რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში სახლებიდან ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს

უკრაინელი ჟურნალისტების თანახმად, ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ოკუპანტებმა ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს. ამის შესახებ დღეს დილით დაწერა ერთ-ერთი ჟურნალისტის შვილმა, ტატიანა კუმოკმა. მშობლების გატაცების ცნობიდან რამდენიმე საათში თავად ტანიაც გაუჩინარდა. „დღეს დილით ოკუპანტებმა მამა გაიტაცეს… მიხაილ კუმოკი. მიხაილ კუმოკი პენსიაზე გასვლამდე იყო ჰოლდინგის ხელმძღვანელი, რომელიც ფლობს გაზეთს, ვებგვერდს და რაც მთავარია – სტამბას. შეიარაღებულმა პირებმა სახლებში მიაკითხეს …

ზელენსკის თქმით, ვინიცას აეროპორტზე სარეკეტო თავდასხმა განხორციელდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლახან [12:30] ვინიცას სამხედრო აეროპორტზე განხორციელდა 8 სარაკეტო თავდასხმა. პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტი იქცევა სასტიკად და ცინიკურად – სრულიად განადგურებულია აეროპორტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისევ მოუწოდა პარტნიორებს დაკეტო უკრაინის საჰაერო სივრცე, რადგან ისინი ხოცავენ „ჩვენს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს“. ___ მთავარი ფოტო: დაბომბილი აეროპორტი

ომის მოწინააღმდეგეები დღეს რუსეთში საპროტესტო აქციებს გეგმავენ

რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ომის წინააღმდეგ აქციას აორგანიზებენ. „მომისმინე. ეს არ არის ჩემი ომი. ეს პუტინისაა. ეს არ არის ჩემი რუსეთი – პუტინისაა. მე არა ვარ პუტინი… აი, ჩემი რუსეთი – არა ომს. აი ჩემი რუსები – პატიოსანი, თავისუფალი. გამოდით ომის წინააღმდეგ“, – ამ შინაარსის ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელ ტელეგრამში ვრცელდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, „რუსეთში …

ზელესკი პუტინს: რა გინდა ჩვენგან, წადი ჩვენი მიწიდან

დღეს, 3 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უცხოელი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ზელენსკიმ არაერთ კითხვას უპასუხა, მათ შორის, იმასაც, თუ რა გარანტიების მიცემა შეუძლია მას რუსეთისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარანტიებთან დაკაშირებული კითხვის პასუხად თქვა: „რისი გარანტია? – ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს და არც ვაპირებთ თავდასხმას. რისი გარანტია? ჩვენ ნატოში ვართ? – არა. ჩვენ გვაქვს …

9000 პერსონალი, 217 ტანკი – უკრაინა რუსეთის დანაკარგებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მოწინააღმდეგის – რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა. უკრაინის გენერალური შტაბი განცხადებით, 24 თებერვლიდან 3 მარტის მდგომარეობით რუსეთის დაახლოებითი დანაკარგებია პერსონალი [დაახლოებით] – 9000 ადამიანი ტანკები – 217 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 900 ერთეული, საარტილერიო სისტემა – 90, რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS – 42 საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

„სამშობიარო გადავიტანეთ სარდაფში“ – უკრაინელი ექიმის მიმართვა რუსებს

უკრაინელი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი სერგეი ბაკშეევი, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს. ის წერს, რომ რუსებს შეუძლიათ ომის შეჩერება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 24 თებერვალს დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. სერგეი ბაკშეევი: „რუსულად ვწერ, რომ გაიგოთ ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა და მკითხველებმა რუსეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, უზბეკეთიდან. უკვე 48 საათია ჩვენი სამშობიარო სახლი გადავიტანეთ სარდაფ-თავშესაფარში, რათა უზრუნველყოთ სამშობიარო-სამეანო და გინეკოლოგიურ დახმარება! …

„ჩემი ფიქრები და სოლიდარობა არის უკრაინელ ხალხსა და მთავრობასთან“ – მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, რუსეთმა აგრესიული ომი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყვიტოს. ანგელა მერკელს გერმანული მედია ციტირებს. “ჩემი ფიქრები და ჩემი სოლიდარობა არის უკრაინელ ხალხსა და მთავრობასთან, რომელსაც ამ საშინელ საათებსა და დღეებში პრეზიდენტი (ვოლოდიმირ) ზელენსკი ხელმძღვანელობს”, – თქვა მერკელმა. – „მე სრულად ვუჭერ მხარს ფედერალური მთავრობის ყველა ძალისხმევას ევროკავშირთან, აშშ-სთან და გერმანიის …

