ნეტგაზეთი • RU

ევროკავშირის ფილმების ფესტივალი იწყება

 

დღეს ბათუმში ევროკავშირის ფილმების ფესტივალი იწყება. ფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“ დღის 4 საათზე ტასოს ბულმეტისის ფილმით „სანალებლების გემო“ გაიხსნება.  

 

დღესვე 18:00 საათზე ნაჩვენები იქნება შტეფან ტოლცის ფილმი „სრული სვლით დასავლეთისკენ – საქართველო მომავლის ძიებაში“.

 

ევროკავშირის კინოფესტივალი 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალზე ის ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეარჩია. ჯამში სულ 24 ფილმი იქნება ნაჩვენები.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"