დღეს, 15 იანვარს, ბათუმი-თბილისის მატარებელმა, რომელიც 17:20 წუთზე უნდა დაძრულიყო დედაქალაქისკენ, რკინიგზის სადგური ერთი საათის დაგვიანებით დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, როგორც მგზავრებს განუმარტეს, ერთსაათიანი შეფერხების მიზეზი ელექტროენერგიის არასტაბილურობა გახდა. საქართველოს რკინიგზა ადასტურებს, რომ მატარებლის შეფერხების მიზეზი სწორედ ძაბვის პრობლემა იყო.
Author Archives: ია ფრანგიშვილი
რატომ არის მუცელზე ძილი საზიანო – ექიმის რჩევები
დილით საწოლიდან ადგომისას დასვენებული სხეულის ნაცვლად თუ წელის, კისრის ან მხრების ტკივილი გაწუხებთ, ეს შესაძლოა ძილის დროს სხეულისთვის მოუხერხებელი პოზიციის გამო ხდება, რა დროსაც თქვენი კუნთები დასვენების ნაცვლად ზედმეტად იტვირთებიან. კვლევებით დასტურდება, რომ ძილის პოზის არჩევამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ზურგის ტკივილი. „ყველა კვლევამ შეისწავლა ძილის სამი ან მეტი პოზა, თითოეული კვლევა ძილის პოზებს აფასებდა …
Continue reading “რატომ არის მუცელზე ძილი საზიანო – ექიმის რჩევები”
როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევა განსხვავებული ნიშნებით
სტატისტიკა მოწმობს, რომ საახალწლო პერიოდი დაკავშირებულია როგორც გულის არითმიის, ასევე ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევების მატებასთან. მიიჩნევა, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემების ამ პერიოდში ზრდა რამდენიმე ფაქტორის შედეგია. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ კარდიოლოგი ელიტა ეგზუბაია ამბობს, რომ ამ მიზეზებს შორის წამყვანია ალკოჰოლის მოხმარების გაზრდა, სტრესი/ემოციური ფონი და დიეტასთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ჩვეულებრივზე მეტი მარილის მიღება. აი, რას …
Continue reading “როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევა განსხვავებული ნიშნებით”
რას გვეუბნება სისხლში მომატებული ლეიკოციტების დონე
ლეიკოციტოზი არის სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი რაოდენობა, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს მთელი რიგი მდგომარეობების, მათ შორის ინფექციების, ანთების, დაზიანებებისა და იმუნური სისტემის დარღვევების შესახებ. როგორც თქვენი იმუნური სისტემის ნაწილი, ლეიკოციტები ცირკულირებენ სისხლში და რეაგირებენ სხვადასხვა სახის დაზიანებასა თუ დაავადებებზე. სისხლის საერთო ანალიზი, ძირითადად სწორედ ლეიკოციტოზის შესამოწმებლად ტარდება. „ ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ექიმი-ჰემატოლოგი დარეჯან ეფაძე სისხლში ლეიკოციტების …
Continue reading “რას გვეუბნება სისხლში მომატებული ლეიკოციტების დონე”
მწვანე ბოსტნეული მაიონეზიანი სალათების ნაცვლად – ექიმის რჩევები საახალწლოდ
ახალი წლის შემდგომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძირითადი ჩივილები წონის მატებასა და შებერილობას უკავშირდება, რაც ცხიმიანი და შაქრიანი საკვების გაზრდილი მოხმარების შედეგია, რომელიც ავტომატურად ანელებს საჭმლის მონელებას. ასეთ დროს ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და შებერილობის სიმპტომები. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი, ხათუნა ციცქარავა „ბათუმელებთან“ საახალწლო სუფრის ყველაზე საზიანო პროდუქტების კომბინაციებზე, მათ ჯანსაღ ალტერნატივებსა და სხვა რეკომენდაციებზე …
Continue reading “მწვანე ბოსტნეული მაიონეზიანი სალათების ნაცვლად – ექიმის რჩევები საახალწლოდ”
არსებობს საგანგაშო მტკიცებულებები ბავშვებში პოპულარულ ელექტროსიგარეტზე – ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელექტრონული სიგარეტების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს: მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტის ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი გავლენის მასშტაბი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, დამტკიცებულია, რომ ის წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი კანცეროგენია, ზოგიერთი კი ზრდის გულისა და ფილტვების დაავადებათა განვითარების რისკს. „ელექტრონული სიგარეტის გამოყენებამ ასევე შეიძლება იქონიოს გავლენა თავის ტვინის განვითარებაზე და გამოიწვიოს სწავლის …
