილ სამალავში „კოკაინი“ აღმოაჩინეს – სარფის საბაჟო

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45.31 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ …

Exit mobile version