რუსებმა უკრაინელი სამხედროების მანქანები გაიტაცეს და კიევისკენ მიემართებიან – მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანნა მალიარის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ავტომანქანა გაიტაცეს, უკრაინელი სამხედროების ფორმა გადაიცვეს და ობოლონიდან კიევის ცენტრში დიდი სიჩქარით გადავიდნენ. მათ მისდევს რუსული სამხედრო სატვირთო ავტომანქანების კოლონა. უკრაინული წყაროები უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებენ, რუსულ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებთან მიმართებაში გამოიჩინონ სიფხიზლე და ნებისმიერი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს. ___ …

კუნძულ ზმეინს რუსული სამხედრო გემებიდან ცეცხლი გაუხსნეს – უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული გემებიდან თავს დაესხნენ ზმეინის კუნძულს [საქართველოს დროით 18:11 საათი]. „ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს სამხედრო გემებიდან. მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვას ახერხებენ“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოფიციალური ინფორმაციით, კუნძულის ნაპირებთან ამჟამად იმყოფება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი გემი – „მოსკოვი“ და „ვასილი ბიკოვი“. _____ დღეს, 24 თებერვლის დილით …

ეს საშინელებაა გონიერი რუსებისთვის, რომლებიც მანიაკის მმართველობის ქვეშ არიან – აკუნინი

მწერალი ბორის აკუნინი [ჩხარტიშვილი] უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება. აკუნინი საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს: „ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ პუტინი წამოიწყებდა ამ აბსურდულ ომს – შევცდი. ყოველთვის მჯეროდა, რომ საბოლოოდ გონიერება გაიმარჯვებდა – შევცდი. სიგიჟემ გაიმარჯვა. ხალხი იხოცება, სისხლი იღვრება. რუსეთს მართავს ფსიქიკური აშლილობის მქონე დიქტატორი და, რაც ყველაზე საშინელებაა, ის მორჩილად მიჰყვება თავის პარანოიას. ვიცი, …

უკრაინის შსს: დაღუპულია 3 მესაზღვრე, არიან დაჭრილები

უკრაინის შს სამინისტრო უკრაინის დროით 10:10 საათზე „რუსეთის შემოსევასთან დაკავშირებით“ მოკლე განცხადებას ავრცელებს. უკარინის შს სამინისტრო რუსეთის არმიასთან პირდაპირი შეტაკებებისა და დაღუპულების შესახებ იუწყება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტებში – კოპანისა და ივანოვოს მიდამოებში უკრაინელი სამხედროები მოწინააღმდეგეს ებრძვიან. უწყების ინფორმაციით, „ამ დროისთვის ცნობილია 3 დაღუპული მესაზღვრის შესახებ. არიან დაჭრილები“. ___ ფოტო: უკრაინის შს …

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით[22:44], ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები დაფიქსირდა ბათუმშიც. მაღლივი კორპუსების მცხოვრებლები ამბობენ, რომ რყევები საგრძნობი იყო. ____ როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები

საქართველოში კოვიდით 15 016 ადამიანი გარდაიცვალა – პირველი თებერვალი

stopcov.ge-ის ინფორმაციით, პირველი თებერვლის მდგომარეობით კორონავირუსმა საქართველოში უკვე იმსხვერპლა 15 016 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ყოველდღიურად იზრდება ქვეყანაში ინფიცირების სტატისტიკა. მაგალითად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 24 201 ადამიანი დაინფიცირდა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე, მაგალითად გუშინ, როცა 13 150 ადამიანი იყო ინფიცირებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოვიდით ინფიცირების სტატისტიკა მუდმივად მზარდია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, …

