ნეტგაზეთი • RU

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

 

9 თებერვალს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი–ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი მიხეილ სანდლერი  ბათუმის N 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. 

 

აქციის ფარგლებში სამედიცინო გასინჯვა ჩაუტარდება 300–მდე სკოლის მოსწავლეს. მოზარდები შემოწმდებიან ხერხემლის დაავადებებზე და ბრტყელტერფიანობაზე. დაავადების გამოვლენის შემთხვეში მიეცემათ რეკომენდაციები.

 

აქციის ინიციატორია მიხეილ სანდლერი, მხარდამჭერები აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

მიხეილ სანდლერმა მსგავსი სახის აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წლის 22 დეკემბერს ჩაატარა შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის” ბაზაზე.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"