Continue reading “არსებობს საგანგაშო მტკიცებულებები ბავშვებში პოპულარულ ელექტროსიგარეტზე – ჯანმო”
როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით დამწვრობის დროს – ინტერვიუ ექიმთან
ახალი წლის დღეებში, საქართველოში, პიროტექნიკასთან დაკავშირებული დამწვრობისა და სხვა სახის დაზიანების დაახლოებით ასამდე შემთხვევა მაინც ფიქსირდება. პიროტექნიკით დაზიანების შედეგად გარდა დამწვრობისა, გვხვდება ნაფლეთოვანი და ნაგლეჯი ჭრილობებიც. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ემერჯენსის განყოფილების ექიმი ეთერ ქურიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი პაციენტი უშუალოდ ახალი წლის ღამეს, 12 საათის შემდეგ შედის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ექიმი ამბობს, რომ არის შემთხვევები, …
Continue reading “როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით დამწვრობის დროს – ინტერვიუ ექიმთან”
წელს საქართველოში უკვე 5.2 მილიონი აშშ დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს
2023 წელს საქართველოში 5 მილიონ 2 ათას 100 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. ამ სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება. წელს საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკიდან დაახლოებით 2 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარის მხოლოდ ფეიერვერკია. გარდა ფეიერვერკისა, საქართველოში იმპორტირებულ პიროტექნიკაში შედის სასიგნალო შუშხუნები, წვიმის …
Continue reading “წელს საქართველოში უკვე 5.2 მილიონი აშშ დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს”
რა შეიძლება იყოს ძარღვის გახშირებული „განასკვის“ მიზეზები – ექიმის რჩევები
ე.წ. „ძარღვის განასკვა“ – კუნთების უნებლიე, უკონტროლო და მტკივნეული, შეტევითი ხასიათის შეკუმშვა ხშირი მოვლენაა. კუნთების სპაზმის უმეტესობა უვნებელია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი ეპიზოდი შეიძლება გარკვეულ სამედიცინო მდგომარეობასთანაც იყოს დაკავშირებული. რატომ ვითარდება კუნთის სპაზმი, რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი და რა რეკომენდაციები არსებობს ამ ეპიზოდის შესამსუბუქებლად? – ამაზე „ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი, არჩილ …
Continue reading “რა შეიძლება იყოს ძარღვის გახშირებული „განასკვის“ მიზეზები – ექიმის რჩევები “
ორსულობა და დიაბეტი – ჯანსაღი კვებისა და ფიზიკურ აქტივობის როლი რისკების შემცირებაში
მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ცხადია, მათ რიცხვში ორსულობის მსურველებიც/მომავალი ორსულებიც არიან. ორსულობის დროს კი უმართავი შაქრიანი დიაბეტი გარკვეულ რისკებთან ასოცირდება როგორც ორსულისთვის, ისე მისი განვითარებადი ნაყოფისთვის. გარდა ამისა, ორსულობის დაგეგმვამდე საყურადღებოა ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა და პრედიაბეტი, რაც ზრდის რისკებს, განვითარდეს გესტაციური დიაბეტი ანუ დროებითი, უშუალოდ ორსულობის პერიოდში მიმდინარე დიაბეტი, რაც …
როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები და რა კავშირშია მასთან სტრესი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი [გნს] საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, იგი წარმოადგენს სიმპტომების ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და იწვევს არასასიამოვნო ან მტკივნეულ სიმპტომებს მუცელში – ყაბზობა, დიარეა, გაზები და შებერილობა ამ პათოლოგიის საერთო საერთო სიმპტომატიკაა. „ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი, ხათუნა ციცქარავა განმარტავს, რომ ეს არ არის ორგანული პათოლოგიით მიმდინარე დაავადება, ის არ აზიანებს საჭმლის …
Continue reading “როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები და რა კავშირშია მასთან სტრესი”
რატომ გვტკივა კისერი – ექიმის რჩევები
კისრის ტკივილი ანუ ცერვიკალგია, მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე დღიდან, რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ნევროლოგი, თამარ თურმანიძე ამბობს, რომ ყველაზე ხშირად, კისრის ტკივილის მიზეზი ფიზიკური დატვირთვა და უხერხული/ცუდი პოზაა. თუმცა, არის შემთხვევები, როცა პრობლემის მიზეზი ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობაც ხდება. ქალბატონო თამარ, რა შეიძლება იყოს კისრის ტკივილის მიზეზები? უმეტესად კისრის ტკივილს იწვევს კისრის კუნთების დაჭიმულობა, …
რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ პროსტატიტი – ინტერვიუ უროლოგთან
წინამდებარე ჯირკვლის, იმავე პროსტატის პათოლოგიები ხშირი მოვლენაა. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგი, მედიცინის დოქტორი მზია დიდმანიძე პროსტატის გავრცელებულ პათოლოგიებსა და მათ სიმპტომებზე საუბრობს „ბათუმელებთან“. ექიმის თქმით, პროსტატის ძირითადი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომურად მოშარდვის აქტის დარღვევასთან ასოცირდება, თუმცა პროსტატის კიბოსთან მიმართებაში საქმე ცოტათი სხვაგვარადაა. ექიმი ამბობს, რომ პროსტატის კიბოს პრაქტიკულად არ აქვს სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები საწყის სტადიებში, როცა …
Continue reading “რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ პროსტატიტი – ინტერვიუ უროლოგთან”
რა [არ] უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი მწუხრების განცდა და ცვლილებები აზროვნებასა და ქცევაში. დეპრესია განკურნებადია, თუმცა „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები იშვიათად ეძებენ დახმარებას. „საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დაახლოებით 75% არ მიმართავს სპეციალისტს, რაც კოლოსალურად მაღალი რიცხვია” – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი. ფსიქოლოგის …
Continue reading “რა [არ] უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან”
საქართველოში შშმ ბავშვების 23% გახდა დისკრიმინაციის ან შევიწროების მსხვერპლი – UNICEF
გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაახლოებით 23% გამხდარა დისკრიმინაციის ან შევიწროების მსხვერპლი. ამავე ანგარიშის თანახმად საქართველოში, მაღალ კლასებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 1 ბავშვს არ მიუწვდება ხელი განათლებაზე. ანგარიში მოიცავს საერთაშორისო, შედარებად მონაცემებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 9 ქვეყნიდან. ეს …
რატომ გვჭირდება ვიტამინი B12 და გვემუქრება თუ არა მისი დეფიციტი – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
ვიტამინი B12 აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ ის გარე წყაროებიდან უნდა მივიღოთ. საკვებიდან მისი ძირითადი წყარო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია, ამიტომ ვეგანური კვებით, შესაძლოა, რთული იყოს სათანადო რაოდენობის B12-ის მიღება. ვიტამინი B12-ის დეფიციტი შესაძლოა ბევრი სხვა მიზეზითაც განვითარდეს, მათ შორის, იმ ადამიანებთანაც, რომლებიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს მოიხმარენ. „ბათუმელები“ ამ მიზეზებზე „ბაუ საერთაშორისო …
ბათუმში დაზიანებული ველობილიკების აღსადგენად 328 ათას ლარს დახარჯავენ
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე დაზიანებული ველობილიკის გამოცვლის სამუშაობი მიმდინარეობს. ველობილიკის ნაწილს ცვლიან ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისშიც. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ტროტუარებისა და ველობილიკების აღდგენაზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ესია ჯგუფი“ ატარებს. მერიის სამმართველომ „ესია ჯგუფთან“ ხელშეკრულება 500 ათას ლარზე 2023 წლის 11 სექტემბერს გააფორმა …
Continue reading “ბათუმში დაზიანებული ველობილიკების აღსადგენად 328 ათას ლარს დახარჯავენ”
აჭარაში უშვილობის მკურნალობის პროგრამით ბაღისა და სკოლის თანამშრომლებიც ისარგებლებენ
2024 წლიდან აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბენეფიციართა ჩამონათვალი ფართოვდება. 2024 წელს პროგრამით სარგებლობა სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც შეეძლება. აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამა 2022 წლის ივლისში ამოქმედდა. თავიდან ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ შშმ სტატუსის ან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ადამიანები, შემდეგ ქულა 300 000-მდე გაიზარდა. მომავალი წლიდან პროგრამით სარგებლობას შეძლებენ სკოლამდელი …
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს – ინტერვიუ პარაზიტოლოგთან
ნაწლავური ჭიები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ინფექციებს შორისაა, გლობალურად ჰელმინთოზით 12-მდე მილიონი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად, მათი უმრავლესობა ბავშვია. „საზღვაო ჰოსპიტლის“ ექიმი ეპიდემიოლოგ-პარაზიტოლოგი ია დავითაძე ამბობს, რომ ჭიებით ბავშვების ავადობის მიზეზი არასრულად ჩამოყალიბებული კუჭ-ნაწლავის სისტემაა, რის გამოც, ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვის კუჭში, პარაზიტული ჭიის კვერცხის გაუვნებელყოფა ვერ ხერხდება. სხვადასხვა გართულების პარალელურად, ნაწლავური ჭიები ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური შეფერხების …
Continue reading “როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს – ინტერვიუ პარაზიტოლოგთან”
როგორია ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები ბავშვებში – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
ნაადრევი პუბერტატი ნიშნავს სქესობრივ მომწიფებას, რომელიც ჩვეულებრივზე ბევრად ადრე იწყება. „მედცენტრის“ ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ლია კაკაურიძე ამბობს, რომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაადრევი პუბერტატის ნიშნების ცოდნა. ქალბატონო ლია, რას ნიშნავს ნაადრევი პუბერტატი? პუბერტატი არის სქესობრივი მომწიფება გარდატეხის ასაკში, ეს ინდივიდუალურია ყველასთან და შესაძლოა ვარირებდეს გარკვეული ასაკის ფარგლებში. ნორმის ფარგლებში გოგონებში პუბერტატი იწყება 9-11 წლიდან და გრძელდება 15-17 …
კოჟრის სახლში მოშორება არ არის უსაფრთხო – ინტერვიუ პოდოლოგთან
კოჟრი კანის სქელი, გამაგრებული ფენაა, რომელიც ვითარდება, როგორც კანის თავდაცვის მექანიზმი ხანგრძლივი ზეწოლისგან. უმეტესად ჩნდება ტერფებსა და ფეხის თითებზე, რის ყველაზე ხშირი მიზეზიც ცუდად მორგებული ფეხსაცმელია. კლინიკა „კანის“ ექიმი-პოდოლოგი, ნიკა ძნელაძე ამბობს, რომ კოჟრის წარმოქმნის მიზეზი, შესაძლოა, ტერფის დარღვეული დგომაც იყოს, რაც მკურნალობის სხვაგვარ ტაქტიკას მოითხოვს. ექიმი-პოდოლოგი ამბობს, რომ კოჟრის თვითმკურნალობა სარისკოა, რადგან, შესაძლოა, გამოიწვიოს …
Continue reading “კოჟრის სახლში მოშორება არ არის უსაფრთხო – ინტერვიუ პოდოლოგთან”
როცა ხელები ხშირად გიცივდებათ – კიდევ რა მიგვანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე
რა სიმპტომები მიგვანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის” სისხლძარღვთა ქირურგს, არჩილ სიგუას ესაუბრა. მისი თქმით, ჯანმრთელობის ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საწყის ეტაპზე ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვებაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, სიმპტომები კი საკმაოდ მარტივი ამოსაცნობია. ბატონო არჩილ, რა ფუნქცია აკისრია სისხლის მიმოქცევის სისტემას? სისხლის მიმოქცევის სისტემა ამარაგებს მთელ სხეულს სისხლით. გული, თირკმლები, …
რა იწვევს ფილტვის ანთებას და რა სიმპტომებით შეგვიძლია მისი ამოცნობა
პნევმონია ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი ბაქტერია, ვირუსი ან სოკოა. პნევმონიას შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ან ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მიმდინარეობა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის. უშუალოდ ფილტვები პატარა ტომრებისგან, ალვეოლებისგან შედგება, რომლებიც სუნთქვისას ჰაერით ივსება, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს პნევმონია, ალვეოლი ივსება სითხით, რაც სუნთქვას ამძიმებს და ზღუდავს ჟანგბადის მიღებას. ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის” …
Continue reading “რა იწვევს ფილტვის ანთებას და რა სიმპტომებით შეგვიძლია მისი ამოცნობა”
რა დაავადებების სიმპტომია შუილი ყურებში ანუ ტინიტუსი – ექიმის რჩევები
ტინიტუსი სამედიცინო ტერმინია იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, როცა ყურებში ხმაური გვესმის ისე, რომ ბგერების გარე წყარო არ არსებობს. ტინიტუსს ხშირად უწოდებენ „შუილს ყურებში“. ის შესაძლოა ჟღერდეს, როგორც ზუზუნი, წკრიალი, გუგუნი ან სტვენა. “ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის” ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ალიშანიძე ამბობს, რომ თავად ტინიტუსი არა დაავადება, არამედ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის სიმპტომია, რომელიც შესაძლოა მკურნალობის არქონის შემთხვევაში პროგრესირდეს და …