„თუ ფსიქიკური პრობლემები გაქვთ, უნდა მოგათავსონ საავადმყოფოში? – ინტერვიუ 

„თუ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, უნდა მოათავსონ საავადმყოფოში“, – დღემდე ასე არც თუ ისე ცოტა ადამიანი ამბობს სხვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას. რამდენად გვაქვს უფლება, სხვა მოვათავსოთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების წინაშე? – გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის წევრ თამარ კორძაიასთან, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი კანონის შემუშავებაზე პირადად მუშაობდა. მეშვიდე …

ტალღის სიმაღლის გამო ბუქსირი ვერ გადის დასახმარებლად – სააგენტო გამორიყული გემის შესახებ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში სანაპიროსთან გამორიყულ გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფება. გემი ინარჩუნებს პოზიციებს, მაგრამ მისი დახმარება ამ ეტაპზე მაღალი ტალღების გამო ვერ ხერხდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: 7 იანვარს, ქ ბათუმის საზღვაო აკვატორიის #4 საღუზე რაიონში დადგა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით: SGV-Flot (IMO 8033089). გემზე იმყოფება ეკიპაჟის …

ჩვენც ვიფიცებით, ვითხოვთ ხელფასების მომატებას – სოციალური აგენტი ბათუმიდან

ორშაბათ, 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390-მდე თანამშრომელმა გაფიცვის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გაფიცულებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შეატყობინეს. გაფიცვას უერთდება აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა ქობულეთისა და ქედისა – დაახლოებით 35 ადამიანი. სოცაგენტების გარდა გაფიცვას ასევე უერთდებიან სპეციალისტები, იურისტები და სხვა თანამშრომლები. ეს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს …

„ნუთუ არ მაქვს უფლება სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად“ – სააკაშვილის სასამართლო

დღეს, 13 იანვარს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება თბილისი საქალაქო სასამართლოში “საზღვრის კვეთის” საქმეზე. პროცესზე, რომელსაც თავად სააკაშვილიც ესწრება, ექსპრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბათუმზე, რომელსაც უწოდა თავის აშენებული. „სააკაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოს საზღვარი საერთოდ არ ჰქონდა. საქართველოს არ ჰქონდა არც სანაპირო კატარღები, ერთი ცალი კატარღა დადიოდა ამერიკელების …

5 326 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 48 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

13 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 48 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 326 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 979 235 , ბოლო 24 საათში – 5 326 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 922 411 , ბოლო 24 საათში – 3 044 მათ შორის გარდაცვლილი – 14 359 , ბოლო 24 საათში – 48 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 55 474, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 029, PCR ტესტით – 23 445 …

სტუდენტი სოფლიდან, რომელსაც 1 ლექციაზე დასასწრებად ყოველ კვირას ბათუმში უწევს ჩამოსვლა

ბსუ-ში არაერთი სტუდენტი ვერ ახერხებს ოფლაინ ლექციებს ინგლისურში საუნივერსიტეტო სივრცეში დაესწროს, რადგან სოფელში ცხოვრობენ. სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან ამბობენ, რომ დიდთოვლიანი ზამთრის გამო მეტად გართულდა სოფლიდან ქალაქში ყოველ კვირა ჩასვლას ერთ ან ორ ლექციაზე დასასწრებად. ამასთან, ძალიან გაიზარდა მგზავრობის ღირებულებაც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ჰიბრიდულად სწავლობენ. ზეინაბ კახაძე, ბსუ-ს პირველი კურსის ბიზნესადმინისტრირების სტუდენტი ხულოს …

რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში ბათუმში სადარბაზოს ნგრევაზე და დაკავებული მუშების ახლობლების აქცია

დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს იმ მუშების ახლობლებმა, რომლებიც 8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულები არიან მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, დაღუპულების ახლობლებს, რომლებიც ასევე სასამართლოსთან არიან, სამძიმარი გამოუცხადეს. დღეს ამ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება – სურმანიძეების ადვოკატის, მზია დიასამიძის თქმით, ისინი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ …

რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ბინებს ტოვებს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #47 კორპუსიდან მერიამ ამ საღამოს ოჯახები გამოასახლა. ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის თქმით, ამ კორპუსში 60 ოჯახი ცხოვრობს. რა გახდა ნაჩქარევად გამოსახლების მიზეზი, რამდენად სახიფათოა ამ კორპუსში დარჩენა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ რჩება საცხოვრებელ სახლში და რას გეგმავს ბათუმის მერია – გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლევან დავითაძესთან. ბატონო ლევან, რამდენი ოჯახი გამოასახლეთ და რამდენად …

