Batumelebi | დიალიზის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღება პაციენტებს ქობულეთშიც შეეძლებათ დიალიზის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღება პაციენტებს ქობულეთშიც შეეძლებათ – Batumelebi
RU | GE  

დიალიზის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღება პაციენტებს ქობულეთშიც შეეძლებათ

 

დღეს 15:00 საათზე ქობულეთში, შპს ,,უნიმედი აჭარა ,,ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში“ გაიხსნება დიალიზის ახალი განყოფილება. განყოფილების გახსნას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე და ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელის საავადმყოფოების ხელმძღვანელები.

 

 

განყოფილება იხსნება 9–საწოლზე, 3–სარეზერვო ფონდით. მომსახურება გაეწევა რეგიონის მაშტაბით სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ 54 პაციენტს. ხელოვნური თირკმლის აპარატი გერმანული წარმოების ბიბრაუნის ტიპის თანამედროვე მოდელია.

განყოფილების საზეიმო გახსნის შემდგომ მოხდება კლინიკაში არსებული იმ სერვისების დათვალიერება, რომელიც აქტიურად ჩართულია რაიონის სამედიცინო მომსახურეობის საქმიანობაში.

დიალიზის სახელმწიფო პროგრამას აჭარაში კიდევ ორი დაწესებულება შპს ,,. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოდა შპს ,,ვიავიტაახორციელებს. რესპუბლიკურ საავდმყოფოში 14 საწოლია, პროგრამაში ჩართულია 81 პაციენტი. ვიავიტაში 23 საწოლი ფუნქციონირებს, ემსახურება 135 პაციენტს. დიალიზის პროგრამაში ჩართულია 216 პაციენტი, აქედან 169 აჭარის მკვიდრია, 47 სხვა რეგიონების. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს 38 პაციენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"