Continue reading “რა დაავადებების სიმპტომია შუილი ყურებში ანუ ტინიტუსი – ექიმის რჩევები”
რა რისკებს შეიცავს წონის ზედმეტი მატება ორსულობის დროს – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
ორსულობის დროს წონის მატება ნორმად მიიჩნევა, მაგრამ დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, არ მოხდეს წონის ჭარბი მატება. ორსულობის დროს ჭარბი წონის მატებამ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეიძლება მკვეთრად გაზარდოს გესტაციური [ორსულობის დროს განვითარებული] დიაბეტის რისკი და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარება. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს ესაუბრა. ქალბატონო თეონა, რა საფრთხის შემცველია ჭარბი …
Continue reading “რა რისკებს შეიცავს წონის ზედმეტი მატება ორსულობის დროს – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან”
შავ ზღვაში შემოსულმა მუქმა ქორჭილამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ენდემურ სახეობებს
შავ ზღვაში რამდენიმე წელია ინტენსიურად მრავლდება თევზის სახეობა – მუქი ქორჭილა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შავი ზღვის ენდემურ სახეობებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკოლოგი და იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. მუქი ქორჭილას ბუნებრივი გავრცელების არეალი წყნარი ოკეანის დასავლეთ სექტორი – რუსეთის, ჩინეთის, კორეის და იაპონიის სანაპირო წყლებია. თევზის ეს სახეობა შავ ზღვაში პირველად 2013-2014 წლებში დაფიქსირდა უკრაინაში …
Continue reading “შავ ზღვაში შემოსულმა მუქმა ქორჭილამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ენდემურ სახეობებს”
„ეს იყო რეკორდულად თბილი ოქტომბერი“ – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია
ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის ცნობით, თვიური გლობალური ტემპერატურის რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში. „ეს არის ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირის უჩვეულო ტემპერატურის გაგრძელებადი ხაზი“ – წერს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (მმო). ოქტომბერი იყო ზედიზედ მეხუთე, რეკორდულად თბილი გლობალური ტემპერატურით. მეცნიერების განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ 2023 წელი თითქმის დაზუსტებით, იქნება ყველაზე თბილი წელი. „ეს იყო …
Continue reading “„ეს იყო რეკორდულად თბილი ოქტომბერი“ – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია”
რა იწვევს გაზების ჭარბ დაგროვებას და რა არის გამოსავალი – ექიმის რჩევები
შებერილობა არის განცდა, რომ თქვენი მუცელი სავსეა ან დაჭიმულია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნაწლავებსა და კუჭში გაზები გროვდება. შებერილობა და მეტეორიზმი შეიძლება ერთჯერადად განვითარდეს, ან ქრონიკული სახე ჰქონდეს, რაც კლინიკა „მედცენტრის“ თერაპევტის, ლუიზა კალანდაძის თქმით, შესაძლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემებზე მიანიშნებდეს. რა პროცესია ეს, როგორ წარმოიქმნება გაზი ორგანიზმში? მეტეორიზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს გაზების დაგროვება, …
Continue reading “რა იწვევს გაზების ჭარბ დაგროვებას და რა არის გამოსავალი – ექიმის რჩევები”
რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის დროს განვითარებულ არითმიაზე – ექიმის რჩევები
ორსულობის დროს არითმიებმა შეიძლება სერიოზულად შეგვაშინოს/შეგვაშფოთოს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობის გამო. ორსულობის დროს განვითარებული არარეგულარული გულისცემა საკმაოდ ხშირი მოვლენაა. როგორც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი, გიორგი ცხომელიძე განმარტავს, ეს მოვლენა ჩვეულებრივ საზიანო არ არის, მაგრამ ორსული მცირედი ჩივილებითაც კი, აუცილებლად უნდა გადამისამართდეს სპეციალისტთან, რადგან ამ მხრივ გარკვეული რისკები ნამდვილად არსებობს. მისი პრევენცია კი აბსოლუტურად შესაძლებელია, …
Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის დროს განვითარებულ არითმიაზე – ექიმის რჩევები”
რატომ არის საშიში ნაბახუსევიდან „გამოსვლა“ ალკოჰოლით – ექიმის რჩევები
ალკოჰოლი ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერებაა დამოკიდებულების გამომწვევი თვისებებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ხშირად სოციალიზაციის რუტინულ ნაწილად მიიჩნევა, აძნელებს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სათანადო შეფასებას. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%. ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 …
Continue reading “რატომ არის საშიში ნაბახუსევიდან „გამოსვლა“ ალკოჰოლით – ექიმის რჩევები”
როგორ აზიანებს თამბაქო სისხლძარღვებს – ინტერვიუ ქირურგთან
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია. მოწევა გულის დაავადების მთავარი რისკფაქტორია, თუმცა ეს მავნე ჩვევა აზიანებს სხეულის თითქმის ყველა ორგანოს: სისხლძარღვებს, ფილტვებს, თვალებს, რეპროდუქციულ სისტემას, ძვლებს, შარდის ბუშტს და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი არჩილ სიგუა ამბობს, რომ ქიმიკატები, რომლებსაც ისუნთქავთ მოწევის …
Continue reading “როგორ აზიანებს თამბაქო სისხლძარღვებს – ინტერვიუ ქირურგთან”
რა სახის მედიკამენტები იწვევს კუჭის წყლულს და როგორია დიეტა ამ დროს
პეპტიური წყლული მტკივნეული ღია წყლულია, რომელიც კუჭის შიდა გარსზე და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილზე ვითარდება. ცოტამ თუ იცის, რომ პეპტიური წყლულების განვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა გასტრიტის გამომწვევ ჰელიკობაქტერიასთან ერთად მედიკამენტურ ფაქტორს, კერძოდ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას უკავშირდება. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი ხათუნა ციცქარავა ამბობს, რომ წყლულის მდგომარეობა შეიძლება გაართულოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სტრესი და …
Continue reading “რა სახის მედიკამენტები იწვევს კუჭის წყლულს და როგორია დიეტა ამ დროს”
როგორ ამოვიცნოთ მენისკის დაზიანება და როგორია პირველადი დახმარება მუხლის ტრავმის დროს
მუხლი რთული სახსარია, მრავალი შემადგენელი კომპონენტით, რის გამოც ის ხშირად ექვემდებარება სხვადასხვა სახის ტრავმას, მათ შორის საკმაოდ ხშირია მენისკისა და იოგოვანი აპარატის დაზიანებები. მიიჩნევა, რომ მუხლის ტრავმა ძირითადად სპორტსმენების პრობლემაა, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნებისმიერმა აქტივობამ, რომლის დროსაც მუხლი ძლიერად ტრიალდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასზე მთელი წონით აწვებით, შეიძლება გამოიწვიოს მენისკის გაგლეჯა. „ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ექიმი …
ჯანმო სიგარეტის ქართულ კანონპროექტზე: პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ინტერესებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. კანონპროექტში შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები არ გავრცელდება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება. ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდის და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზეც …
აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო გაყიდვისთვის 60-მდე პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წელს საქართველოს მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი გამოვლინდა, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს ყიდდნენ. საგამოძიებო ღონისძიებები თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში ჩატარდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი …
როგორ ვუმკურნალოთ ყურში წყლის ჩასვლით გამოწვეულ პრობლემებს – ექიმის რჩევები
ბანაობისა და ცურვისას ყურში წყლის ჩასვლით გამოწვეულ დისკომფორტს ოტორინოლარინგოლოგიაში გარე ოტიტი [ანთება], იგივე „მოცურავის ყური“ ჰქვია. ამ დროს ყურში იმაზე რთული პროცესები ვითარდება, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. კერძოდ, ამ დროს საქმე გვაქვს გარე ყურის ინფექციასთან, რომელიც ჯერ ყურის დაგუბებას იწვევს, მოგვიანებით კი შეიძლება ტკივილი და გამონადენიც გამოიწვიოს. ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ რიგ …
Continue reading “როგორ ვუმკურნალოთ ყურში წყლის ჩასვლით გამოწვეულ პრობლემებს – ექიმის რჩევები”