მკითხველმა 55 000 ლარი გადმოურიცხა ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავარიით

ძმებს – ანრი და კახა ბერიძეებს „ბათუმელების“ მკითხველმა 31 დეკემბრის მდგომარეობით 55 262 ლარი გადმოურიცხა. თანხის გადმორიცხვა ისევ გრძელდება. ამ თემაზე: ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით ძმების დასახმარებლად 2200-ზე მეტმა ადამიანმა გადმორიცხა თანხა „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე. თანხას ძირითადად რიცხავდნენ კერძო პირები, იყო რამდენიმე გადმორიცხვა ორგანიზაციიდანაც. არის ასობით …

ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5 და 4 წელი მიუსაჯეს – შუაღამით დასრულებული სხდომა

დღეს, 25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებს და მათ ბიძაშვილებს კი 4 წელი. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის ცოლმა, ნარი ფუტკარაძემ დაუდასტურა. „გუშინ მთელი დღე სხდომა მიდიოდა. ბოლოს, ღამის 11 საათზე მოსამართლემ თქვა, რომ გადიოდა სათათბიროდ. გავიდა და აღარ დაბრუნდა დარბაზში. …

საქართველოში 1000 ადამიანი ოთხჯერ არის აცრილი – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი, ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძე ისევ მოუწოდებს ადამიანებს აცრისკენ. მისი თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთებაზე შეზღუდვები არ არსებობს. „დაახლოებით 1000-მდე ადამიანი საქართველოში აცრილია ოთხჯერ – ბევრი სტუდენტი აიცრა 4-ჯერ. ვინც ჩინური ვაქცინებით იყო აცრილი და მიემგზავრებიან სასწავლებლად ან სამუშაოდ ისეთ ქვეყნებში და ასეთი …

სარფის საბაჟოზე მიმოსვლა 24-საათიან რეჟიმში აღდგა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება უკვე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ამის შესახებ იუწყება ბათუმში თურქეთის საკონსულო. საკონსულოს ინფორმაციით, ეს შესაძლებლობა მოქალაქეებს 15 დეკემბრიდან მიეცათ. კორონავირუსის პანდემიის გამო, სამუშაო საათები საბაჟოზე მხოლოდ დილის 10 საათიდან საღამოს 24 საათამდე გრძელდებოდა. შესაბამისად, 21-თვიანი შეზღუდვების შემდეგ, ეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი პირველად დაიტვირთება სრულფასოვნად. დაწესებული შეზღუდვების გამო, სარფის საბაჟოზე დიდი …

39 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა

16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371  ადამიანი. გასულ 24 საათში 39 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 12 918 პირი დაიღუპა. ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევათა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ასე გამოყურება: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარაში – 243, იმერეთში – 481, ქვემო ქართლში …

აჭარაში კოვიდით 3 პირი დაიღუპა, 243 კი – დაინფიცირდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კოვიდით ინფიცირების 243 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალა 3 ადამიანი. დღეს აჭარაში მკურნალობის კურსს გადის 1905 პირი, Covid სასტუმროებში კი 256 პირი იმყოფება. ონლაინკლინიკებში 1148 ინფიცირებული მკურნალობს.

რატომ ღირს ქართული წამლები ბევრად ძვირი, ვიდრე უცხოური – პოსტკოვიდური მკურნალობის ფასი

„ჩვენი ოჯახის 3 წევრი იყო კოვიდკლინიკაში. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ორმა მათგანმა მედიკამენტოზური მკურნალობა სახლშიც გააგრძელა. ექიმის დანიშნულებით როცა მივედი აფთიაქში, ფარმაცევტმა დაიანგარიშა და მითხრა, რომ ორივეს წამლებში 427 ლარი უნდა გადამეხადა. შევეცოდე ფარმაცევტს და შემომთავაზა ზუსტად იმავე შემადგენლობის გერმანული წამლები. თითქმის 100 ლარით იაფი გამოვიდა. ეს ჩემთვის იყო შოკი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კოვიდინფიცირებულების ოჯახის ერთ-ერთმა …

