აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარაში არსებულ სკოლებში, სასკოლო კლუბების განვითარებას. დაფინანსების მაქსიმალური თანხა 3000 ლარია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 5 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ განაცხადი სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე კომისია, შემოსულ სააპლიკაციო ფორმებს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს. მეორე ეტაპი კი პირველ ტურში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან გასაუბრება იქნება. გამარჯვებულთა გამოვლენა მეორე ტურის შედეგების საფუძველზე მოხდება. ვრცლად ამ პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამ პრეზენტაციაში.