ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლად ნადიმ ვარშანიძე დაინიშნა. მას დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. სხდომას საკრებულოს ოცი წევრი ესწრებოდა, ოცივე მათგანმა ნადიმ ვარშანიძის გამგებლად არჩევას მხარი დაუჭირა.
ნადიმ ვარშანიძე ცოტა ხნის წინ ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნუკრი სირაბიძის ინფორმაციით ის ამჟამად არც ერთი პარტიის წევრი არ არის.