„დღეს სხდომა ჩემს ძმას უნდა წაეყვანა“ – ნაზი ფუტკარაძეს საკრებულოში მიკროფონი არ ჩაურთეს

„დღევანდელი სხდომა ჩემს ძმას უნდა წაეყვანა“, – ეს ერთადერთი განცხადება გააკეთა დღეს ბათუმის საკრებულოში ნაზი ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრმა ენმ-დან. ნაზი ფუტკარაძე გულისხმობდა გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც საკრებულოს წევრებს შორის უხუცესი იყო და რომ არა მისი სიკვდილი, კანონმდებლობის შესაბამისად სწორედ ის გაუძღვებოდა ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას. ნაზი ფუტკარაძემ ეს განცხადება გამორთულ მიკროფონთან გააკეთა, პარალელურ რეჟიმში კი …

რას ამბობს ვირუსოლოგი დროსტენი ომიკრონის შტამის შესახებ

„ომიკრონის“ შტამის გამო გერმანელი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი ღელავს და ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. ბერლინის Charité- ს ხელმძღვანელი, ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი მედიასთან ამბობს, რომ საქმე გვაქვს „იმუნური გაქცევის ვარიანტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ომიკრონს შეუძლია სხვა sars-CoV-2 ვარიანტების იმუნური დაცვის ბარიერს გვერდი აუაროს“. ამ დროისთვის ომიკრონის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ჯერჯერობით მონაცემები …

„დინამო“ ბათუმის ჩემპიონობა ევროპის მოედანზე ფეიერვერკით აღნიშნეს – VIDEO

დღეს, 28 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ „დინამო“ ბათუმი საქართველოს ჩემპიონია ფეხბურთში. ეს ისტორიული ფაქტია, რადგან აქამდე ბათუმური კლუბი ჩემპიონი არასდროს ყოფილა. სწორედ ამ წუთებში [20:00] ბათუმური კლუბის გულშემატკივარი ევროპის მოედანზეა შეკრებილი – მათ საყვარელი კლუბის გამარჯვება ფეიერვერკით აღნიშნეს. ___   ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, ბოლოსწინა მატჩზე თბილისის „დინამომ“ „სამტრედიასთან“ თამაში ფრედ – 0:0 დაასრულა. დღევანდელი …

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტება გაზრდილ ხელფასებზე

ბათუმის ახალარჩეულ მერს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მიმართა საკრებულოს ხელფასების გაზრდის ინიციატივით – ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა ბიუჯეტი, რითაც პირადად არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა და 5 500 ლარი იქნება. ხელფასები ეზრდებათ ბათუმის მერიის თანამშრომლებს და ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებსაც. ამ საკითხზე არჩილ ჩიქოვანის განმარტებას, რომელსაც ბათუმის მერია ავრცელებს, გთავაზობთ სტილის დაცვით: „მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, …

გახარიას გუნდი ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს

დღეს, 26 ნოემბერს, „გახარია საქართველოს“ გუნდის ორი წევრი ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს წევრებმა – დიმიტრი ჭეიშვილმა და ნატალია ძიძიგურმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. ამ დროისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს შენობას გარს აკრავს პოლიციის კორდონი. დღეს ძველი მოწვევის უმაღლესი საბჭო აპირებს ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები …

ენმ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შანტაჟსა და მოსყიდვაზე გამოძიებას ითხოვს

დღეს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს სლოგანით – „გამოფხიზლდი პოლიცია“. ,,ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვასა და შანტაჟის ფაქტებმა იმსხვერპლა ბათუმის საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე, შს სამინისტრო და პროკურატურა კი ამ ფაქტზე გამოძიებას არ იწყებენ. ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ს თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობდნენ 100 ათას დოლარს იმის …

სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია 1-ელ დეკემბრამდე უფასოა ყველასთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სეზონურ გრიპზე უფასო აცრა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1-ელ დეკემბრამდე. „22 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და …

კელი დეგნანი ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ეტყვის ის ელენე ხოშტარიას დედას, რომელმაც დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა. „ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს მივმართავ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები… დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია“, – განაცხადა დღეს ელენე ხოშტარიას დედამ. „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაღელვებს ქალბატონი ელენეს [ხოშტარია] ჯანმრთელობის მდგომარეობა. …

Exit mobile version