მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, ინდუსტრია ცდილობს პროგრესს საფრთხე შეუქმნას – ჯანმო

22.01.2024
მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, ინდუსტრია ცდილობს პროგრესს საფრთხე შეუქმნას – ჯანმო

მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობისა, რომ პროგრესს საფრთხე შეუქმნას – იუწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ჯანმოს თამბაქოს მოხმარების ტენდენციების უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თამბაქოს 1,25 მილიარდი ზრდასრული მომხმარებელი ჰყავს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის მწეველთა სავარაუდო რაოდენობა 842 000 ადამიანია [729 000 – კაცი, 113 000 ქალი];

2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, რომ გლობალურად თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები თანდათანობით მცირდება. მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანიდან 1 მოიხმარს თამბაქოს, 2000 წელს ეს მაჩვენებელი 3-დან 1 იყო.

ანგარიშის მიხედვით, 150-მა ქვეყანამ წარმატებით შეამცირა თამბაქოს მოხმარება. ბრაზილიასა და ნიდერლანდებში თამბაქოს მოხმარებას შემცირდა მას შემდეგ, რაც მათ განახორციელეს MPOWER თამბაქოს კონტროლის ზომები, ბრაზილიაში თამბაქოს მოხმარება 2010 წელთან შედარებით 35%-ით შემცირდა, ხოლო ნიდერლანდები – 30%-იანი მიზნის მიღწევის ზღვარზეა.

ჯანმოს თანახმად, ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს აქვს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი – 26,5%, მას ოდნავ ჩამორჩება ევროპის რეგიონი – 25,3%.

ანგარიში აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის ევროპის რეგიონში პროგნოზირებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები – 23%-ზე ოდნავ მეტი. ევროპის რეგიონში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ქალებში ორჯერ მეტია გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და გაცილებით ნელა მცირდება, ვიდრე ყველა სხვა რეგიონში.

2010 წლის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება ოდნავ შეიცვალა, მაშინ როცა 6 ქვეყანაში იგი კვლავ იზრდება. ეს ქვეყნებია კონგო, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, ომანი და მოლდოვა.

„თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2023“, რომელიც წარმოადგენს გლობალურ  კვლევას იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებენ მთავრობები თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევაზე და როგორ იცავენ თავიანთ საზოგადოებრივ ჯანდაცვის პოლიტიკას კომერციული ინტერესებისგან, აჩვენებს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის დაცვის მცდელობები თამბაქოს ინდუსტრიის გაზრდილი ჩარევისგან მთელ მსოფლიოში გაუარესდა.

კვლევები ეროვნულ დონეზე მუდმივად აჩვენებს, რომ უმეტეს ქვეყნებში 13-15 წლის ბავშვები თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს იყენებენ.

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს გააგრძელონ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ პოლიტიკაში ჩარევის წინააღმდეგ.

“მომავალ თვეში ქვეყნები შეიკრიბებიან პანამაში ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მხარეთა კონფერენციის მე-10 სესიაზე, სადაც თამბაქოს ინდუსტრია შეეცდება გავლენა მოახდინოს ჯანდაცვის გლობალურ პოლიტიკაზე ფინანსური და მატერიალური სტიმულების შეთავაზებით და დაარღვიოს ქვეყნების უფლება დაიცვან თავიანთი მოსახლეობის ჯანმრთელობა“, – წერს ჯანმო. – „FCTC-ის გაძლიერება არის ჯანმრთელობის გლობალური პრიორიტეტი, რომელიც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნებში. ჯანმო მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნებს თამბაქოს ინდუსტრიისაგან თამბაქოს კონტროლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური ზომების დაცვაში“.

საქართველოში, სიგარეტის მწეველობის გავრცელების მაჩვენებელი 15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში – 28.6 პროცენტია [აქედან კაცი – 50.2%. ქალი – 7.0%].

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: